კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არის თუ არა შობის ვარსკვლავი ასტროლოგიის გამართლება

ზოგიერთი თანამედროვე ვარსკვლავთმრიცხველი სახარებისეულ შობის ვარსკვლავს ასტროლოგიის გამართლებად მიიჩნევს, რასაც დიდი გულმოდგინებით ავრცელებს ხალხში. როგორია ამის თაობაზე წმიდა ეკლესიის შეხედულება, წარმოგიდგენთ წმიდა იოანე ოქროპირის მიერ მათეს სახარების განმარტებას. ასევე, ამ საკითხის მეცნიერულ ახსნას, რომელსაც ეკლესია არ უარყოფს.

***

ქრისტეშობისას ვარსკვლავის გამოჩინება ზოგიერთისთვის ვართსკვლავთმრიცხველობის ჭეშმარიტების დასტურია. ამგვარი აზრი ეშმაკის შთაგონებით ჩნდება. თუ ქრისტე ვარსკვლავთმრიცხველთა წესის თანახმად იშვა, მაშინ, რატომ ამხილა ისინი წინასწარმეტყველთა პირით და რისთვის უწოდა მათ საცდური და სიცრუე.

„აბა, წარდგნენ ცათა მზომელნი, ვარსკვლავთმჭვრეტელნი, ახალ მთვარეთა მცნობელნი და გახსნან მოწევნადისაგან! აჰა ჩალასავით არიან, ცეცხლმა გადაბუგა ისინი, საკუთარი თავიც ვერ იხსნეს ალისაგან; ნაკვერჩხალიც არ დარჩა გასათბობად, არც ცეცხლი მას წინ დასაჯდომად“ (ისაია 47, 13-14). განა ციური მნათობები ღმერთმა არ გააჩინა? ან მისი ბრძანებით არ მოძრაობენ ეს უკანასკნელნი? თუ ყველაფერს ვარსკვლავები წყვეტენ, მაშინ არც კაცის მკვლელს მოეკითხება დანაშაული, არც მეძავს – სიძვა. თუკი ცოდვაც და სათნოებაც ცის მნათობთა მიერაა განსაზღვრული, მაშ, როგორაა, რომ ადამიანმა შეიძლება, ხანგრძლივად სცოდოს და სიცოცხლის მიწურულს მიიდრიკოს სანთოებისკენ, ან პირიქით – მრავალ კეთილ საქმეთა აღმასრულებელი ბოლოს ცოდვაში ჩავარდეს? როგორ ხდება, რომ ერთი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ შეიძლება იშვას მეფეცა და მაცხოვარიც?

რაც შეეხება ვარსკვლავს, რომელმაც მოგვებს უმეგზურა, იგი ჩვეულებრივი არ იყო. მნათობები აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მოძრაობენ, ხოლო ის ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადაადგილდებოდა. ვინაიდან სპარსეთი, საიდანაც მოგვები მოემართებოდნენ და პალესტინა, ერთმანეთის მიმართ სწორედ ამგვარადაა განლაგებული. საკვირველი ვარსკვლავი დღისით, მზის ბრწყინვალების დროს ჩნდებოდა ხოლმე, რაც ჩვეულებრივი ვარსკვლავისთვის შეუძლებელია. საოცარია ისიც, რომ მნათობი სპარსეთიდან პალესტინამდე მგზავრობისას ჩანდა, ხოლო იერუსალიმში შესვლისას კი – არა. როცა საჭირო იყო, ჩნდებოდა, როცა არა – თვალს ეფარებოდა; საჭიროება მოითხოვდა – მოძრაობდა, და თუ – არა, ადგილზე დგებოდა. ეს ვარსკვლავი თავს დაადგა გამოქვაბულს, რითაც ზუსტად მიუთითა საკვირველი ყრმის შობის ადგილი. ამრიგად, ეს ვარსკვლავი კი არა, სახეცვლილი გონიერი ძალა (ესე იგი ანგელოზი) იყო. ღმერთმა წარმართთაგან ყველაზე ურჯულონი, ვარსკვლავთმრიცხველი მოგვები არჩია ამ საქმისათვის, რითაც ებრაელები ამხილა, ვინაიდან მათ, ჭეშმარიტი რჯულის მიმდევრებს, უპირველესად, უნდა ეცნოთ ღმერთი.

***

ამ მოვლენის მეცნიერულ ახსნას გვთავაზობს ცნობილი ასტრონომი იოჰანეს კეპლერი. ის ამტკიცებდა, რომ მოგვების მიერ დანახული ვარსკვლავი შეიქმნა ყველაზე კაშკაშა პლანეტების – იუპიტერისა და სატურნის ერთ წერტილში იშვიათი დამთხვევის შედეგად. თავისი გამოთვლები კეპლერმა იმაზე დააფუძნა, რომ 1603 წლის 17 დეკემბერს ამ ორი პლანეტის მსგავსი დამთხვევა მოხდა, ხოლო შემდეგ გაზაფხულს მათ მესამე პლანეტა – მარსი შეუერთდა. კეპლერის გამოთვლების თანახმად, თევზების თანავარსკვლავედში პლანეტების – იუპიტერისა და სატურნის ასეთივე დამთხვევა უნდა მომხდარიყო რომის დაარსებიდან 747 წელს, ხოლო შემდეგ 748 წელს (ანუ დაახლოებით მაშინ, როცა იშვა იესო ქრისტე), ამ პლანეტებს უნდა შეერთებოდა ასევე მარსიც. ვინაიდან ვარსკვლავი, რომელიც მოგვებმა სამშობლოში იხილეს, გაუჩინარდა მათი მგზავრობისას და კვლავ გამოჩნდა, როდესაც ისინი იერუსალიმიდან ბეთლემში მიდიოდნენ. ეს კი ქრონოლოგიურად, ზუსტად ემთხვევა მარსის შეერთების ჟამს. ეს ციური მოვლენა ასტრონომიაში ცნობილია სახელწოდებით „პლანეტების შეერთება“.

აღსანიშნავია, რომ ეკლესია არ უარყოფს ამ უცნაური მოვლენის სხვადასხვაგვარ განმარტებას. შობის ვარსკვლავი კი არის სიმბოლო იმისა, რომ უფალთან კერპთაყვანისმცემლები მიდიან, მიდიან სხვადასხვა ერის შვილები და დღესაც შობის ვარსკვლავი მოუწოდებს თანამედროვე კაცობრიობას, მივიდეთ ქრისტესთან და თაყვანი ვსცეთ მას.

 

 

скачать dle 11.3