კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არის თუ არა დამნაშავე ქალი ღალატში, როცა რომანტიკული ურთიერთობის მოთხოვნილება უჩნდება

როგორ უნდა მოიქცეს ცოლი, რომელსაც ოჯახურ ურთიერთობაში იმის დეფიციტი აქვს, რის გარეშეც არსებობა არ შეუძლია?! მაგალითად, რომანტიზმის. შეიძლება, ვიღაცას გაეღიმოს კიდეც და თქვას, რა დროს რომანტიზმია, რა ბავშვობაა, მაგ ქალებს საქმე აქვთ გამოლეულიო, მაგრამ მთლად ასე მარტივადაც არ არის საქმე. არსებობენ ქალები, რომლებიც, უბრალოდ, ვერ „სუნთქავენ“ კომპლიმენტების, მამაკაცის ყურადღების, ელემენტარული სითბოს გარეშე. ღიზიანდებიან, უჩნდებათ აგრესია... ან იპყრობთ სევდა და აპათია, რაც ისევე არასასურველია, როგორც პირველი ვარიანტი. მამაკაცები დიდ და სერიოზულ შეცდომას უშვებენ, როცა არ ცდილობენ, გაუგონ ცოლს და ჩასწვდნენ მისი უგუნებობის ჭეშმარიტ მიზეზს. ჩვეულებრივ, ეს პირდაპირპროპორციულად აისახება ხოლმე ოჯახურ ურთიერთობებზე, თანაც, ნეგატიურად.

 

თიკო (29 წლის): ოთხი წლის წინ გავთხოვდი. ორი წლის შვილი მყავს. ჩვენი დაქორწინება ლოგიკური დასასრული იყო იმ ურთიერთობისა, რომელიც მე და ჩემს მეუღლეს თითქმის წალიწად-ნახევრის განმავლობაში გვქონდა. ეს იყო თავბრუდამხვევი რომანი. ქარიშხლისებური და მასშტაბური. საოცარი შეყვარებული იყო. ისეთ რაღაცეებს იგონებდა, გაოგნებული ვიყავი მისი ფანტაზიის უნარით. ყველას შურდა ჩემი. გოგოები გიჟდებოდნენ, – როგორ უყვარხარო, მეუბნებოდნენ, – ასეთი რა გაუკეთეო. ამაყი და ბედნიერი დავდიოდი. ვფიქრობდი, ისეთი ქმარი მეყოლება, მის გვერდით ყოველი დღე დღესასწაული იქნება-მეთქი. გაგონილი მქონდა, რომ ადამიანები ქორწინების შემდეგ იცვლებიან, მაგრამ ისეთ რადიკალურ ცვლილებებს ნამდვილად არ ველოდი, როგორიც მერე მივიღე. დღეს აქეთ აქვს პრეტენზიები და არაფრით არ უნდა იმის გაგონება, რომ ამ ზომამდე თავად მიმიყვანა.

– ხშირად ამბობენ, კაცების მთავარი პრობლემა ის არის, რომ საერთოდ არ იცნობენ ქალს, რომელიც გვერდით ჰყავთო.

– აბსოლუტური სიმართლეა. უკვე დავრწმუნდი, რომ ჩემი ქმარი საერთოდ არ მიცნობს, მიუხედავად იმისა, რომ წელიწად-ნახევარი შეყვარებული იყო და ენაგადმოგდებული დამდევდა უკან. რომ ჰკითხო, საკუთარ თავზე უკეთ მიცნობს. არადა, წარმოდგენა არ აქვს, რა მწყინს, რა მიხარია... თუმცა, ესეც არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც მასში მომხდარი ცვლილებები.

– ანუ, ის რეალურად შეიცვალა?

– დიახ. ეს პირველივე წელს გახდა თვალშისაცემი. თუმცა, მაშინ ძალიან მტკივნეულად არ აღმიქვამს. მაინც ეიფორიაში ვიყავი... სხვათა შორის, თავიდან კარგად, მშვიდობიანად აეწყო ჩვენი თანაცხოვრება. არ ვჩხუბობდით. მშვიდად ვცხოვრობდით და მე ძალიან ვცდილობდი, ჩემი საყვარელი ქმრისთვის კომფორტი შემექმნა. ამით იქამდე ვიყავი გართული, სანამ ერთ დღეს დისკომფორტი არ ვიგრძენი. უცებ აღმოვაჩინე, რომ რაღაც ძალიან მაკლდა, ისე ძალიან, რომ ეს ჩემს განწყობაზეც უარყოფითად მოქმედებდა.

– ეს ბავშვის შეძენამდე იყო?

– არა. მერე. დისკომფორტს უკვე ძალიან მწვავედ ვგრძნობდი და მერე მივხვდი – ჩემი ცხოვრებიდან რომანტიზმი თოვლივით გაქრა. ისეთი ურთიერთობა გვქონდა, თითქოს ერთად სამი კი არა, ოცდასამი წელი ვიყავით. არავითარი ყვავილები... არანაირი სიურპრიზები და სპონტანური ალერსი... კომპლიმენტები მხოლოდ ასეთი ტიპის შემოგვრჩა: „ყოჩაღ, კარგი კატლეტი იყო“; „ამ წვნიანში მარილი დაგენანა? თუმცა, მაინც არა უშავს“; „როგორც იქნა ისწავლე ღვეზელის გამოცხობა“. ჯერ ვიფიქრე, რომ ამ ყველაფერში დამნაშავე მე ვიყავი. ტყავიდან ვძვრებოდი, რომ მისი ყურადღება მიმეპყრო. ხან თმის ფერი შევიცვალე... გამომწვევად დავიწყე ჩაცმა... სიურპრიზებს თვითონ ვუწყობდი. არაფერმა არ გაჭრა... სახლში მოვიდოდა და დივანს ვერ ააგლეჯდი. რა უნდა მეთქვა, რომ მოესმინა ან შევემჩნიე საერთოდ.

– ძალიან ბევრი ქალისთვის ეს პრობლემა არ არის.

– ეტყობა, მე არ მივეკუთვნები ამ ტიპის ქალების კატეგორიას, იმიტომ რომ, საშინელი დეპრესია დამეწყო. არ ვიცი, რამდენად კარგად გადმოვცემ ამ ყველაფერს... ვნერვიულობ. გარემოებები ისეა, თითქოს მე ვარ მოღალატე და ორგული.

– ანუ, ქმარი აქეთ გდებთ ბრალს ამ ყველაფერში?

– წარმოიდგინეთ, რომ ასეა. თუმცა, საერთოდ არაფერში ვარ დამნაშავე. მე იმ დეფიციტის შევსებას ვცდილობდი, რომელიც ქმართან ურთიერთობაში გამიჩნდა. ვცდილობდი, ისევ იმიტომ, რომ ჩვენი ოჯახი გადამერჩინა. შეიძლება, გიკვირთ, რასაც ახლა გეუბნებით, მაგრამ თავს ისე საშინლად ვგრძნობდი, რაღაც რომ არ შემეცვალა, ყოველდღიური ჩხუბი და სკანდალი აუცილებლად მიგვიყვანდა გაყრამდე. ლამის გადამყლაპა ყოველდღიურმა ერთფეროვნებამ და რუტინამ. უცებ, ჩემი ცხოვრება შეიცვალა, გამოჩნდა ადამიანი – მამაკაცი, რომელმაც ყურადღება მომაქცია... ძველი ნაცნობი, რომელიც ლამის დავიწყებული მყავდა. სოციალურ ქსელში მიპოვა და მომწერა, არაჩვეულებრივად გამოიყურები, მოხიბლული ვარ შენითო.

– სულ ეს არის?

– არა. ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდა. ჯერ მიწერ-მოწერით სოციალურ ქსელში, მერე მესიჯებით და ბოლოს შევხვდით კიდეც. ყავაზე დამპატიჟა. ჩემი მხრიდან ეს იყო სრულიად გააზრებული ფლირტი და მეტი არაფერი. გულწრფელად გეუბნებით ამას. არანაირი შორსმიმავალი გეგმები არ მქონია.

– ჰო, მაგრამ ამ ტიპის ურთიერთობა ხომ არ არის ცალმხრივი.

– გეთანხმებით, მაგრამ მე იმის გრძნობებზე და გეგმებზე საერთოდ არ მიფიქრია. ალბათ, ჩემი მხრიდან ეს არ იყო სწორი საქციელი, მაგრამ ცოტა ეგოისტურად მივუდექი საკითხს. რა მოხდა, მამაკაცები სულაც ასე, ეგოისტურად არ იქცევიან?! იმას აკეთებენ, რაც მარტო თვითონ უნდათ და სიამოვნებთ. რამდენიმე კვირა ეს მარტივი, თბილი და სასიამოვნო ურთიერთობა ძალიან მახალისებდა და მავსებდა. რაღაც სტიმული გამიჩნდა. მიხაროდა, რომ კიდევ ინტერესდებოდნენ მამაკაცები ჩემით, როგორც ქალით.

– ამის საჭიროებას გრძნობდით და თქვენი დეპრესიაც ამისი მიზეზი იყო? 

– დიახ. რა თქმა უნდა. რატომ გიკვირთ?

– არა. არ მიკვირს. უბრალოდ, პირდაპირ რომ გეთქვათ თქვენი ქმრისთვის, რაც გაწუხებდათ?!

– ვინ მომისმინა. აბა, რას გიხსნით ამდენი ხანი. ვცადე, მაგრამ ერთხელაც არ მათქმევინა ბოლომდე. არ მომცა საშუალება, გული გამეხსნა მისთვის. ახლაც რომ ვფიქრობ, როგორი გაფანტული მზერით მომაჩერდებოდა ხოლმე და ხელს აიქნევდა – ახლა არ მაქვს ამისი თავიო, ნერვები ხელახლა მეშლება. რა უფლება აქვს, რამეში დამადანაშაულოს, როცა  მე იმ კაცის ყურადღებით ვცხოვრობდი და ვსულდგმულობდი. დილით მომდიოდა მესიჯი: „როგორ ხარ, როგორ გეძინა. დღეს ხომ შეეცდები, კარგი განწყობა შეიქმნა და არაფრით მოიშხამო გუნება. ისეთი კარგი დღეა, მზე ანათებს... შენც ისეთი ლამაზი ხარ...“ – მორჩა, ეგრევე ღიღინს ვიწყებდი. მინდა, სწორად გამიგოთ – ელემენტარული ყურადღება მჭირდებოდა.

– თქვენს მეგობარს ცოლი ჰყავს?

– არა. თუმცა ამას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა. მე ხომ საერთოდ არაფერს მოვითხოვდი მისგან, აბსოლუტურად არაფერს. ორჯერ ყავაზეც იმიტომ შევხვდი, რომ ძალიან შემეხვეწა და უარის თქმა მომერიდა.

– ანუ, ეს ურთიერთობა რომანი არ ყოფილა?

– არავითარ შემთხვევაში. ეს იყო ურთიერთობა, რომელიც მამხნევებდა და საკუთარი თავის რწმენას მმატებდა. გარეგნულადაც დამეტყო. ვიცვამდი განსაკუთრებულად, ვარცხნილობაც ყოველთვის ფორმაში მქონდა...

– იმის მოლოდინით ხომ არა, რომ შეიძლებოდა, მას შეხვედროდით...

– შეიძლება, არ გამოვრიცხავ. რა არის ამაში განსაკუთრებული, თუნდაც ასე ყოფილიყო, ვაშავებდი რამეს? მე მიმაჩნია, რომ არა... ყველაზე განმაცვიფრებელი ის იყო, რომ ჩემმა ქმარმა, როგორც იქნა, შეამჩნია ჩემში მომხდარი ცვლილება... ეტყობა, უკვე „ვყვაოდი“. მეცინება, ამას რომ ვამბობ, მაგრამ, ფაქტია, რომ ერთ დღესაც ეჭვით შემომხედა და მკითხა: რა ხდება?! რა ხდება-მეთქი. რა ვიცი, საეჭვოდ შეიცვალეო. მე სულ ასეთი ვარ, უბრალოდ, შენ არ შეგიმჩნევივარ, ძალიან დიდი ხანია-მეთქი. თავი გადააქნია და გაჩუმდა. მაგრამ, როგორც ჩანს, ეჭვის ჭია ძალიან ღრმად შეუჩნდა... უსიტყვოდ გადაწყვიტა, შევემოწმებინე... გადაჩხრიკა ჩემი მობილური, გამიტეხა სოციალური ქსელი, წაიკითხა მესიჯების ის ნაწილი, რისი  წაშლაც ვერ მოვასწარი და გაგიჟდა. აი, თურმე, რით ხარ დაკავებული. მე კი შენი ისე მჯეროდა, თვალდახუჭული გენდობოდიო. თვალდახუჭული რომ იყავი, ფეხებზე გეკიდე და ყურადღებას არ მაქცევდი, იმიტომაც დავიწყე გართობა სხვასთან-მეთქი.

– აღიარეთ, რომ ერთობოდით?

– ჰო. არაფერი მქონდა დასახული. ეს არ იყო ღალატი და ყველაფერი მოვუყევი ვაჟბატონს. ამჯერად დიდი ყურადღებით მომისმინა. თვალს არ მაცილებდა და ოხრავდა. ვუთხარი ისიც, რომ ძველი რომანტიკის დაბრუნება მინდოდა, იმ კაცის დაბრუნება, რომელიც მიყვარდა და ახლაც მიყვარს.

– გაიგო, ეს ყველაფერი თქვენმა ქმარმა?

– უჭირს გაგება, ძალიან უჭირს. სულ დაძაბულია და შემართული. მაგრამ, მიუხედავად ასეთი დამუხტული სიტუაციისა, მე მაინც კმაყოფილი ვარ. ინერვიულოს, არაფერი მოუვა. მომაქციოს ყურადღება. დიახ, უნდა ახსოვდეს, რომ თუ არ გამოფხიზლდება, დამკარგავს.

 

скачать dle 11.3