კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„მუნდიალ 2014-ის” მონეტები

„მუნდიალ 2014-ის”

მონეტები

ბრაზილიის ცენტრალურმა ბანკმა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მონეტების სპეციალური სერიის მოჭრა გადაწყვიტა. ოქროს მონეტაზე, რომელზეც მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლო – ფულეკო იქნება გამოსახული, გამარჯვებულ ნაკრებს გადასცემენ. სულ კი ბანკის მიერ მოიჭრება 12-20 ათასი ცალი მონეტა, 5 და 10 რეალის ნომინალით. მონეტებზე გამოსახული იქნება ფულეკო, მსოფლიოს რუკა და  ბრაზილიის ის 12 ქალაქი, რომლებიც უმასპინძლებენ მუნდიალს. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს 2014 წლის 12 ივნისს აიღებს და 12 ივლისს დასრულდება.

 

„რაიო ვალეკანოს” ყველაზე ცნობილი ქომაგი

გარდა იმისა, რომ 25 წლის კრისტინა პედროჩე წარმატებული მოდელი და ტელეწამყვანია, ის ფეხბურთის დიდი ქომაგია, თანაც, არა რომელიმე გრანდის, არამედ, მოკრძალებული „რაიო ვალეკანოს” გულშემატკივარია – კლუბის, რომელიც არაფრით გამოირჩევა ესპანეთის ჩემპიონატში. კრისტინა ხშირად პოზირებს ცნობილი პრიალა ჟურნალებისთვის. ის რამდენჯერმე მოხვდა ჟურნალ FHM-ის გარეკანზე გულახდილ სამოსში გამოწყობილი. წარსულში კრისტინა მადრიდის „რეალის” ერთ-ერთ ფეხბურთელს ხვდებოდა, თუმცა, რომანის დასრულების შემდეგ, კრისტინამ გადაწყვიტა, აღარ დაეჭირა მხარი მადრიდული გრანდისთვის და დედაქალაქის ყველაზე მოკრძალებული კლუბის – „რაიო ვალეკანოს” ქომაგი გახდა.

 

ჯორდანი სახლს ვერ ყიდის

მაიკლ ჯორდანის სახლის გაყიდვა კვლავ გაჭიანურდა. „დეილი მეილის” ცნობით, ჯერ კიდევ არ მოიძებნა მყიდველი, რომელიც ლეგენდარული კალათბურთელის სახლში 13 მილიონ დოლარს გადაიხდის. ჯორდანი 2012 წლის დასაწყისიდან ყიდის სახლს. თავდაპირველად ის 29 მილიონ დოლარად აფასებდა ილინოისის შტატში, ჰაილენდ პარკში მდებარე უზარმაზარ სახლს, რომელიც 3 ათას კვადრატულ მეტრზეა გაშენებული. სახლი შედგება 9 საძინებლის, 15 აბაზანა-საპირფარეშოს, 5 ბუხრის, სპორტული დარბაზისა და ღვინის სარდაფისგან; აღჭურვილია საკალათბურთო დარბაზით, ჩოგბურთის კორტით, აუზით, გოლფის მოედნითა და 15 ავტომობილზე გათვლილი ავტოფარეხით. ვარაუდობენ, რომ მაიკლ ჯორდანი 2014 წელს კვლავ დააპირებს სახლის გაყიდვას და, შესაძლოა, ფასიც დააკლოს.

скачать dle 11.3