კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები

* ძველი ეგვიპტელები  ფულს რგოლების სახით ჭრიდნენ, ძველ ბრიტანეთში – ფირფიტების, ძველ რომში კი – ზოდების სახით.

* შპალერი ევროპელთა ბინებში მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეებში გამოჩნდა.  ამ მიზნით ქაღალდის გამოყენება მეთვრამეტე საუკუნეში დაიწყეს, მანამდე შპალერს ქსოვილისგან ამზადებდნენ.

* ისრაელის ქნესეთის არჩევნებში ერთხელ იყრიდა კენჭს „ოჯახში მამაკაცთა უფლებების დაცვის მოძრაობა.“ 

* პირველი მოქალაქე, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში ტრანსპორტის მართვისთვის დაჯარიმდა, იყო ამერიკელი მარკ უიტი... ის ცხენით დასახლებულ პუნქტ პიკვილისკენ მიემართებოდა.

* გაიუს ცილნიუს მეცენატი იმპერატორ ავგუსტუსის მეგობარი და საიმპერატორო კართან დაახლოებული პირი იყო. სახელი გაითქვა, როგორც მეცნიერების, ხელოვნების მფარველმა და ქომაგმა. მისი შეგონებით დაწერა ვირგილიუსმა „ენეიდა“.

* მომღერალი ქალი მონიკა ლუდვიგი იტალიის ქალაქ ლივორნის საოპერო სცენაზე პუჩინის ოპერა „ჩიო-ჩიო-სანში“, მესამე აქტში,  მადამ ბატერფლაის არიის შესრულებისას სცენაზე შიშველი გავიდა.

* კაპრიზი იტალიური სიტყვაა და თხის უსაქციელობას ნიშნავს.

* მორის რაველს, სერგეი პროკოფიევს, რიჰარდ შტრაუსს მარცხენა ხელისთვის შექმნილი საფორტეპიანო ნაწარმოებები ჰქონდათ. 

* რომაელები ცხოველურ ცხიმს ბარბაროსულ საკვებად მიიჩნევდნენ და მხოლოდ ზეითუნის ზეთს გამოიყენებდნენ.

* ინდიელთა საომარი ყიჟინა მათი ფსიქლოგიური იარაღი იყო. გამყინავ კივილს ისინი ქალებისგან სწავლობდნენ.

* მაკედონიური დინასტია ბალკანეთის მმართველმა კასანდროსმა ამოწყვიტა. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 317 წელს, ჯერ ალექსანდრე მაკედონელის დედა მოაკვლევინა, რამდენიმე წლის შემდეგ – ალექსანდრეს ცოლ-შვილი – როქსანა და 12 წლის ალექსანდრე.

* ძველ ეგვიპტეში ხანძრის დროს შენობიდან, უპირველეს ყოვლისა, კატები გამოჰყავდათ. შუა საუკუნეების ევროპაში კი ცეცხლში უპირველესად კატებს ყრიდნენ.

* ავსტრალიისა და ახალი კალედონიის აბორიგენებმა არ იცოდნენ, რა იყო მშვილდ-ისარი.

* ციგურები რუსეთში პეტრე პირველმა ჰოლანდიიდან შეიტანა.

 

 

скачать dle 11.3