კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო ტიროდა გიორგი ყიფშიძე პატარა ბავშვივით

ვისთვის-ვისთვის და, 2014 წლის დასაწყისი გიორგი ყიფშიძისთვის მართლა ისეთი ჯადოსნური და სიხარულის მომტანი აღმოჩნდა, როგორიც მხოლოდ ჩვენს ბავშვობაში განგვიცდია, როცა მშობლების მიერ ნაძვის ხის ქვეშ დატოვებულ საჩუქარს დავინახავდით, თოვლის ბაბუას მოტანილი გვეგონა და უზომოდ გვიხაროდა. სამთვიანი შრომა, არტისტულობა, საოცარი შოუს დადგმა, ბრძოლა ყოველი ცეკვისთვის, ყოველი შემდეგი გამოსვლისთვის გიორგის ნამდვილად დაუფასდა – მაია რჩეულიშვილისგან, კომპანია „ცენტრ პოინტისგან“ დაუჯერებელი საჩუქარი – ბინა მიიღო. ვისაც გიორგის წარმატებაში ჯულიანა ბარ-გნარის წვლილიც არ ეჩვენება პატარად, მათ დასამშვიდებლად თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ გიორგი მას ავტომობილის ჩუქებას დაჰპირდა და ამას აუცილებლად გააკეთებს.

 

გიორგი ყიფშიძე: ფინალის საგიჟეთის შემდეგ, რომ გითხრა, ჩემი თავისთვის და გართობისთვის მოვიცალე-მეთქი, ასე არ ყოფილა. „შობა ლაუნჯში” მიმყავდა საახალწლო საღამო და მუშაობა განვაგრძე, მოკლედ, ვერ ვიგულავე. 

– და კიდევ შენზე იტყვიან რაღაცეებს – ეზარება მუშაობაო, ისაო, ესაო...

– ვინ ჭორაობს, საიდან მოაქვთ ეს ამბები, ვერ გავიგე. ვინ ავრცელებს, ძალიან მაინტერესებს (იცინის).

– შენც და შენი ათასობით გულშემატკივარიც საშინლად გულდაწყვეტილი იყავით, რომ ფინალში ვერ მოხვდი, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ფინალი შენი იყო...

– ფინალი არ ვიცი, მაგრამ, რაც მინდოდა – რომ ყველა კვირას მეცეკვა და პროექტში ბოლომდე ვყოფილიყავი – ეს მოხდა. არც ერთი კვირა არ ჩამიგდია, ფინალშიც ხომ ვიცეკვე (იცინის). ერთადერთი, ძალიან მინდოდა „პასადობლი” მეცეკვა – ამ ცეკვით დავიწყე და ისევ ამით მინდოდა, დაგვემთავრებინა. მხოლოდ იმაზე დამწყდა გული, რომ ამ ცეკვის შესრულება ვერ შევძელი. თან, ისეთი საჩუქარი გამიკეთეს, რომ, რა გითხრათ, თავი უხერხულად ვიგრძენი, ვერ მივხვდი, რა უნდა გამეკეთებინა. არ ვიცი, რა ჯობდა, ფინალში გავსულიყავი თუ ეს საჩუქარი მიმეღო. 

– ალბათ, იცოდი, რომ რამე საჩუქარს მიიღებდი – პროექტის ფინალი ყოველთვის საჩუქრებით არის დახუნძლული.

– კი, მეუბნებოდნენ, რაღაც საჩუქრებს მიიღებო და ეს მოსალოდნელი იყო, მაგრამ, საერთოდ არ ვფიქრობდი მაგაზე. ისეთი გულდაწყვეტილი ვიყავი, ისეთ ცუდ ხასიათზე, რომ, ვამბობდი: მოიცა, რა საჩუქარი, არაფერი არ მინდა-მეთქი. მერე ნოე მოვიდა და მეუბნება: შენთვის საჩუქარზე ვფიქრობთ და, ჰა, აბა, რა გინდა, სად დაგასვენოთო. ფეხებზე მკიდია, სადაც გინდა, გამიშვი, ფინალში ვერ გავედი-მეთქი – ნერვები მქონდა მოშლილი. მან კი, უცებ, ბრახ და, რა გამიკეთა (იცინის)! თურმე, ეს „ნაძირალა“ რას მიპირებს და რაებს მელაპარაკება. კინაღამ გული გამისკდა, პატარა ბავშვივით ვტიროდი, ვეღარ გამაჩერეს, მეუბნებოდნენ კარგი, გეყოფა სირცხვილიაო (იცინის).

– გამარჯვებულის საჩუქარი მიიღე.

– დიახ, და, ამის გამო ფინალისტებთან თავი ძალიან უხერხულად ვიგრძენი. რას წარმოვიდგენდი, თუ პირველ ადგილისთვის განკუთვნილი სიდიდის საჩუქარს მესამე ადგილისთვის მაჩუქებდნენ – ამას ნამდვილად მართლა ვერ ვიფიქრებდი.

– ჯულიანა...

– ჯულიანა გადარეული იყო, კიოდა და წიოდა. სიგიჟემდე გაუხარდა მასაც. 

– უსაჩუქროდ დარჩა?

– ჯერ ერთი, მაგას ხომ შევპირდი მანქანას – თუ ფინალში გავალთ, მანქანას გიყიდი-მეთქი და ეს დანაპირები ძალაშია. 

– რა მანქანას შეჰპირდი?

– (იცინის) მაგას ვნახავთ, დარწმუნებული ვარ, მოეწონება.

– სოციალურ ქსელებში გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ეს საჩუქარი მხოლოდ პიარი ყოფილიყო, რადგან, „ცენტრ-პოინტს“ პრობლემები აქვს.

– რას მეუბნებით ახლა, რომ არ დავიჯერო?! (იცინის) რა სისულელეა! ჯერ ერთი, ახლა ყაზბეგში ვარ გამოქცეული ორი დღით დასასვენებლად, „რუმსში“ და აქ არიან რჩეულიშვილები მთელი ოჯახით. ყველაფერი რიგზე იქნება, ამაზე ნამდვილად ნუ ინერვიულებთ. მეორეც, პრობლემები დღეს ვის არ აქვს, რომელ კომპანიას, ეგ მითხარით. რაც იყო, კარგი რომ იყო, ვიცი და, როგორი ნაბიჯი იყო – პიარ თუ სხვა, ეს მართლა არ მაინტერესებს. 

– საკუთარი ბინა გქონდა?

– არა, და საქმეც ეგაა. მშობლებთან ვცხოვრობთ. 

– უკვე იცი, ეს ბინა სად არის?

– არა, არა, ეგეთი ნიუანსები არ ვიცი. ფინალის შემდეგ გავვარდი სამუშაოდ და მერე ეგრევე აქ გამოვიქეცი – მარტო ვარ და ვისვენებ. დღეს საღამოს ან ხვალ დილით (ინტერვიუ ჩაწერილია 3 იანვარს – ავტორი) ჩამოვალ თბილისში და გავაგრძელებ ჩვეულ რიტმში ცხოვრებას. ბინა სად არის, როგორია და რამხელაა, ნამდვილად არ ვიცი და ამას საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, გარწმუნებთ. 

– ვარსკვლავურ რეჟიმში ჩაჯექით ყველა და ამის გარეშე არ გაგიჭირდება?

– კი, ძალიან. ამაზე ჩვენ „პროფაილშიც” ვლაპარაკობდით. თავიდან ბოლომდე პროექტში ვიყავით: გადარბენები, რეპეტიციები, სამოსის მოსინჯვები, ლაივები... სულ სხვა ტემპში ვიცხოვრე ეს თვეები. ამას ეჩვევი და მერე ამის გარეშე გაგრძელება რთულია. ყველაფერი კარგი ადრე თუ გვიან, მთავრდება და დამთავრდა ესეც. როგორც აქამდე ვცხოვრობდი ისე უნდა გავაგრძელო ცხოვრება, ოღონდ მინდა გითხრათ, რომ ამ პროექტმა ჩემს დამოკიდებულებებში ბლომად რაღაცეები შეცვალა და შეცვალა კარგისკენ, საქმის მიმართ გამხადა სხვანაირი – ამის ახსნა მიჭირს. უფრო დიდი პასუხისმგებლობა გამიჩნდა თუ რა, არ ვიცი, მაგრამ, ბევრი რაღაც რომ ვისწავლე, ამის თქმა ნამდვილად შემიძლია. და, მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს გულშემატკივარს. ამდენი წელია, ჩემს საქმეში ვარ და ასეთი სითბო და სიყვარული არასდროს მიგრძნია. ვერ აგიწერთ, როგორი მაგარი შეგრძნებაა ეს, სასწაულია და, ამიტომ, ვეცდები, გაცილებით მაგარი ვიყო, სცენაზე იქნება ეს, მეგობართან, ოჯახში თუ სარეპეტიციოში – ამით ვეცდები, რომ მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ასე დაიჯერა ჩემი; ვინც მენდო, მგულშემატკივრობდა ამ ხნის განმავლობაში. ყველას გილოცავთ ახალ წელს და ძალიან დიდ ბედნიერებას გისურვებთ!

 

скачать dle 11.3