კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოქმედებს ალკოჰოლი მამაკაცის სქესობრივ ლტოლვაზე

როგორ მოქმედებს ალკოჰოლი მამაკაცის სქესობრივ ლტოლვაზე

ალკოჰოლი ქალსა და მამაკაცში სექსუალური ლტოლვის შესუსტებას იწვევს. ღვინო და სექსი ერთად ძალიან მავნებელი „ტანდემია”.

სექსოლოგიაში ცნობილია, რომ ჭარბი დოზით მიღებული ალკოჰოლი მამაკაცებში უარყოფითად მოქმედებს სქესობრივ ლტოლვაზე, ერექციაზე. სპირტიანი სასმელების ხშირმა და ჭარბად მიღებამ, შეიძლება, ცვლილებები გამოიწვიოს მამაკაცის სასქესო ჯირკვლებშიც და უარყოფითად იმოქმედოს შთამომავლობაზე.

ქრონიკული ალკოჰოლური ინტოქსიკაცია ჯანმრთელ მამაკაცებში სათესლე ჯირკვლების ჰორმონული ფუნქციის დაქვეითებას იწვევს.

მამაკაცის ორგანიზმში სასქესო ჰორმონების მაქსიმალური გამომუშავება 26-დან 36 წლამდე ასაკში ხდება, შემდეგ მათი რაოდენობა თანდათან მცირდება. ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებლებში მსგავსი ცვლილებები უფრო ახალგაზრდა ასაკში იწყება.

კვლევით დადგენილია, რომ ჭკუასუსტი და დაუნის სინდრომით დატანჯული ადამიანების დიდი ნაწილი დღესასწაულების დღეებშია ჩასახული, ანუ, იმ პერიოდში, როცა ადამიანი ალკოჰოლიანი სასმლის გადაჭარბებულ დოზას იღებს.

 

ცივ სეზონზე ორგანიზმს გამყარება სჭირდება

ცივ სეზონზე, განსაკუთრებით კი ზამთარში, ორგანიზმის ბუნებრივ ძალებს გამყარება სჭირდება. თუ იმუნური თავდაცვისთვის მას საკუთარი ინტერფერონი არ ჰყოფნის, შეიძლება მისი დამატებით უზრუნველყოფა. აუცილებელია, პროცესის სწორად წარმართვა, რათა ვირუსებმა საკმაოდ ღრმად არ შეაღწიოს ორგანიზმში და მთელი რიგი პრობლემები არ წარმოქმნას. C ვიტამინი ხელს უწყობს ინტერფერონის გამომუშავებას და ნიორი, ხახვი და ლიმონი ამაში ნამდვილად დაგეხმარებათ. ნიორი და ხახვი, C ვიტამინის გარდა, დიდი რაოდენობით შეიცავს ბაქტერიოციდულ ეთერზეთებს. მიკრობებს მისი სპეციფიკური სუნის „ეშინიათ“. საკმარისია ნივრის შეყნოსვა, რომ ვირუსი უკან იხევს.

A ვიტამინი ლორწოვანი გარსის აღდგენას და იმუნური სისტემის გაძლიერებას უზრუნველყოფს.

იმისთვის, რომ დააჩქაროთ ორგანიზმიდან მიკრობების გამოდევნა, უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე, სასურველია მასში ლიმონის დამატება.

რინოვირუსები ბინადრობენ თვალებსა და ცხვირის ლორწოვანაში, პირის ღრუში კი არცთუ კარგად გრძნობენ თავს. ისინი ხელისგულებშიც გროვდებიან. ამიტომ, ხელით თვალების მოსრესა ან ცხვირზე ხელის მოკიდება მიზანშეწონილი არ არის. ის ნივთები კი, რომელსაც სურდოიანი ადამიანი ხელით ეხება, სპირტით უნდა გაწმინდოთ.

სურდო არ ხვდება მას, ვინც დღეში ორ გრამ  C ვიტამინს იღებს და ბევრ ხილ-ბოსტნეულს ჭამს.

თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, 1 ჩაის ჭიქა წყალში გახსენით 3 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი, 2 ჩაის კოვზი თაფლი და ყელში გამოივლეთ. გაიკეთეთ ნივრის ინჰალაცია: დანაყილი სამი კბილი ნიორი მოათავსეთ დოლბანდზე და ხუთი წუთი ისუნთქეთ მისი მძაფრი არომატი.

 

რომელი ვიტამინია აუცილებელი სიცოცხლის გასახანგრძლივებლად

სიცოცხლის გასახანგრძლივებლად აუცილებელია, ორგანიზმი მომარაგებული იყოს რიბოფლავინის, ანუ, B2 და თიამინის, ანუ, B1 ვიტამინების საჭირო რაოდენობით. რიბოფლავინი საჭიროა იმისთვის, რომ კანი ჯანმრთელი და გადატკეცილი იყოს. ეს ვიტამინი აუცილებელია კარგი მხედველობისთვის. თვალების ანთების დროს მიიღეთ სამი მილიგრამი რიბოფლავინი, დღეში სამჯერ, ჭამის წინ. ხშირად ხდება, რომ ადამიანი მოიხმარს რიბოფლავინის შემცველ ბევრ პროდუქტს, მაგრამ, მაინც განიცდის ამ ვიტამინის დეფიციტს. ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს. მაგალითად, ეს ვიტამინი ძალიან მგრძნობიარეა სინათლის მიმართ. თუ რძეს ინახავთ შუშის ჭურჭელში, სინათლეზე ის კარგავს რიბოფლავინის მნიშვნელოვან რაოდენობას. ზოგჯერ B2 ვიტამინის უკმარისობა წარმოიქმნება იმის გამო, რომ ორგანიზმი არ შეითვისებს ან ცუდად შეითვისებს მის რომელიმე პროდუქტს.

რიბოფლავინის დეფიციტი იწვევს საჭმლის მონელებისა და ნერვული სისტემის აშლილობას, ქრონიკულ კოლიტსა და გასტრიტს. ასევე, სისუსტეს, კანის სხვადასხვა დაავადებას. აქვეითებს წინააღმდეგობის გაწევის უნარს დაავადების მიმართ. B2 ვიტამინის ძირითადი საკვები წყაროებია: კომბოსტო, ახალი ბარდა, ვაშლი, ნუში, მწვანე ლობიო, პომიდორი, თალგამი, ხორბალი, ლუდის საფუარი, ღვიძლი, საქონლის ხორცი, რძე და რძის პროდუქტები.

თიამინი, ანუ B1 ვიტამინი, განსაკუთრებით საჭიროა ორგანიზმისთვის როგორც რიბოფლავინის თანამგზავრი, რადგან, B ჯგუფის ყველა ვიტამინი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. ერთ-ერთი მათგანის მიღებით თქვენ ზრდით ორგანიზმის მოთხოვნილებას დანარჩენზე. თუ ორგანიზმს არ ჰყოფნის B ჯგუფის ერთ-ერთი ვიტამინი, კვების რაციონში ჩართეთ ლუდის საფუარი. თიამინი აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ამ ვიტამინის დეფიციტის დროს წარმოიქმნება ნერვული სისტემის აშლილობის სხვადასხვა ნიშანი, მაგალითად, პოლინევრიტი.

თუ გაწუხებთ საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები, გაქვთ გაუვალობა, ეს არის B1 ვიტამინის არასაკმარისი შემცველობის სიმპტომი. მიირთვით დაცეხვილი ხორბლის პური ან დაუფქვავი ბურღულის ფაფები. ასევე, B1 ვიტამინის ძირითადი წყაროებია: ჭვავი, შვრია, ლობიო, სატაცური, კარტოფილი, ღვიძლი, ქატო.

 

ინფექციური ნევრიტი გართულებული გრიპის შედეგია

სახის ნერვის ნევრიტი ყველაზე ხშირად გრიპის შემდეგ ვითარდება, რაშიც გარკვეულ როლს ასრულებს თავის ქალის ძვლოვანი არხის თანდაყოლილი ანომალია, მისი სივიწროვე, ასევე, ვენური შეგუბება.

სახის ნერვის ანთება ზოგჯერ მეორეულად ვითარდება შუა ყურისა და საფეთქლის ძვლის ანთების, თავის ქალის ფუძის მოტეხილობის ან სხვაგვარი ტრავმის, პაროტიტის, ანუ ყბაყურა ჯირკვლის ანთების, ქვედა ყბის ძვლის ანთების, ტუბერკულოზური ლიმფადენტის, ანუ, ლიმფური ჯირკვლების ანთების, რევმატიზმის, წითელი ქარის ფონზე. სახე ამ დროს ასიმეტრიულია, გამოხატულია მიმიკური კუნთების დამბლა ან პარეზი სახის ნახევარზე. დამბლის მხარეს სახე ნიღბისმიერია, წარბი – დაშვებული, ქუთუთო დახამხამების უნარს კარგავს, ძილის დროს თვალი არ იხუჭება. ეს უფრო აშკარა ხდება ღიმილის დროს. ავადმყოფს უჭირს ბაგისმიერი ბგერების წარმოთქმა.

ინფექციური ნევრიტის დროს აუცილებელია ანთების საწინააღმდეგო თერაპია ანტიბიოტიკებით, სალიცილატებით, B ჯგუფის ვიტამინებით. ინიშნება მინისებრი სხეული, იოდის პრეპარატები. მწვავე პერიოდში კი მკურნალობენ ულტრამაღალი სიხშირის დენით ან კვარცით. კარგ შედეგს იძლევა პარაფინისა და ტალახის აპლიკაციები. ერთი კვირის შემდეგ კი ავადმყოფს ენიშნება იონოგალვანიზაცია ქლორიანი კალციუმით; ასევე, საჭიროა მასაჟიც. მედიკამენტურ თერაპიასთან ერთად, დიდი მნიშვნელობა აქვს ფიზიოთერაპიულ პროცედურებს.

მხედველობადაქვეითებულმა ადამიანმა ნიგოზი და ჭარხალი ყოველდღიურად უნდა ჭამოს 

მხედველობადაქვეითებულმა ადამიანებმა ყოველდღიურ რაციონში აუცილებლად უნდა ჩართონ ის საკვები, რომლებიც თვალებს სჭირდება:

* გოგრა შეიცავს დასუსტებული თვალებისთვის აუცილებელ ნივთიერებას – კაროტინს. მისი დამატება აუცილებელია სუპებსა და პიურეებში, ასევე, სასარგებლოა გოგრის სალათა.

* გარგარი, ცოცხალი ნაყოფი იქნება ეს, წვენი თუ ჩირი, დადებითად მოქმედებს თვალის სისხლძარღვებზე.

* სასარგებლოა შავი ქლიავი ნებისმიერი სახით.

* შვრიისა და წიწიბურას ფაფები განსაკუთრებით მდიდარია ვიტამინებით, რომლებიც კარგად შეითვისება ორგანიზმის მიერ და აუცილებელია თვალებისთვის.

* თევზის ქონი განსაკუთრებით საჭირო და აუცილებელია მათთვის, ვისაც თვალის დაავადებები აწუხებს. მიიღეთ ის წელიწადში ერთხელ, ერთი კვირის განმავლობაში, ძილის წინ, თითო ჩაის კოვზი.

* ნიგოზი, მზესუმზირა და გოგრის თესლი შეიცავს დიდი რაოდენობით თუთიას, რაც თვალისთვის მეტად საჭირო ნივთიერებაა.

*ასევე, ყოველდღე უნდა მიირთვათ მოხარშული ჭარხალი ან დალიოთ მისი წვენი, დღეში 30 მილილიტრის ოდენობით.

 

დეპრესიასა და სტრესს

ლიმონით აიცილებთ

იმისთვის, რომ სტრესი და დეპრესია აიცილოთ თავიდან, საკუთარი ქმედებები უნდა აკონტროლოთ და ქვემოთ მოცემული რჩევები გაითვალისწინოთ. კერძოდ:

*შეამცირეთ ყავისა და სპირტიანი სასმელების დოზა. მათი დიდი რაოდენობით მიღება გუნება-განწყობაზე უარყოფითად აისახება. სადილის შემდეგ მიირთვით ყურძნის ნატურალური წვენი – ის კარგი მატონიზებელი საშუალებაა. 

*ამინომჟავა ტროპტოფანი განწყობაზე დადებითად მოქმედებს. ამ ნივთიერებებს დიდი რაოდენობით შეიცავს ფრინველის ხორცი, თევზეული, კვერცხი, ნიგოზი, ნუში, ხაჭო და ბანანი.

*ყოველ დილით ივარჯიშეთ, რათა მთელი დღე მხნედ იგრძნოთ თავი.

ასევე, გუნება-განწყობის გამოსასწორებლად, მიირთვით ერთი ნაჭერი ლიმონი (კანიანად). ლიმონის ცედრაში შემავალ ეთერზეთს საოცარი მატონიზებელი უნარი გააჩნია.

 

როგორ დავიმშვიდოთ აფორიაქებული გული

მცენარე ბარამბო ხალხურ მედიცინაში იხმარება როგორც საგულე, შარდმდენი, ტკივილგამაყუჩებელი, მუცლის შებერვის, ღებინებისა და კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალება. ასევე, ის რეკომენდებულია უძილობის, მომატებული სქესობრივი აღგზნების, კუჭის ნევროზების, გულის არეში ტკივილის, ტაქიკარდიის შეტევების, ქოშინის დროს. ბარამბოს ნაყენი დაბლა სწევს წნევას.

ბარამბოს ფოთოლს ახასიათებს მიკრობსაწინააღმდეგო მოქმედებაც. იყენებენ გამოსავლებად პირის ღრუში და ღრძილების ანთებითი პროცესების დროს.

ბარამბო შეიცავს ჰერანოლს, ეთეროვან ზეთს, C ვიტამინს, კაროტინს, მთრიმლავ ნივთიერებებს. მისი თესლი კი შეიცავს ცხიმოვან ზეთს.

ბარამბო აფთიაქში უნდა შეიძინოთ და შემდეგი წესით მოამზადოთ მისი სამკურნალო ნაყენი:

100 გრამ დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 6 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე ნახევარი საათი. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ დილა-საღამოს, ჭამის წინ ნახევარ-ნახევარი ჩაის ჭიქა.

скачать dle 11.3