კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რუსეთში მცხოვრები ქალბატონი დეიდაშვილს წყალტუბოში ეძებს

67 წლის ლუდმილა ნიკოლაის ასული პიმენოვა ეძებს 63 წლის ნატალია წულუკიას.

ისტორია: ვეძებ ჩემს დეიდაშვილს, 1950 წელს დაბადებულ ნატალია წულუკიას. ბოლოს მისგან წერილი წყალტუბოდან 1992 წელს მივიღეთ, რომელშიც იწერებოდა, რომ ომის გამო მათი ევაკუაცია უნდა მომხდარიყო. მის შემდეგ ჩვენ შორის კავშირი გაწყდა. ძალიან გთხოვთ, გვაპოვნინოთ ერთმანეთი. მთელი ამ წლების განმავლობაში ნატალიას უშედეგოდ ვეძებდით. იმედია, სასწაული მოხდება და ჩვენ მას თქვენი დახმარებით ვიპოვით, ან, ბოლოს და ბოლოს, გავიგებთ, რა ბედი ეწია ჩემს დეიდაშვილს.

ჟურნალისტის შენიშვნა: რუბრიკა „დაკარგულებს“ საკმაოდ ბევრი ისტორია ახსოვს, როდესაც ომის შედეგად დაშორებული ადამიანები ერთმანეთს ეძებენ. დღევანდელი ჩემი რუბრიკის სტუმარი სწორედ ომის გამო დაკარგულ დეიდაშვილს ეძებს. იმედი გვაქვს, რომ ნატალია წულუკია ცოცხალია და ის გამოგვეხმაურება, დეიდაშვილებს შორის 1992 წლიდან დაკარგული კავშირი კი აღდგება.

– გვიამბეთ ყველაფერი, რაც ნატალიას შესახებ იცით და რაც მის მოძებნაში დაგვეხმარება.

– ნატალია ჩემი დეიდაშვილია, ის გათხოვდა საქართველოში. მისი ქალიშვილობის გვარი არის სერიაგინა, მაგრამ, მეუღლის გვარზე უნდა იყოს, ანუ, ამჟამად წულუკიაა. ნატალიასთან ჩვენი კავშირი 1992 წელს შეწყდა. ბოლო წერილი წყალტუბოდან მივიღეთ. საქართველოში იმ დროს არეულობა იყო და ნატალია იწერებოდა, რომ ევაკუაცია უნდა მოეხდინათ და მშვიდობიანი მოსახლეობა სხვაგან გადაეყვანათ. სამწუხაროდ, ეს იყო ბოლო წერილი, შემდეგ კი კავშირი შეწყდა. როგორ აღარ ვეძებდით მას, მაგრამ, უშედეგოდ. ბოლოს გადავწყვიტე, „ჟდი მენიაში“ მიმეწერა წერილი და ჩემი განაცხადი განმეთავსებინა. გავიგეთ, რომ საქართველოში ახლობლების პოვნაში თქვენ ბევრს დაეხმარეთ და, გვინდა, რომ ჩვენც დაგვეხმაროთ. ყველაზე რთული ცხოვრებაში გაურკვევლობაა. ჩემი ნატალიას ბედი კი ჩემთვის დღემდე გაურკვეველია. გიგზავნით მის ფოტოებს. სამი ფოტო მაქვს და, მინდა, შეძლებისდაგვარად სამივე გამოაქვეყნოთ. იქნებ, ვინმემ იცნოს ნატალია, ან, იქნებ, თავად წაიკითხოს თქვენი სტატია და გამოგვეხმაუროს.

– მანამდე სად ცხოვრობდა თქვენი დეიდაშვილი?

– ის წყალტუბოში ცხოვრობდა. ვერ წარმომიდგენია, სად უნდა გადასულიყო საცხოვრებლად ევაკუაციის დროს. შეიძლება, ისევ დაბრუნდა წყალტუბოში თავის ოჯახთან ერთად (ერთ-ერთ ფოტოზე ის შვილებთან ერთადაა, ერთზე – მეუღლესთან ერთად). ამდენი წლის განმავლობაში ის ჩვენ არ დაგვკავშირებია და, შეიძლება, მას ამის მიზეზი აქვს. ჩვენ მაინც გვინდა, კარგზე ვიფიქროთ და ცუდ ფიქრებს თავს ვარიდებთ. მინდა, ვისარგებლო თქვენი რუბრიკით და მივმართო ნატალიას: ძალიან გთხოვ, გამოგვეხმაურე, ჩვენ ძალიან განვიცდით შენთან ამდენი წლის განმავლობაში კავშირის არქონას. ყველას ძალიან გვენატრები და გვახსოვხარ!

თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიასთან დაკავშირებით, ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

 

скачать dle 11.3