კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩინელი ბიჭის თვალით დანახული ქართველი ქალებისა და კაცების უფლებები

გამარჯობა, დედა, როგორ ხარ? ძალიან მენატრებით ყველა. მე არა მიშავს, ვცხოვრობ ძველებურად. 

ამ წერილში მოგიყვები, ვის რისი უფლება აქვს საქართველოში და რისი – არა, თუმცა, ამდენი ხნის განმავლობაში მე თვითონაც ვერ მივხვდი, ისეთი სასწაულები ხდება ხოლმე აქ.

ამ ამბით მას შემდეგ დავინტერესდი, რაც „ფეისბუქში“ ვიღაც კაცის ფოტო გამოჩნდა, რომელსაც ძაღლის თავი უჭირავს ხელში. ატყდა დიდი ამბავი და მითქმა-მოთქმა, აქაოდა, ცხოველს სასტიკად მოექცნენო. როგორც მე მივხვდი, საქართველოში ცხოველს გააჩნია, თორემ, გატყავებული და თავმოჭრილი ცხვრის, ღორის და გარეული ცხოველების ფოტოებს ყველა თავმოყვარე ქართველის ალბომში შეხვდები. ცხოველების ხოცვის ცალკე დღესასწაულებიც არსებობს აქ და, ერთი ძაღლი რა გაუხდათ, ვერ გავიგე.

ადამიანის უფლებებს რაც შეეხება, კონსტიტუციით ყველას უფლება დაცულია, მაგრამ, კონსტიტუციას ვინ უყურებს, ვინმეს თუ თვალში არ მოუხვედი. ამიტომ, ზუსტად ქართველებივით ვიცვამ და ქრისტიანულად ვიქცევი, რომ ვინმეს განსხვავებული რელიგიის, ან, მთლად უარესი – განსხვავებული ორიენტაციის არ ვეგონო, თორემ, შეიძლება, გინებას არ დასჯერდნენ და მიმასიკვდილონ.

საქართველოში მოქალაქეების  უფლებების სიმრავლეს მისი სიმდიდრე განსაზღვრავს, ანუ, რაც უფრო მდიდარია ადამიანი, მით უფრო მეტის უფლება აქვს, ხანდახან – ყველაფრისაც, თუმცა, ეს, ალბათ, ყველა ქვეყანაში ასეა მეტ-ნაკლებად.

ქალისა და კაცის უფლებები აქ მნიშვნელოვნად განსხვავდება. კაცი თუ ცოლს უღალატებს, თითქმის არავინ არაფრად აგდებს, ის კი არა, ხშირად მომისმენია, როგორ სიამაყით ყვებიან ხოლმე ასეთი ქმრები თავიანთ „საგმირო“ ამბებს, მაგრამ, აი, ქალი თუ უღალატებს ქმარს, ეს, შეიძლება, მისთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი აღმოჩნდეს. თუკი ამ ქვეყანაში ქალი თამამად იქცევა, დიდ წარმატებებს აღწევს, თავისუფლად შეუძლია თავისი აზრის გამოთქმა, ასეთი ქალები, უმეტეს შემთხვევაში, გაუთხოვრები, განათხოვრები ან უცხოელების ცოლები არიან.

თითქოს ყველაფრის დაცვის ორგანიზაციები არსებობს საქართველოში, მაგრამ, გონიერად და ფრთხილად თუ არ იცხოვრე, ვერავინ ვერაფრისგან ვერ დაგიცავს. პრინციპში, ერთი მუჭა ხალხია ქართველები და ერთმანეთს არ ინდობენ და, უცხოტომელს რისი იმედი უნდა ჰქონდეს?! ხშირად მინახავს ერთმანეთს დატაკებული უზარმაზარი ჯგუფები, სადაც სისხლიც იღვრება ხოლმე, ძირითადად, პოლიტიკური პარტიების გამო, მერე ეს ხალხი დაიშლება და პოლიტიკოსები ისევ ბევრ ფულს შოულობენ.

მოკლედ დედა, თუ ოდესმე საქართველოში მოხვდები, შენი უფლებების გასარკვევად, კონსტიტუციაში ჩახედვას, ჯობია, ხალხს დააკვირდე და ყველაფერს მიხვდები. 

მერე კიდევ მოგწერ, ჯერჯერობით სულ ეს არის. მომიკითხე ყველა. 

გკოცნით

თქვენი ტობი ვონგი

скачать dle 11.3