კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: რთული მოსავლელია თუ არა აგავა და როგორ პირობებში შეიძლება მისი გახარება?

პასუხი: აგავა ძალიან გამძლე მცენარეა. ყველაზე კარგად ნათელსა და თბილ გარემოში ხარობს. მთელი წლის განმავლობაში სინათლე არ მოაკლოთ. ეს მცენარე ზამთრის დაბალ ტემპერატურას – 5-6 გრადუსსაც იტანს. მთავარია, მშრალ ადგილას იდგეს. აქტიური ზრდის პერიოდში მორწყეთ რეგულარულად, ზამთარში მიწა მთლიანად არ გამოაშროთ. მას განსაკუთრებული პირობები არ სჭირდება და პრობლემებს არ შეგიქმნით.

კითხვა: რა სინათლესა და ტემპერატურაზე დავდგათ ალოკაზია?

პასუხი: ეს მცენარე მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს, მაგრამ გაბნეული შუქი არ მოაკლოთ. ზამთარში ტემპერატურა მინიმუმ 15-18 გრადუსზე უნდა იყოს, ზაფხულში კი იდეალურია 20-25 გრადუსი. მას მუდმივად ტენი და სითბო სჭირდება. მოზრდილ ალოკაზიას ფოთლები სიგრილეში სცივა, თუმცა თუ ოთახის ტემპერატურა მოიმატებს, ფესურადან ახალი ფოთლები ამოუვა. მისთვის საუკეთესო ადგილი ნათელი სააბაზანოა.

კითხვა: როგორ და რა პირობებში მოვუარო ქლოროფიტუმს?

პასუხი: გაზაფხულიდან შემოდგომამდე, აქტიური ზრდის პერიოდში, მიწა ტენიანი უნდა იყოს. ამ დროს, ორ კვირაში ერთხელ, მიწის ბალანსირებული, თხევადი სასუქით განოყიერება ქლოროფიტუმს სიჯანსაღეს შეუნარჩუნებს. ზამთარში, დასვენების პერიოდში, მორწყვიდან მორწყვამდე მიწას შეშრობა აცადეთ. კარგია ოთახის ნორმალური ტემპერატურა – 18-24 გრადუსი მაინც უნდა იყოს, ზამთარში კი, მინიმუმ 8 გრადუსი. ფოთლების სიხასხასის შესანარჩუნებლად მცენარე დადგით ნათელ ადგილას, ოღონდ მწველ მზეს მოარიდეთ. მიწის ზედაპირზე ფესვების გამოჩენა მცენარის გადარგვის აუცილებლობის ნიშანია. ფოთოლს სიმშრალისა და უჰაერობისგან გაყავისფრებული ბოლოები წააჭერით. ქლოროფიტუმი კარგად იტანს ოთახის პირობებს, თუ კარგი დრენაჟი და ნოყიერი მიწა აქვს.

კითხვა: გამძლეა თუ არა სოლია და როგორ პირობებში ხარობს ის უკეთ?

პასუხი: სოლია გამძლე მცენარეა და 2-3 გრადუს ტემპერატურასაც იტანს. მოსწონს მზის გულზე ყოფნა. ზაფხულში საკმარისია ოთახის ნორმალური ტემპერატურა. ზაფხულობით მიწა ტენიანი უნდა იყოს, ხოლო ზამთარში, როცა ტემპერატურა დაბალია, მორწყვაც უნდა შეამციროთ. ორ კვირაში ერთხელ ბალანსირებული თხევადი სასუქით მორწყეთ. დიდი მცენარე კარგად უნდა გასხლათ და გაზაფხულზე გადარგოთ, რათა კომპაქტურობა და სიჯანსაღე შეინარჩუნოს. მისთვის უკეთესია, თუ საკიდ კალათში მოათავსებთ და ზამთრის ბაღში დადგამთ.

კითხვა: როგორ სინათლესა და ტემპერატურაზე ვამყოფო სედუმი?

პასუხი: ეს მცენარე საკმაოდ იოლი მოსავლელია. თუ გსურთ, რომ კომპაქტურობა შეინარჩუნოს, დადგით მზის გულზე. ზამთარში კარგი განათება სჭირდება. მოსწონს ოთახის ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში. იტანს გრილ ზამთარს, ოღონდ არანაკლებ 10 გრადუსისა. 

 

скачать dle 11.3