კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: ბეწვის ცვენასთან თუ აქვს რაიმე საერთო ძაღლის ბანაობის სიხშირეს?

პასუხი: რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს, რა სიხშირითა და რა საშუალებებით ხდება ცხოველის დაბანა, გაწმენდა და დავარცხნა. დღევანდელ პირობებში არსებობს ბეწვის მოვლისა და დამუშავების უამრავი საშუალება, მაგრამ, ამ საშუალებებიდან უნდა შეირჩეს ისეთები, რომლებიც ხარისხიანია და არ გამოიწვევს ალერგიულ რეაქციებს, კანის გამოშრობასა და ბეწვის დაზიანებას. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ძაღლის დასაბანად ადამიანის შამპუნის გამოყენება. ბეწვის ცვენა ხშირად გამოწვეულია ჰორმონული დისბალანსის დროს. ჰორმონული პრეპარატების ხშირმა გამოყენებამ, შეჯვარების პერიოდის გამოტოვებამ, არასწორმა კვებამ, შეიძლება, გამოიწვიოს ჰორმონული დისბალანსი, რაც, თავის მხრივ, აისახება ბეწვის საფარველზე  და იწვევს მის ცვენას. ბეწვის ცვენა ახასიათებს ძაღლებს, რომლებსაც დაქვეითებული აქვთ იმუნიტეტი. ასეთებს განეკუთვნებიან ისინი, რომლებმაც გადაიტანეს მძიმე ინფექციური დაავადებები, მათ შორის – ვირუსული; ასევე, მძიმე ოპერაციები; ასევე, ის ჯიშები, რომლებიც გამოყვანილია ახლონათესაური შეჯვარებით. როცა ბეწვის ცვენა ლინკის პერიოდს არ ემთხვევა და ხასიათდება ბუდობრიობით, აუცილებლად უნდა მიიყვანოთ ძაღლი ვეტერინართან. გახსოვდეთ, მკურნალობისთვის აუცილებელია იმის მიზეზის დადგენა, რაც ცვენას იწვევს. უმეტეს შემთხვევაში, საჭიროა დაზიანებული უბნიდან აღებული კანის ანაფხეკის ლაბორატორიული გამოკვლევა, რისი საშუალებითაც დაისმევა სწორი დიაგნოზი. იმისათვის, რომ თქვენს ძაღლს თავიდან ააცილოთ ბეწვის ცვენა, აუცილებელია, მისი სწორად კვება, საჭირო ვიტამინებისა და მიკროელემენტები მიცემა. გარდა ამისა, ის აუცილებლად უნდა დაამუშაოთ პარაზიტების საწინააღმდეგო პრეპარატებით, ხოლო, გადატანილი მძიმე დაავადების ან ოპერაციის შემდეგ აუცილებლად ჩაუტაროთ იმუნოსტიმულირების კურსი.

კითხვა: მაინტერესებს აქვს თუ არა მნიშვნელობა შამპუნის შერჩევისას ძაღლის ბეწვის ფერს? 

პასუხი: რა თქმა უნდა. სასურველია შამპუნი ძაღლის ბეწვის ფერისა და ბეწვის ზომიდან გამომდინარე შეირჩეს. თუ ჩვენ შავბეწვიან ძაღლს ღია ფერის ძაღლებისთვის განკუთვნილი შამპუნით დავბანთ, ხშირ შემთხვევაში, იცის ქერტლის გამოწვევა, სიბზინვარის დაკარგვა და ასე შემდეგ. შამპუნის შერჩევისას ასევე, ყურადღება უნდა მიაქციოთ ცხოველის ალერგიულობას. ძაღლი, რომელსაც ალერგიისკენ აქვს მიდრეკილება, სასურველია, მხოლოდ ალერგიის საწინააღმდეგო შამპუნით დაბანოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბანაობის შემდეგ, შეიძლება, საკმაოდ მძიმე შედეგი მიიღოთ. არ არის რეკომენდებული ძაღლის ხშირი დაბანა, შემდეგ კი, ყოველდღე, ორ დღეში ერთხელ ან კვირაში ერთხელ ის სველი ხელსახოცით უნდა გაიწმინდოს, ან მოხდეს მისი დაბანა მშრალი შამპუნით. ეს დამოკიდებულია იმაზე, სად და რა პირობებში ცხოვრობს ძაღლი და რამდენად ხშირად ისვრება ის.

 

 

скачать dle 11.3