კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაიტაცეს და გადამალეს ტონა-ნახევარი ოქრო ქართველმა პარტიულმა ჩინოვნიკებმა

პუბლიკაციის მთავარი გმირების ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.

ძალიან საშიში საიდუმლო ინფორმაცია

1987 წლის 1 აპრილს, 48 წლის ნოდარ კიკაბიძეს ზუსტად ერთი წელი გაუვიდა იმ ცამეტწლიანი სასჯელიდან, რომელიც მას პარტიული დისციპლინის დარღვევისა და გაფლანგვისთვის საბჭოთა კავშირის უმაღლესმა სასამართლომ მიუსაჯა. ნოდარი საქართველოს მთავრობის საკმაოდ მაღალჩინოსანი პერსონა გახლდათ, მსხვილ თანხებთან ჰქონდა შეხება და ის და მისი უშუალო უფროსი – კაკო ხვადაგიანი მოსკოვიდან ჩამოსულმა „კაგებეს“ ცენტრალური აპარატის თანამშრომლებმა დააპატიმრეს, მოსკოვში ჩაიყვანეს და ყველა საგამოძიებო მოქმედება იქვე ჩაუტარეს. ხვადაგიანს თვითმფრინავში გაუსკდა გული და გარდაიცვალა, რომლის ცხედარიც, სათანადო საექსპერტო დასკვნით, სამი დღის მერე დააბრუნეს თბილისში დასასაფლავებლად. ნოდარს კი ერთთვიანი გამოძიების შემდეგ ცამეტწლიანი სასჯელი შეუფარდეს და ცენტრიდან მოშორებით, შუა აზიაში, უზბეკეთის დაბა ლენინსკში, მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში უკრეს თავი. კოლონიის უფროსი პოლკოვნიკი კირილ პავლოვი იყო. ის წარმოშობით თბილისელი, დედით ქართველი გახლდათ, რუსულზე კარგად, ქართულს ფლობდა. პატიმრობის ერთი წლის თავზე, ანუ 1987 წლის 1 აპრილს, ნოდარმა კირილ პავლოვთან შეხვედრა მოითხოვა. მის კაბინეტში რომ შეიყვანეს, ქაღალზე რაღაც დაუწერა და უჩვენა, თან თითი ტუჩზე მიიდო. ქაღალდზე ქართულად ეწერა: „შეიძლება, კაბინეტი ისმინება და უსაფრთხო ადგილზე გავიდეთ“. ნოდარმა ბარათი გადაყლაპა. პავლოვმა კი პატიმარი კაბინეტის ტერასაზე გაიყვანა, სადაც დეკორატიული მცენარეები ჰქონდა და უთხრა:

– რაშია საქმე?

– კაკო ხვადაგიანი გახსოვს?

– პირადად ვიცნობდი. კარგი კაცი იყო და როგორც ვიცი, თვითმფრინავში გაუსკდა გული.

– კი. ჩემ თვალწინ მოკვდა, როცა მოსკოვში მივყავდით. კაკოს ტონა-ნახევარი პარტიული ოქრო უნდა გადაეტანა შვეიცარიის ბანკში, რომელიც თბილისში, სპეცსაცავში ინახებოდა. ჩვენ კი ის მოვტეხეთ და ძალიან საიმედოდ გადავმალეთ. პერესტროიკა ბლეფია და ის საბჭოთა კავშირის დასაშლელადაა მოფიქრებული. ამიტომ, მთელი პარტიული ოქრო და სხვა ქონება უცხოეთში გააქვთ. ამისთვის სპეციალური საიდუმლო ორგანიზაცია შექმნეს და კაკოც მისი წევრი იყო. მე რომ ეს ამბავი ვიცი, არავინ იცის შენ გარდა. სროკზე კი იმიტომ გამიშვეს, რომ ცენტრს მომაშორეს, ყოველი შემთხვევისთვის. რომ იცოდნენ, ეს ყველაფერი ჩემთვის ცნობილია, მაშინვე გამაქრობდნენ.

 – რას როშავ?

– არაფერს. ახლა შენც დარტყმის ქვეშ ხარ. ამიტომ, აქედან უნდა გამაქციო. „პოლნი წილში“ ხარ და 750 კილოგრამი ოქრო შენია.

– რაებს როშავ, თბილისელი მაინც არ იყო. როგორ ფიქრობ, დამაბოლებ?

– არანაირი დაბოლება. უკვე ერთ უღელში ვართ. შენ ისეთი საშიში საიდუმლო ინფორმაცია იცი, რომ გაგანადგურებენ. ამიტომ, ენას კბილი დააჭირე და არავისთან არაფერი თქვა, ჩემი სიტყვების დასტურად კი, თბილისში ჩადი ამა და ამ მისამართზე, ეს ჩემი სათადარიგო სახლია და საიდუმლო სეიფში ორი ცალი ათკილოგრამიანი ზოდი დევს. ზოდებს საბჭოეთის ღერბი აქვს და 148 ცალი ასეთი ზოდი გადავმალეთ მე და კაკომ. ოქროს ხელი არ ახლო, რომ შემთხვევით არ დაიწვა, ან რად გინდა თან. იქ 100 ათასი მანეთიცაა და ნახევარი დატოვე, რომ როცა აქედან გამიყვან, სამოძრაო ფული მქონდეს, მეორე ნახევარი კი შენია.

ორგანიზაცია „სოიუზი“

საიდუმლო ორგანიზაცია „სოიუზის“ (კავშირი) შესახებ პირველი მწირი ცნობები 2006 წელს გამოჩნდა რუსულ პრესაში. შემდეგ კი მასზე უფრო ფართომასშტაბიანი ინფორმაცია გავრცელდა და ახლა უკვე მთელმა მსოფლიომ იცის, რომ სწორედ ამ ორგანიზაციამ გადამალა ეგრეთ წოდებული პარტიული ოქრო სხვადასხვა ადგილზე, რომ შემდგომ კვლავ ძველი მიზნებისთვის, საბჭოთა კავშირის აღდგენისთვის გამოეყენებინათ. საქმე კი ის იყო, რომ უკვე 1986 წელს, ანუ გორბაჩოვისეული „პერესტროიკის“ დაწყებიდან ერთი წლის თავზე, „კაგებეს“ ეგრეთ წოდებულმა „საბჭოთა პატრიოტთა“ ჯგუფმა უკვე ზუსტად იცოდა, რომ გორბაჩოვი ქვეყანას შლიდა და პარტიული ქონების გატანა დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ 1987 წელს საბჭოთა კავშირი საკმაოდ მყარად იდგა ფეხზე, „სოიუზელებმა“ გადაწყვიტეს, ხელი არ შეეშალათ ამ პროცესისთვის და მომავლისთვის დაეჭირათ თადარიგი. ერთ-ერთ საიდუმლო შეკრებაზე, რომელიც 1987 წლის იანვარში შედგა, „სოიუზის“ ერთ-ერთმა მთავარმა წევრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ივან მატიუშკინმა თანამოაზრეებს უთხრა:

– ჩვენ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია გორბაჩოვისა და შევარდნაძის ლიკვიდაცია და ამ პროცესის შენელება, მაგრამ მხოლოდ შენელება. საბჭოეთი მაინც დაიშლება და ჩვენ რომ ამ პროცესის ხელის შეშლას შევუდგეთ, შეიძლება, ქვეყანა ვეღარ აღდგეს. ამიტომ, პერესტროიკა, დაე, გაგრძელდეს, საბჭოთა კავშირი დაიშალოს და მართლა ამას ბევრი გლობალური მასშტაბის უბედურება მოჰყვება, მაგრამ, სწორედ ეს ფაქტი ითამაშებს უმთავრეს როლს ყოფილი საბჭოთა სივრცის აღდგენაში და მომავალში უფრო ძლიერი, სუპერმოდერნიზებული სივრცე გვექნება, რომელსაც უკვე ვეღარაფერი დაშლის.

მატიუშკინი 1993 წელს გარდაიცვალა მოსკოვში და დიდი პატივით დაკრძალეს. თუმცა, ამ პროცესს არც ერთი იმჟამინდელი მოქმედი ხელისუფალი არ დასწრებია. „სოიუზი“ 1986-1993 წლებში იყო სახელმწიფო სახელმწიფოში და სწორედ მათ შეუშალეს ხელი ამერიკელებს და მათ მოკავშირეებს რუსეთი მიწასთან რომ არ გაესწორებინათ. სწორედ ორგანიზაცია „სოიუზის“ მითითებით იქნენ დაპატიმრებულები კაკო ხვადაგიანი და ნოდარ კიკაბიძე. 

კორექტირებული გეგმა

1987 წლის 12 აპრილს კირილ პავლოვი თბილისში გადაფრინდა, 15 აპრილს კი უკან დაბრუნდა და ნოდარს უთხრა:

– დავრწმუნდი, რომ აბსოლუტურ სიმართლეს ამბობ. თანახმა ვარ, ვიჩალიჩოთ, მაგრამ ეს საქმე ძალიან დახვეწილად უნდა ჩავატაროთ, რომ თავები არ წაგვაცალონ.

– გეთანხმებით. აბა, გისმენთ.

– მოკლედ ასე, ნოდარ – მე ცოლი და ორი შვილი მყავს, შენც – ასევე. გეგმის პირველ ეტაპზე ჩვენი ცოლ-შვილი უნდა გავხიზნოთ უცხოეთში. ახლა ტურისტული ვოიაჟები ძალიან ადვილია და ჩვენებს საგზურებით გავუშვებთ ერთდროულად, შეიძლება, ერთადაც კი. შემდეგ შენ აქედან გაგიყვან და ისე მოვაწყობ, რომ ერთი კვირა ეს არავის ეცოდინება. შენ ამ პერიოდში ოქრო უნდა გაიტანო ქვეყნიდან, ჩემი გაქცევის ხაზი გაჭრა და ყველანი სამშვიდობოზე შევხვდებით ერთმანეთს.

– გეგმის პირველი ნაწილი კარგია, მეორე ნაწილის მეორე ნახევარი კი არ ვარგა. გამორიცხულია, რომ ტონა-ნახევარი ოქრო ერთდროულად გაიტანო ქვეყნიდან. ამიტომ, ჩვენს გეგმაში კორექტივები უნდა შევიდეს.

– რა კორექტივები?

– ოთხივემ გარეგნობები უნდა შევიცვალოთ.

– კონკრეტულად?

– ჯერ ჩვენმა ცოლებმა უნდა გაიკეთონ პლასტიკური ოპერაციები, შემდეგ კი მე და შენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, „კაგებე“ მიწიდან ამოგვთხრის.

– საიმედო ქირურგს იცნობ?

– კი. უცხოეთში მყავს ასეთი. მე და კაკოს ანალოგიური გეგმა გვქონდა შემუშავებული და თადარიგი წინასწარ დავიჭირეთ. უბრალოდ, მას ცოლ-შვილი არ ჰყავდა და მხოლოდ სამს გვიწევდა ოპერაციის გაკეთება.

– ბავშვები?

– ბავშვებს ისეთ საიმედო ადგილზე გადავმალავთ, რომ ოპერაცია არ დასჭირდებათ. 4-5 წელიწადში კი თავადვე, ბუნებრივად შეიცვლიან გარეგნობას.

– თანახმა ვარ. ახლა ვადები დავაზუსტოთ.

– ჯერ მოიცა. ახლა ოქროზე ვთქვათ: ერთ ჯერზე, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, ოთხი ზოდის, ანუ 40 კილოზე მეტის გატანა არ შეგვიძლია და ეს არცაა საჭირო. ამიტომ, ზოდები ნელ-ნელა უნდა ვზიდოთ.

– ვზიდოთ. ახლა თარიღზე მოვილაპარაკოთ.

– თარიღიც მოფიქრებული მაქვს. ჩვენები სამთვიანი მსოფლიო კრუიზით სოჭიდან გავლენ საოკეანო ლაინერით – 4 მაისს. 18 მაისს კი ისინი აი, ამ ქვეყანაში ჩავლენ და დაიმალებიან. 19 მაისს მე გავდივარ ციხიდან და 26-მდე ვაგვარებ გასასვლელი ხაზის ამბებს. 26-ში კი ღამით აი აქ, ვხვდებით ერთმანეთს და გავრბივართ.

– გასაგებია.

დიდი გაქცევა

ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა და კიკაბიძემ და პავლოვმა თავიანთი ოჯახები უცხოეთში გაიყვანეს. შემდეგ, 1987 წლის 19 მაისს, ვითომ და კარცერში ჩასმული ნოდარ კიკაბიძე, პოლკოვნიკმა პავლოვმა ზონიდან გააპარა. იმ პერიოდში „კაგებე“ ჯერ კიდევ თითქმის ყოვლისშემძლე იყო და მას „სოიუზი“ აკონტროლებდა. ამიტომ 30 მაისს, უშიშროების ანალიტიკურმა სამსახურმა დაასკვნა, რომ კიკაბიძე და პავლოვი შეთანხმებულები იყვნენ და ჯერ ოჯახები გააპარეს ქვეყნიდან, შემდეგ კი თავადაც გაიქცნენ. თუმცა, რაში იყო საქმე, მხოლოდ „სოიუზელი” გენერალი მატიუშკინი მიხვდა, რომელსაც იმ დროს „კაგებეში“ მაღალი თანამდებობა ეკავა. ამიტომ, სასწრაფოდ დაავალა ძებნის სამსახურს კიკაბიძისა და პავლოვის მოძებნა. 

ნოდარ კიკაბიძე და კირილ პავლოვი „კაგებემ“ ვერ იპოვა და დიდი ალბათობით მათ „ფეესბეც“ ეძებს. თუმცა, მათი აღმოჩენა ვერ მოხერხდა...

P.S. როგორც თანამედროვე მსოფლიო მედია იუწყება, საიდუმლო ორგანიზაცია „სოიუზი“ დღესაც ფუნქციონირებს. თუმცა, გავლენა შეუმცირდა, რადგან მისი წევრების დიდი ნაწილი ამჟამინდელი რუსეთის მმართველ ელიტაშია და უკვე ლეგალურად ახორციელებენ თავიანთ მიზნებს. 

 

скачать dle 11.3