კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ნაციონალური“ უკმაყოფილება

„ყაჩაღების“ უსტაბაში

 

პროკურორ-ადვოკატის შებმაც რომ არ ყოფილიყო, ეს ჩვენი მთავარი პროკურატურა ისედაც არ უჩივის ცნობისმოყვარე თვალთა სიმცირეს: იმთავითვე, ანუ, 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან, მომჩივანთა მხრიდან, რომლებიც სამართლიანობის აღდგენას ელიან და მათ შემვიწროვებელთა დასჯას ითხოვენ, მეორე მხრივ, იმის გამო, რომ ის კვლავაც მთავარი პროკურორის გარეშეა.

მართალია, საზოგადოება სხვადასხვა კანდიდატზე ბჭობს, მაგრამ, გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ კანდიდატად თანამდებობიდან გადამდგარი მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე განიხილება, თუმცა „ნაციონალური“ ოპოზიცია (თავს რომ ერთადერთად მიიჩნევს) კვლავაც უკმაყოფილოა.

ამჯერად ბ-ნი წიკლაურის ბაგეებმა გვამცნო „ნაციონალური“ შეფასება, რომ მთავარ პროკურორად მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის დანიშვნა ნიშნავს, რომ ვითარებას კვლავაც გადამდგარი მთავარი პროკურორი გააკონტროლებს. 

ამის პარალელურად, მაგალითად, ბ-ნი ჭიაბერაშვილი განგაშის ზარებს არისხებს, რომ „პროკურატურა ყაჩაღთა თავყრილობაა“. ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ის პროკურორები არიან, რომლებიც ბ-ნი ჭიაბერაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაფრთიანდნენ სისტემაში, უნდა ვივარაუდოთ, რომ თავად „ყაჩაღთა“ უსტაბაში გამოდის (უფასო რჩევის სახით: ჩვეულებისამებრ, ოპონენტს ისეთი არგუმენტით უნდა დაუპირისპირდე, რომელიც შენვე არ შემოგიტრიალდება).

ხოლო, თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ, უდიდესი ალბათობით, „ნაციონალურ“ ოპოზიციას მთავარი პროკურორობის არც ერთი კანდიდატი არ მოეწონება, იქნებ, არ მომცდარიყო და პირდაპირ მისთვის სასურველთა სია წარმოედგინა, თანაც, განა მხოლოდ მთავარი პროკურორის, ყველა სამთავრობო პოსტისთვის?!  

 

скачать dle 11.3