კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაში აპირებს ელენე კალანდაძე მოგებული თანხის დახარჯვას და ვინაა მისი „ნამბარ ვან ფანი“

ელენე კალანდაძის ორთვიანი, არანორმალური შრომა, მაყურებელთა დიდი აქტიურობის შედეგად უდიდეს წარმატებაში გადაიზარდა და ახალი წლის წინა დღეს, ისეთი ფოიერვერკით დაატყდა თავს, თვითონაც ვერ მოვიდა გონს. ელენეს ბოლო წუთამდე არ ჰქონდა გააზრებული და ვერ იჯერებდა წარმატებას, მით უმეტეს, რომ გამარჯვებულის გამოცხადებისას წამყვანებმა პატარა დაბნეულობა შექმნეს. ცრემლიანი ელენე, ზუსტად ფინალის შემდეგ, ჯერ კიდევ დაიანა როსის ვიზუალით ჩავწერე, საიდანაც ის და „ერთი ერთშის“ მთელი გუნდი შოუს წარმატებით დაგვირგვინების და  ახალი წლის აღსანიშნავად წვეულებაზე მიდიოდნენ.

 

 ელენე კალანდაძე: თავიდანვე ვამბობდი, რომ ყოველთვის მჯერა ჩემი ძალების და თუ რაღაცას მიზნად ვისახავ, მის მიღწევას გზიდან გადახვევის გარეშე ვცდილობ. ძალიან ბევრს ვშრომობ იმისთვის, რომ არჩეული გზით მიზნამდე მივიდე. თან, ისეთი პროფესიაა, სხვა ადამიანების წინაშეც ძალიან დიდ პასუხისმგებლობას რომ გრძნობ. შენი შრომით უნდა აჩვენო ხალხს, რომ მათ იმედებს ამართლებ. დასაწყისშივე მქონდა ისეთი შეგრძნება, რომ ფინალში ვიქნებოდი. ვხედავდი საკუთარ თავს ფინალში, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო, პირველ ადგილს ვერ ვუმიზნებდი...

– რაზეც ახლა ლაპარაკი არ გინდა?

– მიზეზი ძალიან მარტივია – ესემესები, რომლის შეჯამების შედეგად, მქონდა შიში და სიფრთხილის საფუძველი. ისეთი ცნობილი სახე არ ვარ, როგორიც ვთქვათ, ანრი, დათო გომართელი. ამაზე საშინლად ვნერვიულობდი, მაგრამ ამ პროექტმა იმხელა სითბო გამოუშვა ჩემკენ, იმდენი ზარი და ესემესი შემოდიოდა ჩემს ტელეფონზე, იმდენი წერილი მხვდებოდა სოციალურ ქსელში, რომ მივხვდი, უამრავი ადამიანის სიყვარული დავიმსახურე. ეს ადამიანები ჩემგან ღალატს არ იმსახურებდნენ. ამიტომ, მოშვების უფლება არ მქონდა. ყველა მწერდა, გამარჯვება შენი უნდა იყოსო. ეს იცით, რამხელა ძალა და სტიმულია ჩემთვის?! ჩემთვის ყველაზე პირველი და მნიშვნელოვანი ხალხის სიყვარულია და ეს ის შემთხვევაა, როცა ხალხის სიყვარულს ფულით ვერ იყიდი. ძალიან მიხარია, რომ ხალხის რჩეული გავხდი. 

– თავიდან იყო პატარა დაბნეულობა. ვერ მივხვდი ვინ გახდა გამარჯვებული...

– კი, მეც დავიბენი. დათო მეგონა და მართლა გულით გამიხარდა. ჩვენთვის, ფინალისტებისთვის, უკვე ყველა ადგილი ძალიან კარგი იყო და გამარჯვებას ნიშნავდა. მზად ვიყავი მეოთხე, მესამე და მეორე ადგილისთვის. პირველობისთვის, მთლად ასე მზადყოფნაშიც არ ვიყავი. უამრავი უცხო ადამიანი მგულშემატკივრობდა...

– და ბავშვების დიდი ჯარი.

– კი, ჩემი ბავშვები „თინ ქლაბის“ სტუდიიდან. ყველა ბავშვს, ნაცნობსა და უცნობს, ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო. სიტყვები არ მყოფნის, მათი ისეთი მადლიერი ვარ. როგორ და რანაირად გადავუხადო ამ გვერდში დგომისა და ამხელა ნდობისთვის, არ ვიცი. 

– მათ შენი გულწრფელობა შეიყვარეს.

– არ ვიცი, შეიძლება. გულწრფელობა, შრომა და ალბათ, კიდევ ბევრი მიზეზი. მეც, მაყურებლის ადგილზე, ამოვირჩევდი არა იმის მიხედვით, ვინაა ჩემი მეგობარი, არამედ იმით, ვინც მეტს შრომობს, ვინც ყველაფერს დებს თავის საქმეში. მინდა ვთქვა, რომ სასწაული გოგოა ნუცა, ახალბედა მომღერალი და უკვე ნამდვილი ვარსკვლავი. მას ხალხი არ იცნობდა და ეს მისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი იყო. მაგრამ, ეს არაფერს ნიშნავს, რადგან მის ასაკში ეს ძალიან დიდი წარმატებაა – წინ დიდი გზა აქვს. მაგარი გოგოა და გულით ვგულშემატკივრობ მას ცხოვრების გზაზე.

– იცოდით პრიზის მოცულობა?

– მოცულობა ვიცოდი, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეს პრიზი ჩემი იქნებოდა. ვგიჟდები, ახლა კი ისე წყნარად გელაპარაკები, თითქოს აქ არაფერი. წავალ სახლში, გამოვიცვლი, გრიმს მოვიშორებ, წვეულების შემდეგ დავწვები და დავიძინებ – თითქოს აქაც არაფერი. არადა, რომ იცოდეთ, შიგნით რა ხდება?! მთლიანად ვარ ადუღებული, ემოციებს ძლივს ვიკავებ. იმ მომენტზე გიყვებოდით, როცა თორნიკემ უცებ თქვა, გამარჯვებული ელენე კალანდაძეაო – ძლივს გადავხარშე რა მოხდა. მეორე ეკრანს გავხედე და უმცირესი სხვაობით დავინახე, რომ უფრო მეტი პროცენტი ეწერა. არ ვიცი, ხალხო, ეს რა გამიკეთეთ, რა დღეში ჩამაგდეთ, რა ბედნიერება მაჩუქეთ. ამას ჰქვია ძალა ერთობაშია...

– ახალი წელი რომ მოდის, ახლა ხვდები არა?

– ამწუთას არის ჩემთვის ახალი წელი. ასეთი რამ, არ ვიცი, ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ ხდება. 

– რაში აპირებ, რომ ეს თანხა გამოიყენო?

– არ ვიცი, ნამდვილად არ მიფიქრია ამაზე. ბევრი სურვილი და გეგმა მაქვს, რომლის სახალხოდ თქმა არ მიყვარს და არც ვაპირებ. ამ წამს იმის გაცნობიერებაც კი მიჭირს, რომ ეს თანხა მაქვს. ამიტომ, ცოტას ვიფიქრებ. 

– ვინ იყო შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი? 

– ასე, კონკრეტულად, ვერ ვიტყვი...

– მგონი, შენი და ყველაზე მეტად ნერვიულობდა.

– ჩემი და – ანი, ჩემი „ნამბარ ვან ფანია.” მას არც ვეხები, რადგან განსაკუთრებული მოვლენაა ჩემს ცხოვრებაში. მისი დაბადებიდან დაიწყო ბედნიერება ჩემთვის. ცოტა ხნის წინ მოვიდა და მითხრა: ელე, იცი, როგორ ვიტირეო. ოჯახს, სამეგობრო წრეს, უარმავ ადამიანს, ვინც ჩემ გარშემო ტრიალებს და ძალიან ბევრ უცნობს, ყველას დიდ მადლობას ვუხდი: თქვენ ხომ ასე გწამთ და გჯერათ ჩემი. ჩემში თავდაჯერებულობას და რწმენას რომ ხედავდნენ, მერე კიდევ უფრო მაწვებოდნენ, კიდევ უფრო მეტს ითხოვდნენ და არაფრით მაძლევენ მოდუნების საშუალებას.

– წარმოგიდგენია, რომ ხვალ ეს კონკურსი დამთავრებული იქნება?

– აი, ამაზე მწყდება ყველაზე მეტად გული. პროექტი დასასრულს უახლოვდებოდა და ამაზე ძალიან ხშირად ვფიქრობდი და ვლაპარაკობდი. ჩვენ მივხვდით, რას ნიშნავს მუშაობა მაღალ დონეზე, უდიდეს პროფესიონალებთან, ვარჯიში. ყოველდღე, ამ ორი თვის განმავლობაში, დილიდან საღამომდე აქ ვიყავი, ტელევიზიაში ვცხოვრობდი, ერთადერთი, ლოგინი არ მქონდა აქ ჩემი (იცინის). ძალიან მაგარი გუნდი იყო – მონაწილეებით დაწყებული, GDS-ის ყველა თანამშრომლით დამთავრებული. ძალიან მიყვარხართ და იცოდეთ, ეს ჩემი ცხოვრებიდან არასდროს წაიშლება. ეს არის ისეთი სიხარული, რომელიც შეიძლება, ადამიანმა ბევრი წელი იცხოვროს და ერთხელაც ვერ განიცადოს. მიყვარხართ და გეფერებით, გილოცავთ ყველას ახალ წელს!

 

скачать dle 11.3