კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

როგორ მწყემსავდა მგელი შიომღვიმის მონასტრის ვირებს

შიო მღვიმელმა ცხოველთა მორჩილების სასწაულებრივი მადლი გამოავლინა. ერთხელ მისი ლავრის ბერები მხეცებმა შეაწუხეს, ხშირად თავს ესხმოდნენ მონასტრის ვირებს და ჭამდნენ. მამა შიომ ილოცა, მხეცებს უბრძანა, სამალავებიდან გამოსულიყვნენ და მის წინაშე შეკრებილიყვნენ. მართლაც, იქაურობა მხეცებით გაივსო, მორჩილად იდგნენ და ელოდნენ წმიდა მამის ბრძანებას. მამა შიომ მოსთხოვა მათ, რომ იქაურობას გასცლოდნენ, რადგან ის ადგილები ბერებს ეკუთვნოდათ. მათთვის მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად კი, ერთი მხეცი დაეტოვებინათ, რომელიც მონასტრის ვირების მწყემსი იქნებოდა. წმიდა მამამ ისიც მოითხოვა მხეცებისგან, რომ გზად არავისთვის მიეყენებინათ ზარალი. მხეცები გაიფანტნენ, მხოლოდ ერთი მათგანი დარჩა, რომელიც მორჩილად იდგა და მამა შიოს შეჰყურებდა. წლების განმავლობაში ეს მგელი, წმიდა მამის ბრძანებით, მონასტრის ვირებს ერთგულად მწყემსავდა და იკვებებოდა იმავე საზრდოთი, რითაც ბერები. ღამით კი წმიდა შიოს მღვიმესთან ეძინა. ასე გაგრძელდა 6 წლის განმავლობაში.

ერთხელ ერთი ვირი ხრამში გადაიჩეხა და მოკვდა. როდესაც მგელმა დანარჩენები ლავრაში მორეკა, მას დაკარგული ვირის შეჭმა დააბრალეს. მგელი წკმუტუნებდა და ერთ-ერთ ბერს ექაჩებოდა. მამა შიოს ბრძანებით, ბერები მგელს გაჰყვნენ და გადაჩეხილი ვირი იპოვეს. მაშინ წმიდა მამამ ერთგული მსახურებისთვის მგელი გაათავისუფლა.

 

მხსნელი ანგელოზი

წმიდა ანგელოზის განსაკუთრებული მფარველობის ღირსი გახდა ბერი გერასიმე მენაგი (1957). ეს მოხდა მაშინ, როცა ის ათონის წმიდა მთაზე მოსაგრეობდა.

ერთხელ მოძღვარმა ის სასწრაფო საქმეზე გაგზავნა ლავრაში. ბერმა კურთხევა აიღო და წავიდა. ფეხით სამი-ოთხი საათის სავალი ჰქონდა, მაგრამ მკაცრი ზამთრის გამო, გზა თოვლით იყო დაფარული. მორჩილს გზის ნახევარიც კი არ ჰქონდა გავლილი, რომ საშინელი ქარბუქი ამოვარდა. სიბნელეში გერასიმემ გზა ვეღარ გაიგნო. თავისი მდგომარეობის სირთულემ გულმხურვალე ვედრება დააწყებინა უფლისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიმართ. ათი წუთიც არ გასულა, რომ ზეციდან ხსნა გამოჩნდა: მოსაგრეს ათი წლის ყრმა გამოეცხადა.

– დამლოცე, ხუცესო! – მიმართა მან მლოცველს.

– ღმერთმა დაგლოცოს.

– საით გაგიწევია ასეთ ამინდში? ტყეში გზა აგებნევა და თოვლის ნამქერში აღმოჩნდები.

– მაშ, რა ვქნა, შვილო, ხუცესმა ლავრაში გამგზავნა.

– წავიდეთ, მე გზის გაკვლევაში დაგეხმარები.

ყრმამ ბერი გარკვეულ ადგილამდე მიაცილა და უთხრა:

– ახლა ამ გზას ქვევით ჩაუყვები და ლავრისკენ მიმავალ ბილიკზე გახვალ.

მამა გერასიმემ ბავშვს გულწრფელი მადლობა გადაუხადა და გზას გაუყვა. რამდენიმე ნაბიჯი რომ გადადგა, გონს მოეგო: როგორ აღმოჩნდა ეს ბავშვი აქ, ამისთანა თოვლში? – გაიფიქრა მან. ხუცესი შებრუნდა, მაგრამ ვეღარავინ დაინახა. ყრმა ისე გაქრა, რომ თოვლზე კვალიც  არ დაუტოვებია. გერასიმე მიხვდა, რომ ეს ღვთის ანგელოზი იყო.

 

 

скачать dle 11.3