კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

2013 წლის მილიარდერების ტოპ-ათეული

ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაცია Wealth-X-მა 2013 წლის ბოლოს ამერიკელი მილიარდერების ტოპ-ათეულის პრეზენტაცია მოაწყო, რომლის სათავეში ცნობილი ფილანტროპი და ინვესტორი უორენ ბაფეტი მოექცა. კვლევის თანახმად კი მილიარდერების უმეტესობამ  2013 წელს საკუთარი კაპიტალი IT სეგმენტის ხარჯზე გაზარდა.

უორენ ბაფეტი

ინვესტორმა და საინვესტიციო კომპანია „ბერკშაირ ჰეთევეის” მფლობელმა უორენ ბაფეტმა 2013 წელს 12,7 მილიარდი ამერიკული დოლარი გამოიმუშავა და საკუთარი კაპიტალი 72,6 მილიარდ დოლარამდე გაზარდა.

ბილ გეითსი

„მაიკროსოფტის” დამაარსებელმა და ქველმოქმედმა ბილ გეითსმა თავისი კაპიტალი 11,5 მილიარდი ამერიკული დოლარით გაზარდა და 72,6 მილიარდი დოლარით ბაფეტს გაუტოლდა.

შელდონ ადელსონი

Wealth-X-ის ვერსიით, სამორინეების ქსელის მფლობელი შელდონ ადელსონი 2013 წელს გამომუშავებული თანხით მესამე პოზიციაზე განთავსდა.  მისი ქონება 11,4 მილიარდი დოლარით გაიზარდა და საერთო ჯამში 23,9 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ჯეფ ბეზოსი

საქართველოში პოპულარული ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონის” მფლობელმა ჯეფ ბეზოსიმ 11,3 მილიარდი დოლარით გაზარდა თავისი კაპიტალი და ამჟამად 34,4-მილიარდიან ქონებას ფლობს.

მარკ ცუკერბერგი

„ფეისბუქის” ავტორმა 2013 წელს 10,5 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა და ამჟამად პლანეტის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი 24,7- მილიარდიანი კაპიტალის მფლობელია.

მასაიოში სანი

იაპონური მობილური ოპერატორის – „სოფტბანკის” დამფუძნებელმა მასაიოში სანმა 10,3 მილიარდი დოლარის აკუმულირება მოახდინა და ამჟამად 19,1 მილიარდიან კაპიტალს განაგებს.

სერგეი ბრინი

 „გუგლის” აქციონერმა სერგეი ბრინმა 2013 წელს 10 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა და ამჟამად 30-მილიარდიან კაპიტალს ფლობს.

ლარი პეიჯი

„გუგლის” კიდევ ერთმა აქციონერმა, ლარი პეიჯმა, ასევე მნიშვნელოვნად გაზარდა საკუთარი კაპიტალი და, ბოლო მონაცემებით, 29,9-მილიარდიანი კაპიტალის მფლობელი გახდა.

ლუი ჩენ ვუ

2013 წლის ბოლო მონაცემებით, კორეელი ლუი ჩენ ვუს კაპიტალმა 19,6 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა.

კარლ აიკანი

ამერიკელმა კარლ აიკანმა თავისი კაპიტალის გაზრდა 2013 წელს 7,2 მილიარდი დოლარით მოახერხა და ამჟამად 22,1-მილიარდიან კაპიტალს ფლობს.

скачать dle 11.3