კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უბრალოდ, დაუმატეთ წყალი!

შემოდგომისა და ზამთრის სეზონებზე კანი (როგორც სახის, ისე სხეულის) განსაკუთრებით განიცდის „წყურვილს“, რაც იწვევს სიმშრალესა და აქერცვლას. ეს პრობლემა რომ არ შეგექმნათ, გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

დერმატოლოგის რჩევა

ბუნებრივია, რომ, ზამთრის დადგომისთანავე, ბინებში ვრთავთ გამათბობლებს, რაც, თავისთავად, იწვევს ჰაერის გამოშრობას. ეს კი მაშინვე აისახება კანზე: ის კარგავს ელასტიკურობასა და ფერს, ჩნდება დაჭიმვის შეგრძნება და, ბოლოს, იწყებს აქერცვლას.

აქერცვლის საწინააღმდეგოდ საუკეთესოა ჰიდროკორტიზონის შემცველი კრემი, რომელიც დღეში ერთხელ უნდა წაისვათ სუფთა კანზე (გაითვალისწინეთ, რომ კრემში ჰიდროკორტიზონის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 0,5 პროცენტს). მკურნალობის ხანგრძლივობა ორი კვირაა. თუ აქერცვლა იმდენად ძლიერია, რომ დამატენიანებელმა საშუალებებმა არ გიშველათ, შეგიძლიათ, გამოიყენოთ დექსაპანთენოლის შემცველი პრეპარატები (ოღონდ, აუცილებლად დაეკითხეთ ექიმს). მკურნალობის ეს ფორმა განსაკუთრებით აქტუალურია მაშინ, თუ დაქვეითებულია ეპიდერმისის აღდგენის უნარი. პრეპარატი მიიფრქვიეთ პრობლემურ მონაკვეთებზე დღეში 3-4-ჯერ, 10 წუთის შემდეგ კი გაიწმინდეთ ბამბის ტამპონით.

კოსმეტოლოგის რჩევა

ხმარებიდან ამოიღეთ საპონი და ყველა ის საშუალება, რომლებსაც აწერია „ღრმა წმენდისთვის“. შეცვალეთ ისინი უფრო რბილი გამწმენდი საშუალებებით, რომლებიც არ იქნება დამზადებული სპირტზე, მაგალითად: კოსმეტიკური რძე, მუსი, ქაფი ან გელი მგრძნობიარე კანისთვის.

დაბანის შემდეგ სახე შეიმშრალეთ რბილი პირსახოცით, შემდეგ მსუბუქად გაიწმინდეთ ტონიკით და მაშინვე წაისვით დამატენიანებელი კრემი, რომ კანმა გამოშრობა ვერ მოასწროს. კრემი უნდა შეიცავდეს ცხიმოვან კომპონენტებს, რომლებიც ხელს უშლის ტენიანობის დაკარგვას. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სპირტზე დამზადებული საშუალებების გამოყენება; სამაგიეროდ, აუცილებელია დამცავი კრემი, რომელიც სახლიდან გასვლამდე ნახევარი საათით ადრე უნდა წაისვათ.

ვიზაჟისტის რჩევა

არ შეიძლება გაუწყლოებული (გამომშრალი) კანის მაკიაჟით „დატვირთვა“ – ამით უფრო გაირთულებთ მდგომარეობას. უმჯობესია, გამოიყენოთ თანამედროვე BB და CC კრემები. მათ აქვთ როგორც დამატენიანებელი, დამცავი და, ასევე, ტონალური ეფექტი, თანაც, კანი არ იტვირთება და არ მძიმდება. მოერიდეთ პუდრის გამოყენებას – ის აშრობს და ვიზუალურად აბერებს კანს. რეკომენდებული არ არის, აგრეთვე, სქელი კონსისტენციის მქონე ტონალური კრემები, რადგან, მათი წასმის შემდეგ სახე ნიღაბივით გამოიყურება. მაკიაჟის ბაზა ან პრაიმერი კი, პირიქით, ატენიანებს კანს და ქმნის კარგ საფუძველს ტონალური კრემის წასასმელად.

პროფესიონალი მსახიობები მაკიაჟს იშორებენ ჩვეულებრივი საბავშვო ან მცენარეული ზეთით – ის შესანიშნავად ხსნის ცხიმოვან ნაწილაკებს, მტვერსა და კოსმეტიკას, თანაც ისე, რომ არ აშრობს და აზიანებს კანს.

скачать dle 11.3