კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

გოგაშვილი 

გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი – გოგა. მეცნიერთა ძირითადი ნაწილი მიიჩნევს, რომ გოგა მომდინარეობს გიორგისგან, ნაწილს კი მიაჩნია, რომ გოგი დამოუკიდებლად გაჩენილი სახელია და მისგან მომდინარეობს მოფერებით-კნინობითი სახელი გოგა. ასეა თუ ისე, გოგა ქართულ წიაღში გაჩენილი სახელია და მასზეა დაშენებული ქართველთა გვარი – გოგაშვილი. 

გოგა იხსენიება მოწმეთა შორის დაწერილ ფრაგმენტში მეთოთხმეტე-მეთხუთმეტე საუკუნეებში. 

„გოგა ლეონ მეფემ, სხვა ოცდაათ კომლთან ერთად, გაუთარხნა ქიზიყის ეპისკოპოს მაქსიმე ჩოლოყაშვილს და მის ძმას, ჭიაურთ მოურავ ზაალს“ (1566 წელი). 

„გოგაშვილი ოქრუა, ესტისს მცხოვრები, ვარაზა ბარათაშვილის მკვიდრი ყმა. ჰყავს ძმები: ივანა, ბერა და თევდორა. ვარაზა ბარათაშვილმა ის ძმებთან ერთად შესწირა სვეტიცხოველს“ (1690 წელი). 

საქართველოში 814 გოგაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 228, გურჯაანში – 123, სიღნაღში – 86. არიან სხვაგანაც. 

სეფიაშვილი 

გვარში ფუძედ გამოყენებულია სიტყვა სეფა. აქედან გვხვდება გვარები: სეფაშვილი, სეფედაური, სეფერთელაძე, სეფერიძე, სეფისკვერაძე, სეფიაშვილი. 

გვაქვს საკუთარი სახელები: სეფე, სეფედავლე, სეფია, სეფიყული, სეფო, სეფენია. 

მნიშვნელობით იტყვიან: სეფა – გრძელი კარავი, სეფე – სამეფო დარბაზი. 

ზემოთ აღნიშნულის გარდა, მეთხუთმეტე-მეთექვსმეტე საუკუნეებში მოიხსენიება გვარი სეფედავლესშვილი, სეფირყელი, სეფიყული, სეფიყულიბეგი, სეფოსშვილი, სეფონიასშვილი, სეფუაშვილი. 

სეფიაშვილები ძირითადად არიან ქართველები, ასევე, არიან ქართველი ებრაელებიც. 

საქართველოში 1 182 სეფიაშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 477, თბილისში – 268, დედოფლისწყაროში – 141. არიან სხვაგანაც. 

გვენეტაძე 

გვარში ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი გვენე. დაფიქსირებულია სვანეთში. 

ქართული გვარების საშენ მასალად ხშირადაა გამოყენებული ასო ტ. გვენეს დაემატა ასო ტ და მიღებული იქნა გვენეტაძე, ამავე ძირისაა გვარი გვეტაძე. 

ქართულ სამართლის ძეგლებში აღმოჩენილია სამი დოკუმენტი, რომლებიც შესაძლებლობას გვაძლევს, დავადგინოთ, თუ რომელი წლიდან მოიხსენიებიან გვენეტაძეები, სად ცხოვრობდნენ და როგორი სოციალური მდგომარეობის იყვნენ. 

„წყალწითელას მცხოვრებ როსტევანა გვენეტაძეს მართებს ბეგარა ორი ლიტრი სანთელი, ორი გვერდი ღომი, ერთი გვერდი პური, სამი კოკა ღვინო, ათი საკლავი, ორი ძღვენი“ (1570 წელი). 

„ხუცია გვენეტაძე მოწმეა კათალიკოს დავით ნემსაძის მიერ კანდელაკ ქავთარისათვის მიცემული ბიჭის წყალობის წიგნისა“ (1673-1696 წლები). 

1840-იან წლებში იმერეთში გვენეტაძეები ცხოვრობენ სოფლებში: დაბაძველი, ეწერი, მუხაყრუა, სუფოთი, სიმონეთი. 

ვარაუდით, გვენეტაძე და გვეტაძე ერთი და იგივე გვარი უნდა იყოს. მათ სოფლებში: ქუთაისში, ციხიასა და ჭოგნარში უნდა ეცხოვრათ. როცა იქიდან გასულან დასახლებულ სოფლებში, გვარში ინფიქსი ნ ჩაუმატებიათ. 

გვენეტაძეები სასულიერო პირები და საეკლესიო გლეხები იყვნენ. 

25 000-ზე მეტ გვარს შორის, გვენეტაძეებს 253-ე ადგილი უჭირავთ. 

საქართველოში 2 750 გვენეტაძე ცხოვრობს. ქუთაისში 817, ტყიბულში 671, თერჯოლაში 557. არიან სხვაგანაც.

პაჭკორია 

გვარის ფუძედაა გამოყენებული საკუთარი სახელი პაჭკორი, იგივე პაპაშჭკორი. მეგრულად ის მღვდლის ყმას ნიშნავს. არსებობს, ასევე, სახელები: პაჭიკა, პაჭიკო და ასე შემდეგ. 

საპაჭკორიო უბანია ციზეთში, ზემო ქვალონის საზღვართან. იქ პაჭკორიების ორიოდე კომლიღა დარჩა. ასევე, არის უბანი ხეცერაში, უმპიასა და უჩაღალს შუა, სადაც პირველმოსახლენი გიორგი გვათუა და კირიბა პაჭკორია ერთად მოსულან ხორშიდან. ხორშიდან შემდეგაც მოსულან პაჭკორიები. მათ „ნაეკოხონარ“ პაჭკორიებს ეძახიან. საპაჭკორიო არის, აგრეთვე, უბანი ბიაში, საცხვიტაოში, საადამიოში. ისტორიულად ყოფილ დასახლებულ უბანში – გამოღმა, პატარა ხორგაში, პაჭკორიებიც ყოფილან. 

ნაპაჭკორუ არის სახნავი, მდინარე აბაშის მარცხენა ნაპირას. 

1733 წელს შედგენილ ერთ საბუთში გვხვდება გვარი პააჭკორია. ამ გვარით მოიხსენიებიან „ხობის საცხომარიოს“ მცხოვრებლები – გიორგი პააჭკორია და მისი ძმისწული – მასტიშია. 

საარქივო მასალებით ირკვევა, რომ პაჭკორიებს ზანთაში უცხოვრიათ მეჩვიდმეტე საუკუნეში, ხოლო შემდეგ გადასულან საწულეისკიროში. 

საქართველოში არსებულ 25 000-ზე მეტ გვარში პაჭკორიას 736-ე ადგილი უჭირავს. 

ეს გვარი გვხვდება აბასთუმანში, ცაიშში, ლიაში, წალენჯიხაში, ინგირში, ეკში, ზემო ჭალადიდში, ახალსოფელში (ზუგდიდის რაიონი), ურთაში, ხორშში... 

საქართველოში 1 373 პაჭკორია ცხოვრობს: ზუგდიდში – 526, სენაკში – 181, ფოთში – 164. 

არიან სხვაგანაც.

ლაბაური

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი – ლაბა. ამავე ძირისაა გვარი ლაბაძე. ამ გვარიდან სიმონ ლაბაძე მოხსენიებულია კაცხის ტაძრის მეთერთმეტე საუკუნის წარწერაში.

ამავე ძირისაა გვარები: ლაბაიძე, ლაბაშია, ლაბახუა, ლაბუჩიძე, ლაფაური, ლაფაჩი, ლაფაჩიშვილი.

„ლაბაური იანვარა ცოლ-შვილით, მაგრამ უმამულოდ, უწყალობა ზურაბ ერისთავის შვილმა საამ კობიაშვილს, რომელმაც ამ წლებში მიართვა ზურაბს 41 მარჩილის ფეშქაში“ (1698 წელი).

„ბერი ლაბაური-მახისასშვილი შვილითა და მამულით, ბაინდურ ერისთავმა უწყალობა საამ კობიაშვილს“ (1700 წელი).

თუშეთიდან მთისწინეთში (იკოთი) გადასულებად ჩანან ლაბაურები. ლაბაურთა გვარიდან კი გამოსულნი არიან ჩიხაშვილები, რომლებიც ბაზალეთში, სოფელ ჩიხაანებში ცხოვრობდნენ. ორივე გვარი, ლაბაური და ჩიხაშვილი, საგურამოშიც ჩანს. 1781 წლის აღწერაში ლაბაურების წინაპრები ლაბაურიშვილებად არიან ჩაწერილები. იმავე აღწერიდან ირკვევა, რომ უფრო ადრე გვარის თავდაპირველი ფორმა ყოფილა ლაფაური.

საქართველოში 272 ლაბაური ცხოვრობს: მცხეთაში – 186, თბილისში – 69, დუშეთში – 6. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით 

 

скачать dle 11.3