კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველა კაცი ერთნაირია

„დეჟავუ“

ნატო პირდაღებული უსმენდა ქეთის. ყავის დალევაც კი დაავიწყდა. ლელაც შედარებით მშვიდი და რაციონალური იყო.

– კარგია, რომ შენი პრობლემა მოგვარდა. აშკარად ძალიან ცუდად აისახებოდა შენი შრომის ნაყოფიერებაზე. ისე, მე წამოსვლა არ მინდოდა, მაგრამ, ნატომ არ მოისვენა. მობილურს რომ არ პასუხობდი და არც გამოჩნდი, ინერვიულა.

ქეთის თვალები უციმციმებდა:

– რომ ვერ წარმოვიდგენდი, ისე მოიქცა... გოგოებო, ეს ვახოს არ ჰგავდა. საერთოდ არაფერი უთქვამს და არც მე მომცა რამის თქმის საშუალება. ძალიან მაგარი იყო.

– ახლა სად არის? – ეჭვით იკითხა ნატომ და ბინა მოათვალიერა.

– წავიდა. გიგისგან თავისი ნივთები უნდა მოიტანოს. მთელი ეს პერიოდი იმასთან ცხოვრობდა, თურმე... საყვარელი...

– ძალიანაც ნუ დაიჯერებ მაგ ამბავს, – წამოსცდა ნატოს და ლელამ მაშინვე წაჰკრა მაგიდის ქვეშ ფეხი, თვალებიც გამაფრთხილებლად დაუბრიალა.

– რატომ არ უნდა დავუჯერო? – ღიმილით იკითხა ქეთიმ, – იცით, რას გეტყვით? ახლა ისეთი ბედნიერი ვარ, დაუჯერებელს დავიჯერებ.

– ჰო, რა თქმა უნდა, – სწრაფად დაეთანხმა ლელა და ნატოს ანიშნა, ადექი, წავიდეთო, – მოკლედ, ხვალ გელოდებით სამსახურში. აბა, შენ იცი, აღარ გავიგო შენი ცუდი. მორჩით ამ კინკლაობას და პრობლემებიც აღარ გექნებათ. ხომ ფაქტია, რომ უერთმანეთოდ ვერ გაძელით, ამიტომ, ცოტა დათმე ხოლმე.

– გიჯერებ. მართალი ხარ და, შეუძლებელია, არ დაგეთანხმო. ამ დღეებში იმდენი ვინერვიულე... სულელი ვიყავი, სიტუაცია ასე რომ გავამწვავე. დებილი ვარ, რა... ვერ ვისწავლე, როდის უნდა ვიჩხუბო და როდის გავჩუმდე.

– მაგაშია საქმე, – მრავალმნიშვნელოვნად თქვა ნატომ და წამოდგა, – მით უმეტეს, ახალი წელი მოდის... რად გინდა, ჩხუბი და აყალ-მაყალი დაგებედოს? თანაც, შენი ქმარი მაინც შენი ქმარია და, თუ მთლად ურჩხული არ არის, გაცილებით ჯობია, აიტანო, ვიდრე გააგდო. სადღა არიან ნორმალური კაცები.

– გააჩნია, ნორმალურში რა იგულისხმება, – ამოიოხრა ქეთიმ, – ეჰ, გოგოებო, ჩვენ რომ გვინდა, ეგეთი კაცები მარტო კინოებსა და ზღაპრებშია.

– არც ჩვენ ვართ საჩუქრები – ესეც ხომ ფაქტია, – თქვა ლელამ, – მათ რომ ჰკითხოს კაცმა, უამრავი ნაკლი გვაქვს ცოლებს და რაც ყველაზე ცუდია, თურმე, მშვიდად ცხოვრებას არ ვაცლით.

– თითქოს ჩვენ არ გვინდოდეს ეგ მშვიდი ცხოვრება, – გაეღიმა ქეთის, – მაგალითად, ვახოს რატომ არ შეუძლია, ყოველთვის ისეთი იყოს, როგორიც გუშინ იყო? თბილი, ყურადღებიანი, ალერსიანი, სიყვარულით სავსე...

– აჰ, არ გაბრიყვდე და ეგ არ ჰკითხო ვახოს, – სიცილი აუტყდა ლელას, – თორემ, წყალში ჩაყრი ყველაფერს.

– არა, რა თქმა უნდა.

გოგოებმა ჩაიცვეს. ქეთიმ კარამდე მიაცილა. ზღურბლზე მდგარი ნატო შემობრუნდა, ორი თითით ყელი გამოწია და მუდარის ხმით სთხოვა:

– აუ, ის ბიჭი ვინ იყო? ინტერესით ვკვდები. მითხარი, რა!

ლელამ ამოიოხრა:

– ჭკუას ვერ სწავლობს ეს გოგო. გაჩუმდი-მეთქი, ხომ გთხოვე!

– რა მოხდა, რომ გვითხრას? ქმართან პრობლემა ხომ მოაგვარა, თუ კარგი ტიპია და თავისუფალიც არის, ჩემკენ გამოგეშვა...

ქეთიმ და ლელამ ჯერ ერთმანეთს შეხედეს გაოცებით, მერე კი ისტერიული სიცილი აუტყდათ...

***

ვახო ღიღინით შევიდა ოფისში და თიკოს მოზრდილი შეკვრა დაუდო მაგიდაზე.

– ოჰო, ეს რა არის? – გაუკვირდა გოგოს და თვალები აუციმციმდა.

– საჩუქარია შენთვის, – გაუღიმა ვახომ.

– მართლა? არ მატყუებთ? ვაიმე, რა საყვარელი ხართ... შეიძლება ვნახო? ანუ, ახლავე რომ გავხსნა-მეთქი, მაგას ვგულისხმობდი.

– მაგას რა კითხვა უნდა? უნდა გახსნა, თანაც, ახლავე. ისეთიც არაფერია, შოკოლადი და კრუასანი წამოგიღე, ყავაც არის. რაღაც ახალია, არომატიზირებული. მერე მეც მომიდუღე, თუ არ დაგეზარება...

– რა თქმა უნდა, ახლავე მოგიდუღებთ! – თიკო – გახარებული წამოხტა, – თქვენნაირი ფანტასტიკური შეფი არავის ჰყავს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამაში.

– საახალწლო პრემიასაც რომ მოგცემ, მერე, ალბათ, საერთოდ „სუპერი“ ვიქნები. 

თიკომ სიხარულით წამოიყვირა, შეხტა და ვახოს ორივე ლოყაზე აკოცა, მერე კი დაირცხვინა.

– უი, ძალიან ავმჩატდი. მაპატიეთ, რა!

– რა გაპატიო, კოცნა? კარგი გოგო ხარ შენ. გიგი სად არის, მოვიდა უკვე?

– კი, კი, თავისთან არის, მოსაწვევების დიზაინზე მუშაობს. დავუძახო?

– ჰო, უთხარი, ცოტა ხანში ჩემთან შემოვიდეს.

გიგი კომპიუტერში ნინის ძველ სურათებს ათვალიერებდა დაღონებული სახით და, წარბშეკრული, ჩუმად ოხრავდა. თიკოს დანახვაზე სწრაფად ჩაკეცა გვერდი და გოგოს შეუბღვირა:

– რა გინდა? ჯერ მითხარი, დღეს თვალით არ დამენახოო და ახლა აქ შემომივარდი?

თიკომ ტუჩი აიბზუა:

– რა უხეში ხარ! ვახო მოვიდა და შენზე თქვა, ცოტა ხანში ჩემთან შემოვიდესო. შენი ნახვის სურვილს არ შემოვუყვანივარ აქ.

– ჰმ, ალბათ, როგორ გაგიხარდა, ვახოს დავალებით ჩემი ნახვის შანსი რომ მოგეცა, – დასცინა გიგიმ.

– საიდან მოიტანე? – ჭარხალივით გაწითლდა გოგო, – რამხელა წარმოდგენის ხარ საკუთარ თავზე!

– ასეა, ასე, მაგრამ, არ გინდა, გამოტყდე. რატომ ტელეფონით არ მომაწოდე ინფორმაცია, აპარატი გვერდზე არ გედო?! მაგრამ, შენ რას გამოტყდები, რომ ჩემ გარეშე ვერ ძლებ.

– ფუ, რა უნდა გელაპარაკო... – სხვა ვერაფერი თქვა თიკომ და ქუსლების ბაკუნით გავიდა ოთახიდან.

– დრო მოვა, შენი პირით მეტყვი, რომ გიყვარვარ, – სიცილით მიაძახა გიგიმ.

ლაშამ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი.

– იჩალიჩებ, რა. რა გინდა, რატომ ცდილობ, გაამწარო და გადარიო, მაგისი წიკვინი გსიამოვნებს?

– ვხუმრობ, ხომ გასაგებია?

– ვაიმე, არ ესმის მაგ გოგოს შენი ხუმრობა და, სიმართლე რომ გითხრა, არც მე მესმის... იმას მიაღწევ, რომ სერიოზული სკანდალი ატყდება. გაჩერდი, რა!

– ვერ ვჩერდები. აქ ისეთი მოწყენილობაა, რომ არ გავხალისდე, მთქნარებით მოვკვდები.

– სკანდალი გახალისებს? გამაოგნებელი ამბავია, – ხელები გაშალა ლაშამ, – მე რომ ვუთხრა ვახოს, გიგის ხუმრობები მუშაობაში მიშლის ხელს-მეთქი?

– შენ ხომ არ გააკეთებ ამას?

– ვითომ, რატომ არა? – ლაშამ წარბები შეიჭმუხნა, – მართლა ვამბობ, აღარ შემიძლია თქვენი კინკლაობის ყურება, მოსმენა – მით უმეტეს.

– რა დღეში გაქვს ნერვები? ეტყობა, სახლში ცოლი გიბურღავს ტვინს და აქ პატარა ხმაურზეც კი ვარდები.

ლაშა წამოჭარხლდა:

– შენ სულ გაგიჟდი? მოუკრეფავში რომ გადადიხარ, ვერ გრძნობ? თუ, მეც მეხუმრები?

– აუ... მგონი, მართლა ჯობია, გავჩუმდე, თორემ, ერთმანეთზე უარესები ხართ შენ და თიკო.

ლაშამ თვალები დაუბრიალა.

– კარგი. ახლავე გავალ აქედან. ბარემ, ვახო მეძახის და, გავიგებ, რა უნდა.

ვახოს მაგიდაზე ეწყო ფეხები და რაღაც მხიარულ მელოდიას ხმადაბლა უსტვენდა, თან ყავას უბერავდა სულს...

– შემოდი, შემოდი... თიკომ ყავა არ მოგიდუღა? მაგარი ყავა მოვუტანე. ახლა მოვსვი და დამიარა... ჯერ მარტო სუნი გადაგრევს.

– ჰმ, გატყობ, მაგარ განწყობაზე ხარ. რა მოხდა, მოკალი ის ტიპი?

ვახოს მაშინვე შეეცვალა სახე. ფეხები მაგიდიდან ჩამოიღო და ოფიციალური გამომეტყველებით დაჯდა მაგიდასთან.

– რა სისულელე თქვი, ხვდები? შენ სულ აურიე ამ ბოლო დროს და, არ თქვა ახლა, ვიხუმრეო. ეგ შენი იდიოტური ხუმრობები აქ უკვე ყველას ყელში ამოუვიდა.

– ოჰო, მოგიტანეს უკვე ენა?

– ეგ რა შუაშია?! შენ თვითონ ვერ ატყობ, რომ ზოგჯერ მეტისმეტი მოგდის? თუნდაც ახლა...

– აუ, კარგი. სისულელე ვთქვი, გეთანხმები. უბრალოდ, გამიხარდა, კარგ გუნებაზე რომ დაგინახე, ვიფიქრე, პრობლემა მოაგვარა-მეთქი.

– თუ გინდა, რომ მე და შენ ძალიან მაგრად არ ვიჩხუბოთ, მეორედ მსგავსი არაფერი წამოგცდეს. ქეთის შევურიგდი.

– აი, თურმე, რა... გასაგებია... ძალიან კარგი... მაგიტომაც არ დაბრუნდი ღამით...

– რა იყო, ინერვიულე?

– ცოტა. მერე ჩემით მივხვდი რაღაცას... თუმცა, მთლად ასეთ „ჰეფიენდს“ არ ველოდი.

– აჰა, ისევ თავიდან იწყებ? – წამოიქოჩრა ვახო, – რა ხდება, ტო, ჩემთან ჩხუბი გინდა?

– არა, არა, ღმერთმა დამიფაროს! ხომ გითხარი, ძალიან გამიხარდა-მეთქი.

– ჰოდა, ეგრე... – სახე გაუნათდა ვახოს და გიგის თითი გამაფრთხილებლად დაუქნია, – თიკოსაც შეეშვი, გასაგებია?

– გასაგებია. დეტალები, ალბათ, არ უნდა გამოვიკითხო, არა?

– ჰო, ეს ჩვენი პირადი საქმეა. საერთოდ, დავივიწყოთ ეს ამბავი. დღეს ჩემს ნივთებსაც წამოვიღებ შენგან. ძალიან დიდი მადლობა, რომ შემიფარე.

– რას ამბობ! ყოველთვის მზად ვარ, შენნაირი მდგმური მივიღო, – გაიცინა გიგიმ, – ასე რომ, თუ კიდევ დაგჭირდება, ჩემი სახლის კარი შენთვის ღიაა.

– არავითარ შემთხვევაში! ჭკუა ვისწავლე – ოჯახს არაფერი სჯობს, მით უმეტეს, ჩემნაირი კაცისთვის, რომელიც გასართობს გარეთ არ დაეძებს.

– იმედია, ქეთიც დააფასებს შენნაირ ქმარს, – მრავალმნიშვნელოვნად შენიშნა გიგიმ.

– დეტალებს ნუ ჩავუღრმავდებით-მეთქი, ხომ შევთანხმდით?

– კარგი, კარგი... ამბობენ, კაცები ნელ-ნელა, წლების მატებასთან ერთად ჭკვიანდებიანო და, ეტყობა, შენს ცხოვრებაში ეს ეტაპი უკვე დადგა.

– შენ ისევ ხუმრობ, მაგრამ, ასეა. თან, გამოცდილებაც თავისას შვრება. შენც დაგიდგება ასეთი ეტაპი, არ იდარდო.

– იმედია, ფიზიკური დეგრადაციის ხარჯზე არა.

– ვითომ მაგით რისი თქმა გინდა? – დაიძაბა ვახო.

– არაფრის. ჩემთვის ვთქვი, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის მისამართით.

– თიკომ მითხრა, მოსაწვევების დიზაინზე მუშაობსო. ვისი შეკვეთაა?

 – იმ ტიპის, რესტორნების ქსელი რომ აქვს და ზუკას რომ ენათესავება რაღაცნაირად, – თვალი ჩაუკრა გიგიმ, – სხვათა შორის, დღეს ზუკა არ გამოჩენილა. ხომ არ იცი, სად არის? შენ დაგეთხოვა?

– არა. წარმოდგენა არ მაქვს, სად არის.

 –  გამაგიჟებს ეს ბიჭი! თუ კიდევ იმ ქალს დასდევს უკან, გადავირევი. რა ვუყო, რითი დავეხმარო?

– მოეშვი, ყველა თავადვე მიხედავს საკუთარ თავს. შენ რით უნდა დაეხმარო?

– კისერს მოიტეხს, – ამოიოხრა გიგიმ.

– კისერსაც თავისას მოიტეხს, შენსას ხომ არა?

გიგიმ მხრები აიჩეჩა:

– კი ბატონო. მაგრამ, მე მაინც ვგრძნობ რაღაც პასუხისმგებლობის მაგვარს. მეგობარია, რაც არ უნდა იყოს.

– ყველაფერს აქვს საზღვარი. შენ ხომ ცდილობდი, დახმარებოდი, შენებურად, რა თქმა უნდა, მაგრამ, ამას არა აქვს მნიშვნელობა. ნუღარ ჩაერევი. ასე ჯობია.

გიგიმ ეჭვით შეხედა ვახოს. მასში მომხდარი ცვლილება ისეთი აშკარა და თვალშისაცემი იყო, არ შეიძლებოდა, არ გეღიარებინა. „ყოჩაღ, ქეთი“, – გაიფიქრა თავისთვის, ხმამაღლა კი სხვა რამე თქვა:

– ანუ, წვეულებაზე შენ და ქეთი წამოხვალთ?

– რომელ წვეულებაზე?

– ლევანი ჩვენც გვეპატიჟება, ყველას.

– ჰო, წამოვიყვან ქეთის, რატომაც არა?! გადავწყვიტე, მის მიმართ უფრო ყურადღებიანი გავხდე, დაახლოებით ისეთი, როგორიც შეყვარებულობის პერიოდში ვიყავი. საახალწლოდაც ვუყიდი საჩუქარს, რაღაც ისეთს, რაც განსაკუთრებით გაახარებს და არ ელის.

– უჰ, ყველა დაჭკვიანდა, ჩემ გარდა. ლაშაც ფასდაკლების საიტებზე „ზის“ მეორე დღეა და ცოლ-შვილისთვის საჩუქრებს არჩევს, – ამოიოხრა გიგიმ.

– ნინისთან ხდება რამე? – ჰკითხა ვახომ.

– არაფერი. ვიფიქრე და მივხვდი, რომ ხვეწნა არ შემიძლია. პრინციპში, დარწმუნებული რომ ვიყო, გაახარებს ეს ამბავი, არ დავიხევდი უკან, მაგრამ, მაგას აღარ ვჭირდები.

– შენ მაინც გესინჯა. თუ ისევ გიყვარს...

– არ ვიცი, არ ვიცი... – ჩაილაპარაკა გიგიმ...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3