კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით არიან დაკავებული ფეხბურთის ვარსკვლავები კარიერის დასრულების შემდეგ

ფეხბურთის ვარსკვლავები, კარიერის დასრულების შემდეგ საფეხბურთო სისტემაში არ რჩებიან და ხშირად უჩინარდებიან. მათ შესახებ ნაკლებად მოიპოვება ინფორმაცია. დღეს სწორედ ასეთი ვარსკვლავების შესახებ მოგაწვდით ცნობებს.

გაბრიელ ბატისტუტა

მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო თავდამსხმელმა, არგენტინელმა „ბატიგოლიმ” სპორტული კარიერა 2005 წელს დაასრულა და მისი უკანასკნელი კლუბი ყატარული „ალ არაბი” იყო. თუმცა, სახელი ბატისტუტამ „ფიორენტინასა” და „რომაში” გაითქვა. ის ასევე, არგენტინის ნაკრების უპირობო ლიდერი იყო, რომლის შემადგენლობაში ჩატარებულ 78 მატჩში 56 გოლი გაიტანა. კარიერის დასრულების შემდეგ ბატისტუტა საცხოვრებლად ავსტრალიაში, ქალაქ პერტში გადავიდა, სადაც ორი წელი გოლფს თამაშობდა და ისვენებდა. 2007 წელს „ბატიგოლი” სამშობლოში დაბრუნდა, წამოიწყო სამშენებლო ბიზნესი და დაიწყო სამწვრთნელო კურსებზე სწავლა. 2011 წლიდან ბატისტუტა არგენტინულ კლუბ „კოლონში” მოეწყო სამუშაოდ, სადაც ორი წელი გაატარა და ამჟამად მისი სურვილია, სამწვრთნელო მუშაობას შეუდგეს ევროპაში.

რობერტო ბაჯო

„ცხენის კუდად” წოდებული ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი რობერტო ბაჯო „ინტერის”, „მილანის”, „იუვენტუსის” და სხვა იტალიური კლუბების ქომაგებს ახარებდა თავისი ფენომენალური თამაშით. ბაჯომ კარიერა 2004 წელს დაასრულა „ბრეშაში” და გარკვეული ხნით  ფეხბურთს ჩამოშორდა. ბაჯომ მუშაობა გაეროში დაიწყო და კეთილი ნების ელჩი გახდა. 2010 წელს 6-წლიანი პაუზის შემდეგ, ბაჯო ფეხბურთში დაბრუნდა. ის იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ დირექტორად დაინიშნა და მისი პირდაპირი მოვალეობა ახალგაზრდა ტალანტების მოძიება გახდა. 2012 წელს რობერტო ბაჯომ წარმატებით ჩააბარა სამწვრთნელო გამოცდები და ამჟამად მას მთავარ მწვრთნელად მუშაობა შეეძლება სერია A-ს ნებისმიერ კლუბში.

ლუიშ ფიგუ

ლუიშ ფიგუმ თავისი კარიერის საუკეთესო წლები მსოფლიოს ტოპ-კლუბებში „ბარსელონაში”, „რეალსა” და „ინტერში” გაატარა. აქტიური სპორტული კარიერა ფიგუმ 2009 წელს დაასრულა და მას შემდეგ ჩრდილში მოექცა. ახლა ფიგუ „ინტერის” ელჩი გახდა მსოფლიოში და ასევე, სხვადასხვა პროექტის მონაწილე, რომელთაც „ფიფა” და „უეფა” ერთად მართავენ. სამშობლოში ფიგუმ ელიტური ბარ-რესტორანი გახსნა, ასევე გახდა სპორტსმენებისთვის განკუთვნილი სოციალური ქსელის „Network 90-ის” თანაავტორი. საფეხბურთო სამყაროში ფიგუს „საფეხბურთო ცუკერბერგსაც” კი უწოდებენ.

პატრიკ კლუივერტი

2013 წლამდე „ბარსელონას” და „აიაქსის” ვარსკვლავი, ჰოლანდიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირად ითვლებოდა, სანამ მისი რეკორდი რობინ ვან პერსიმ არ დაამხო. ოფიციალურად კლუივერტმა კარიერა 2008 წელს დაასრულა, თუმცა რეალურად, დიდი ფეხბურთიდან 2004 წელს წავიდა, როცა „ბარსელონასთან” კონტრაქტი დაუმთავრდა. კარიერის დასრულების შემდეგ კლუივერტმა სამწვრთნელო განათლების მიღება დაიწყო და 2008-2009 წლების სეზონში „ალკმაარის” მწვრთნელის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა. ამჟამად მსოფლიოს ერთ დროს საუკეთესო თავდამსხმელი ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლუი ვან გაალის ასისტენტია და მას მოახლოებულ მუნდიალზე ვიხილავთ ბრაზილიაში.

დავორ შუკერი

ხორვატი დავორ შუკერი 1990-იანი წლების ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ვარსკვლავური თავდამსხმელი იყო, რომელმაც ხორვატიის ნაკრებთან ერთად ფურორი მოახდინა საფრანგეთის მსოფლიო ჩემპიონატზე, ხოლო „რეალთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. სპორტული კარიერა შუკერმა 2003 წელს დაასრულა „მიუნჰენ 1860-ში” და მას შემდეგ რაღაც პერიოდი, ფეხბურთის გარეშე ცხოვრობდა. თუმცა, გულმა მაინც ვერ მოუთმინა და მშობლიურ ზაგრებში ბავშვთა საფეხბურთო აკადემია გახსნა, რომელიც ბალკანეთში ერთ-ერთი საუკეთესოა. დავორ შუკერი ამჟამად ხორვატიის ფეხბურთის კავშირის პრეზიდენტია.

скачать dle 11.3