კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ლანჩანოს სასწაული

ქრისტეშობიდან მერვე საუკუნეში იტალიის ერთ-ერთ ძველ ქალაქში, სან-ლუგონციაში ევქარისტიის საიდუმლო სრულდებოდა. მაგრამ ერთ მღვდელმსახურს, რომელიც იმ დღეს ლიტურგიას აღასრულებდა, უეცრად ეჭვი გაუჩნდა, მართლა ხდებოდა თუ არა პურისა და ღვინის მაცხოვრის სისხლად და ხორცად გადაქცევა. ქრონიკებმა არ შემოგვინახა ამ მღვდელმონაზვნის სახელი, მაგრამ მის გულში ჩასახული ეჭვი გახდა საბაბი ევქარისტიული სასწაულისა, რომელიც დღემდე გამოუცნობია.

მღვდელი ეჭვების გაფანტვას ცდილობდა, მაგრამ დაჟინებით უკან უბრუნდებოდა. შიშით წარმოთქვამდა ევქარისტიული კანონის სიტყვებს,  მაგრამ ეჭვები ისევ სტანჯავდა. რა თქმა უნდა, მას, სამსხვერპლო ტარიგს, შეეძლო თავისი ძალაუფლებით ღვინო სისხლად ექცია, პური კი – ხორცად. მას ყველაფერი შეეძლო, მამაზეციერის ნებით იყო ამქვეყნად მოვლენილი, მაგრამ ის უკვე დიდი ხანია, დაგვშორდა, დატოვა ეს ცოდვილი სოფელი. ნუგეშად კი დაგვიტოვა წმიდა სიტყვები და თავისი ლოცვა-კურთხევა... მაგრამ, ნუთუ, თავისი სისხლი და ხორციც? ნუთუ ეს შესაძლებელია? განა წმიდა ევქარისტია მხოლოდ წეს-ჩვეულება არ არის? – გულმოდგინედ ცდილობდა მღვდელი საკუთარ სულში მშვიდობისა და რწმენის აღდგენას. ლოცვის სიტყვებთან ერთად, მან გატეხა ევქარისტიული პური და მღვდელმონაზვნის თითებში განტეხილი პური უეცრად შეიცვალა. ბარძიმშიც უკვე ღვინო აღარ ესხა, იქ ბლანტი წითელი სითხე იყო, რომელიც საოცრად წააგავდა სისხლს. გაოგნებული მღვდელი უცქერდა პურის ნატეხს, რომელიც ძალიან წააგავდა ადამიანის სხეულის კუნთის ქსოვილს. ბერ-მონაზვნები გარს შემოეხვივნენ, სასწაულით შეძრულნი და გაოცებას ვერ მალავდნენ. წმიდა ლიტურგიის დასრულებისთანავე, მღვდელმონაზონი მუხლებზე დაემხო და ლოცვა დაიწყო. რაზე ლოცულობდა? არავინ უწყის. ამას ვერც ვერასდროს შევიტყობთ. მაგრამ ერთი რამ დღემდე ცხადია: მას შემდეგ ქალაქ ლანჩანოში 12 საუკუნის განმავლობაში ინახება მაცხოვრის სასწაულებრივი სისხლი და ხორცი.

გავიდა საუკუნეები და სასწაულებრივი ძღვენი სწავლულთა ყურადღების საგანი შეიქნა. 1574 წლიდან მრავალი ცდა და დაკვირვება ტარდება. 1970-იანი წლებიდან კი ისინი ექსპერიმენტულ დონეზე მიმდინარეობს.

სიენის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პროფესორი – ოდიარდო ლინოლი, რომელიც ანატომიის, პათოლოგიური ჰისტოლოგიის, ქიმიისა და კლინკიური მიკროსკოპიის ცნობილი სპეციალისტია, თავის კოლეგებთან ერთად, ატარებდა გამოკვლევას 1970 წლის ნოემბერსა და 1971 წლის მარტში. ის ასეთ დასკვნამდე მივიდა: წმიდა ძღვენი, რომელიც ლანჩანოში მერვე საუკუნიდან ინახება, ნამდვილად ადამიანის სისხლი და ხორცია. ხორცი არის გულის კუნთოვანი ქსოვილის ნაწილი, შეიცავს მიოკარდს, ენდოკარდს და ცდომილ ნერვს. შესაძლოა, ხორცის ნაწილი შეიცავდეს, აგრეთვე მარცხენა პარკუჭს. ასეთი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას იძლევა მიოკარდის შესამჩნევი სიფართოვე, რომელიც ხორცის ქსოვილებშია. ხორცი და სისხლიც ერთსა და იმავე ჯგუფის სისხლს განეკუთვნება. სწორედ ამავე სისხლიც, რომელიც ტურინის სუდარაზეა აღბეჭდილი. სისხლი შეიცავს პროტეინებს, მინერალებს, ადამიანის სისხლისთვის ნორმალური პროცენტული შესაბამისობით. მეცნიერებმა განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნეს: ყველაზე მეტად გასაოცარი ისაა, რომ სისხლი და ხორცი 12 საუკუნის განმავლობაში ინახება ფიზიკური, ატმოსფერული და ბიოლოგიური აგენტების ზემოქმედების ქვეშ, ხელოვნური დაცვისა და სპეციალური კონსერვაციის გამოყენების გარეშე. ამის გარდა, სისხლს, რომელიც თხევად მდგომარეობაში გადაყვანის შემთხვევაში, გადასხმისთვის ვარგისიანია, სისხლის ყველა თვისება გააჩნია. სიენის უნივერსიტეტის ადამიანის ნორმალური ანატომიის პროფესორი – რუჯერო ბერტელი ატარებდა გამოკვლევებს ოდოარდო ლინოლის პარალელურად, და მანაც იმავე შედეგებს მიაღწია.

განმეორებითი ექსპერიმენტების შედეგად, 1981 წელს, უფრო სრულყოფილი აპარატურის გამოყენებითა და ანატომიასა და პათოლოგიაში მეცნიერების ახალი მიღწევების გათვალისწინებით, ეს შედეგები ისევ დადასტურდა.

თანამედროვეთა მოწმობით, სისხლი მოგვიანებით 5 სხვადასხვა ფორმის ბურთულად იქცა, შემდეგ კი გამკვრივდა. საინტერესოა, რომ ყოველი მათგანი, ცალკე აღებული, იმდენსავე იწონის, რამდენსაც ხუთივე ერთად. ეს ეწინააღმდეგება ფიზიკის ელემენტარულ კანონებს, მაგრამ ფაქტია, რომლის მისი ახსნა მეცნიერებს არ ძალუძთ.

скачать dle 11.3