კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა მოვუაროთ ზამთარში სახის კანსა და თმას და როგორ მივხედოთ გარეგნობას საახალწლო სუფრის შემდეგ

შეიძლება ითქვას, რომ მან სტერეოტიპი დაანგრია და დაამტკიცა, რომ ქერა, ლამაზი ქალი ჭკვიანიც შეიძლება იყოს და ძალიან წარმატებულიც... პროფესიად საკმაოდ რთული დარგი აირჩია... საოპერაციოში რამდენიმესაათიანი დაძაბული მუშაობის შემდეგ, იმასაც ახერხებს ოჯახშიც პროდუქტიული იყოს. ზრდის ორ ვაჟიშვილს და არის მეუღლე, ამ სიტყვის ფართო გაგებით... ქალბატონებს საახალწლო რჩევებს აძლევს  მედიცინის დოქტორი, „ჰეალაინ ინტერნეიშნლის“ პლასტიკური ქირურგი დეა პაპასკირი. 

 

– დეა, მინდა, ურჩიო ჩვენს ქალებს, როგორ შეიძლება იყო მომხიბვლელი და წარმატებული.

– ესთეტიკურ მედიცინაში 2003 წლიდან ვმუშაობ. ბავშვობაში ძალიან კარგად ვხატავდი და მომწონდა ყველაფერი ლამაზი. თმის ტრანსპლანტალოგია არის ის, რაზეც გავაკეთე არჩევანი და ამ დარგში საკმაოდ წარმატებული პრაქტიკაც მაქვს. ძალიან დიდხანს ვცხოვრობდი და ვმუშაობდი მოსკოვში. 2013 წელს დავბრუნდი თბილისში ოჯახთან ერთად.

– ანუ, პროფესიული არჩევანი სილამაზის მსახურების სურვილით გააკეთე...

– იცით, როგორ იყო, როცა სამედიცინო ინსტიტუტში ვსწავლობდი და პრაქტიკას გავდიოდი, ჩემმა ხელმძღვანელმა, პროფესორმა, რომელიც ხედავდა, როგორ ვმუშაობდი პაციენტთან, მითხრა: დეა, შენ მედიცინის ისეთი დარგი უნდა აირჩიო, სადაც შენს თითებს მუშაობის საშუალება ექნება. ძალიან მგრძნობიარე თითები გაქვსო. თუმცა, მგონი, მაინც ჩემი გემოვნების  დამსახურება იყო ის, რომ მე ესთეტიკურ მედიცინაში წავედი. თუ არ გაქვს კარგი და დახვეწილი გემოვნება, მაშინ, ჯობია, ამ დარგში არაფერი გააკეთო. ესთეტიკური მედიცინა პირდაპირ კავშირშია სილამაზესთან და ეს სილამაზე ექიმმა უნდა იგრძნოს.

– დეა, ქალბატონებს იქითკენ ხომ არ უბიძგებ, რომ ცოტა ესთეტიკური მედიცინაც ისწავლონ, თავს კარგად რომ მოუარონ?!

– (იღიმება) გულახდილად გეტყვით, ყოველთვის დავდიოდი სილამაზის ცენტრებში და ვეცნობოდი ყველაფერს, რაც იქ კეთდებოდა. მერე უკვე, როცა საკუთარი პაციენტების მაგალითზე დავინახე, როგორ იცვლებოდნენ ისინი უკეთესობისკენ, მივხვდი, რომ ყველა ადამიანმა უნდა იზრუნოს საკუთარ გარეგნობაზე, როგორც შეუძლია – თავისით ან სპეციალისტების დახმარებით. როცა კარგად გამოიყურები, გაცილებით თავდაჯერებული ხარ, საქმე უფრო კარგად გამოგდის, მოსწონხარ ყველას, უპირველესად, შენი ოჯახის წევრებს... დამიჯერეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

– შენ ძირითადად მამაკაცების გალამაზებაზე ზრუნავ.

– შეიძლება ითქვას, რომ მამაკაცების გალამაზებით დავიწყე. თუმცა, იყვნენ ქალბატონებიც, რომლებიც სახის გადაჭიმვის შემდეგ წარმოქმნილი ნაწიბურების საკორექციოდ ინერგავდნენ თმას და მთხოვდნენ, მეზრუნა მათ გარეგნობაზე. იწყებოდა ტუჩებით (იცინის): ქალბატონო დეა, შეგიძლიათ, ისეთი ტუჩები გამიკეთოთ, როგორიც თქვენ გაქვთო? მართალია, ჩემი ტუჩები აბსოლუტურად ნატურალურია, მაგრამ დღეს უკვე თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ლამაზი ტუჩები პრობლემა აღარ არის, თუკი ის პაციენტს უნდა. მე სპეციალურად გავიარე კონკრეტული პლასტიკის სრული კურსი და როცა ადამიანს ვუყურებ, ზუსტად ვიცი, რა უნდა გავუკეთო, რა სჭირდება იმისთვის, რომ მისი გარეგნობა უკეთესობისკენ შეიცვალოს.

– რომელ ქალს არ უნდა, გამოიყურებოდეს მომხიბვლელად და ჰქონდეს შესამჩნევად კარგი გარეგნობა. თუმცა, ყველამ არ იცის, რა უნდა შეცვალოს სასურველი ეფექტის მისაღებად.

– ასეთი ქალბატონები მოდიან ჩემთან და მეუბნებიან, ქალბატონო დეა, ჩვენ თქვენ გენდობით. გაგვიკეთეთ ის, რასაც საჭიროდ მიიჩნევთ. ასეთ შემთხვევაში, შედეგი ყოველთვის კარგია. სხვათა შორის, პაციენტი კონსულტაციის დროს ძალიან ყურადღებიანია. გაკვირდება, როგორ გამოიყურები, როგორ საუბრობ, ყველაფერი აინტერესებს.

– ანუ, შენი გარეგნობა მაინც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი პროფესიული წარმატებისა.

– შეიძლება. თუმცა, მე რომ პროფესიონალი არ ვიყო, გარეგნობა ვერაფერს მიშველიდა. ნდობის მოპოვება რთულია, დაკარგვა კი – ძალიან ადვილი. მით უმეტეს, როცა საუბარია ადამიანზე, რომელსაც საკუთარი გარეგნობის უკეთესობისკენ შეცვლა უნდა. ჩვენ კი ქალებზე ვსაუბრობთ, მაგრამ მამაკაცებიც ძალიან გააქტიურდნენ ამ მიმართულებით (იცინის). გადაინერგავენ თმას და მერე უკვე სახეზე ნაოჭიც აღარ მოსწონთ. მოდიან შეცვლილები, გასიმპათიურებულები და ითხოვენ ბოტოქსის ინიექციებს, რომ კიდევ უფრო გაახალგაზრდავდნენ. მით უფრო, ქალმა რატომ უნდა თქვას უარი გაახალგაზრდავება-გალამაზებაზე, როცა ამის ამდენი ეფექტური საშუალება არსებობს. პირადად ჩემთვის, ყველაზე კომფორტული გარემო საოპერაციოა. ძალიან მიყვარს თმის გადანერგვა – ასე, უბრალოდ ვიტყვი – ეს ჩემი საქმეა. 2010 წელს, მოსკოვში საკუთარ პრაქტიკულ მასალებზე დაყრდნობით, დავიცავი დისერტაცია თემაზე: „თავის თმიანი ნაწილის ნაწიბუროვანი დეფექტების ქირურგიული მკურნალობა“. ამ თემაზე ჩემი დისერტაციაც ერთადერთია, როგორც რუსეთში, ისე ამერიკაში და, რა თქმა უნდა, საქართველოშიც.

– უკვე მერიდება გაცილებით მარტივ პროცედურებზე გკითხო.

– ვიცი, რასაც გულისხმობ... მიმიკური ნაოჭი, ცხვირ-ტუჩის ნაოჭი, თხელი ტუჩები, ასაკობრივი ნაოჭების კორექცია ყოველთვის შეიძლება. თმის ტრანსპლანტაცია კი სულ სხვა თემაა... 

– ქალი ასეთი უნდა იყოს – მიზანდასახული და ჯიუტი?

– ალბათ და ძალიან უნდა მოუაროს თავს. თანაც, სწორად უნდა მოუაროს. თბილისში თვალში მომხვდა უზომოდ გადიდებული ტუჩები (იცინის). ბევრ ცნობილ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა და არაბუნებრიობას მყისიერად ვამჩნევ. რაც უფრო ბუნებრივია, მით უფრო ლამაზია და კაცებსაც ბუნებრიობა მოსწონთ. რატომღაც ბევრ ქალს „გაუგებრად“ დიდი ტუჩები მოსწონს და უნდა. მე არ მომწონს.

– მე ვიცი, რომ წარმატებული ექიმი სახლში კერძებს საკუთარი ხელით აკეთებს.

– ქალი, როგორი წარმატებულიც არ უნდა იყოს, მაინც ქალია და ოჯახში უნდა შეძლოს გემრიელი კერძის მომზადება. თან, გურმანიც ვარ და სამზარეულოში ფუსფუსი ნამდვილად არ მეზარება.

– დისკომფორტს ხომ არ გიქმნის ის, რომ სამსახურში მეუღლე შენი უფროსია?

– ჩემი მეუღლე სახლშიც უფროსი და ოჯახის თავია. ალექსი თმის გადანერგვის კლინიკა „ჰეალაინ ინტერნეშნლის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია, ისევე როგორც მოსკოვის კლინიკის. იქაც და აქაც მასთან მუშაობა ძალიან კომფორტულია. ჩემი მეუღლისთვის  მნიშვნელოვანია ჩემი აზრი და ხშირადაც მაქებს. პაციენტები ვერ ხვდებიან ხოლმე, რომ ცოლ-ქმარი ვართ. ალექსი არ ეჭვიანობს, როცა ისინი კომპლიმენტებს მეუბნებიან (იცინის). ჩვენი თბილისში გადმოსახლება კი მთლიანად ჩემი ვაჟიშვილის დამსახურებაა. უზომოდ უყვარს საქართველო და მადლობაც კი გადამიხადა, მისი სურვილი რომ გავითვალისწინეთ და თბილისში დავბრუნდით.

– მართალია თუ არა, რომ ზამთარი, შეიძლება, ჩვენი თმა და კანისთვის პრობლემად იქცეს?

– ეს სრული სიმართლეა. სიცივეში თმის ძირები და სახის კანი სტრესის ქვეშ არის. კანი შრება, თმის ცვენა კი – იმატებს და ჩნდება ქერტლი. თმის ძალიან მოკლედ შეჭრა და ქუდი გამოსავალი არ არის. გაგიკვირდებათ, მაგრამ, ქუდსაც აქვს „უკუჩვენება” (იღიმება). მოკლედ შეჭრასაც მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როცა გოგონებში მკვეთრად არის მომატებული თმის ცვენა და თმის ტრავმირებას ვერიდებით, ანუ, ვარცხნილობები, სალონში დავარცხნა, დახვევა და შეღებვა ასეთ დროს გრძელ თმას მეტ საფრთხეს უქმნის; ან, როცა კანზე აქტიური პათოლოგიური პროცესი მიმდინარეობს და საჭიროა მალამოებით, კრემებით მკურნალობა. რაც შეეხება ქუდს, ის ძალიან გვეხმარება ზაფხულში, როცა მზის აქტიური გამოსხივებაა; ზამთარში კი სიცივემ, შეიძლება, თმის ძირები დააზიანოს, მაგრამ, ქუდი არ უნდა გახდეს ჩვენი იმიჯის ნაწილი და მუდმივად არ უნდა გვეხუროს, რადგან, ის ძალიან საშიში ხდება თმისთვის. მამაკაცები თმის აქტიურ ან ახლად დაწყებულ ცვენას ხშირად ქუდით ინიღბავენ, რაც მხოლოდ აძლიერებს ცვენის პროცესს.

– მაშ, როგორ გამოვიდეთ ზამთრის „მძიმე“ სიტუაციიდან?

– ზამთრის მძიმე კლიმატურ პირობებს ახალი წლის მენიუც დაუმატეთ: ნიგვზიანი, მწარე-ცხარე კერძები, გოჭის ხორცი, სუნელებით გაჯერებული ფხალეული თმისა და სახის კანის მტერია. ამიტომ, რადგან გემრიელ კერძებზე უარს ვერ ვამბობთ, თმასა და სახეს დამატებით უნდა მივხედოთ. ლიმონის წვენი და სპირტი ზამთარში, პირიქით, ცუდად მოქმედებს როგორც კანზე, ისე თმაზე – აშრობს კანს და, შეიძლება, თმის ცვენაც გააძლიეროს. ზამთარში კანს სჭირდება არა მხოლოდ დამატენიანებელი, არამედ, მკვებავი საშუალებებიც. ანუ, არც კიტრის ნაფცქვენი გამოგვადგება – ეს საზაფხულო ვერსიაა. კარგი საშუალებაა კვერცხის გული – ის ფაქტობრივად, უნივერსალურია თმაში შესაზელად; ასევე, კარგია ყურძნის წიპწის ან ოროვანდის ზეთი, მთავარია, ამ ზეთებზე ალერგიული არ იყოთ. ძალიან კარგია ვიტამინის შემცველი კრემები. კვერცხის გულს კი ცოტა თაფლი შეურიეთ, რომელიც კვებავს და ბზინვარებას ანიჭებს თმას. კვერცხის გულში შესარევად, ასევე, ძალიან კარგი საშუალებაა დიმექსიდის ხსნარი, რომელიც აფთიაქებში იყიდება და საკმაოდ იაფია. ზამთარში უფრო ეფექტურია გამაახალგაზრდავებელი პროცედურები კანისთვის: ნაოჭების კორექცია ბოტოქსის ინიექციებით; მეზონიდლინგი, პლაზმოთერაპია და პილინგიც ბევრად უფრო კარგ შედეგს იძლევა.

 

скачать dle 11.3