კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ტრადიცია დაარღვევინა ალეკო ელისაშვილს პრეზიდენტმა და რაზე ვერ დაითანხმეს ის

ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილი შეწყალების კომისიის ხელმძღვანელის როლში საქმიანობას „დაქოქილი” შეუდგა. ორი კვირა მისაღები სტელას ბაღში ჰქონდა, ტელეკომპანია „კავკასიის“ ეზოში, სადაც ცნობილი ჟურნალისტი პატიმართა ახლობლებს  იღებდა. მილოცვებს იღებს, თუმცა, ფიქრობს, რომ მოსალოცად არ აქვს საქმე. მოულოდნელმა სიახლემ მისი ცხოვრება თავიდან ბოლომდე „ამოატრიალა”, მაგრამ, ამას ისეთი აზარტით ხვდება, უკან არაფერზე იხევს.       

 

ალეკო ელისაშვილი: მილოცვებს კი  ვიღებ, მაგრამ, ვიცი, რომ მოსალოცად არ მაქვს საქმე.  დიდი ქვებით სავსე ზურგჩანთას რომ მოგკიდებენ, ეგ განცდა მაქვს, თუმცა, სიმართლე გითხრათ, წარბი არ შემიხრია,  დიდი შემართებით,  მონდომებული ვეწევი ამ ჭაპანს, რადგან, ძალიან  მომწონს, ხალხს რომ ვეხმარები.

– როგორ ფიქრობ, რატომ გააკეთა გიორგი მარგველაშვილმა არჩევანი შენზე?   რა გაკავშირებდა მასთან, სანამ პრეზიდენტი გახდებოდა?

–  რატომ გაკეთდა არჩევანი ჩემზე, უნდა ჰკითხოთ გიორგი მარგველაშვილს. ნამდვილად არ ვიცოდი, რატომ დამიძახეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, როცა დამირეკეს და მითხრეს – მოდი, შენთან საქმე გვაქვსო. ჩემთვის  ვიფიქრე: თუ საჯარო მოხელეობას მთავაზობენ, უარს ვიტყვი-მეთქი. ახლა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმაზე ხომ არ დამიძახებდნენ, მოდი,  ლუდი დავლიოთო. მე გადაწყვეტილი მქონდა, რომ უარი მეთქვა საჯარო მოხელეობაზე,  რადგან, მე უნდა ვიმუშაო „კავკასიაში” და უნდა ვიყო თბილისის ამქარში – ეს იყო ჩემი პრინციპული გადაწყვეტილება, რასაც,  ჩემი აზრით, საჯარო მოხელეობას ვერ შევუთავსებდი. მოკლედ, მივედი ადმინიტრაციაში, შევხვდი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსსა და შალვა რამიშვილს და მათგან შევიტყვე  ამ გადაწყვეტილების შესახებ. პირველი, რაც ვთქვი – „კავკასიაში“ უნდა დავრჩე-მეთქი. ამაზე მითხრეს, დარჩი, ეს ხელს არ შეგიშლის და ინტერესთა კონფლიქტი არ იქნებაო.  ისიც მითხრეს, ახლავე გვითხარი პასუხიო. მე ვუთხარი – არა, უნდა ვიფიქრო-მეთქი. იქიდან წამოსულმა დავურეკე ჩემს რამდენიმე მეგობარს, ვისი აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია და ჭკუა შემიძლია ვკითხო. მათ მირჩიეს ის, რაც უნდა ერჩიათ. ეს მოცემულობა იდეალური იყო იმითაც, რომ „კავკასიაშიც“ ვრჩები და ამქარშიც, აქტიურ წევრად, რომელსაც უკვე ერთი წელია, თამარ ამაშუკელი ძალიან მაგრად უძღვება. როცა ამ გადაწყვეტილებას დავთანხმდი, მაშინ ისიც ვიფიქრე: მე რომ უარი მეთქვა, ვიღაცას ეგონებოდა, რომ პასუხისმგებლობას გავურბივარ, ვზივარ ეთერში და მარტო  ვლაპარაკობ.  რა ჯობია ამას – მიდი და აკრიტიკე „ნა ლევა, ნა პრავა”.  ამ საქმეში არიფი ვარ – ეს იქაც ვთქვი, როცა ეს სამსახური შემომთავაზეს და, ამიტომაც მოვითხოვე დრო, რომ გავრკვეულიყავი ამ ამბავში.  გავართმევდი თუ არა თავს დაკისრებულ პასუხისმგებლობას. ამაზე რომ  ვიფიქრე, ამიტომაც შევყოყმანდი. მე გარედან ვხედავდი შეწყალების კომისიის მუშაობას, სულ დავიდარაბა  იყო ამ კომისიასთან დაკავშირებით. გვეუბნებოდნენ, რომ ერთ სიას გზავნიდნენ და მერე საიდანღაც სხვა სიები ჩნდებოდა.  

– რა გარანტია გაქვს, რომ ასეთი ამბები აღარ იქნება მომავალში? ამ კომისიის ხელმძღვანელობას შენი   რეპუტაციის ფასად  ხომ არ რისკავ? 

– ახლა ყელმოღერებულად გეტყვით: შეწყალების კომისიის ხელმძღვანელობაზე იმიტომ დავთანხმდი, რომ საკუთარ თავში აბსოლუტურად დარწმუნებული  ვარ. თუ ჩემგან დამოუკიდებლად შეიქმნება სხვა გარემოებები, ამ სახელმწიფოს აქვს საგამოძიებო და ოპერატიული სამსახურები და გამოიძიონ, საკუთარ თავზე ნამდვილად ვარ პასუხისმგებელი. კიდევ ერთი, რაშიც ასევე დარწმუნებული ვარ, არის კომისიის შემადგენლობა. არ დავმალავ, მკითხეს აზრი კომისიის წევრებთან დაკავშირებით და მნიშვნელოვნად გაითვალისწინეს ჩემი მოსაზრება, რითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. არც ისეთი არიფი ვარ, ჩემ გვერდით რაღაც მოხდეს და ვერ გავიგო.  თუ განმეორდა ის, რაც ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს, თუ ისე შეცვალეს სიები, როგორც ადრე ხდებოდა, დავიხურავ ქუდს, დავწერ განცხადებას და კარგად ბრძანდებოდეთ-მეთქი, ვიტყვი. ოღონდ, ამას კი  არ დავმალავ, საჯაროდ გამოვაცხადებ. თუ აბუჩად აგვიგდეს, იქ არ გავჩერდები.  მე არ ვაპირებ საქმეების გაკეთებას ბიძაშვილ-მამიდაშვილობის ხათრით. ყველას ვუთხარი – მეგობრებსაც, ძალიან ახლობლებსაც (სამწუხაროდ, ბევრს ჰყავს ახლობელი ციხეში), ვერაფერს გეტყვით, რა როგორ იქნება, საქმე უნდა იყოს ისეთი, რომელიც შეწყალების პრინციპებში ჩაჯდეს-მეთქი. სიმართლე გითხრათ,  არავის, არც ერთ ჩემს  მეგობარს არ უკადრებია, ვინმე ჩემიანი გამოუშვიო, იციან, რომ შეპყრობილი იდეები მაქვს. ერთი-ორს ჰქონდა დაჟინებული თხოვნა, მაგრამ, ქვა ავაგდე და თავი შევუშვირე.  

– პრეზიდენტს შეხვდი?   რა გაკავშირებდა მასთან, სანამ პრეზიდენტი გახდებოდა? 

– პრეზიდენტს შევხვდი კომისიის წევრებთან ერთად, ყველას ერთად გვითხრა, რაც მას სურდა და ჩვენც ყველამ ერთად ვუთხარით ჩვენი სათქმელი, ეგ იყო და ეგ. რაც შეეხება ჩემს კავშირს გიორგი მარგველაშვილთან, მთელი ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის განმავლობაში, პოლიტიკოსებთან ყოველთვის დისტანცია მქონდა. არც ერთი მეგობარი არ მყოლია პოლიტიკოსთა შორის, არ ვმეგობრობ მათთან, რადგან, მერე რაღაცეებში იზღუდები.  მოვლენ ეთერში, „გამარჯობა, გაგიმარჯოს” და იქ მთავრდება ჩვენი ურთიერთობა.  ერთადერთი „იაღლიში“ მომივიდა და ეს იყო  გიორგი მარგველაშვილი. ვერ წარმოვიდგენდი, ის თუ პოლიტიკოსი გახდებოდა. არ ვმალავ და გეტყვით, რომ ის იყო ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი რესპონდენტი, ძალიან გონიერი და ვიყავით ერთ პოზიციაზე. გადაცემას რომ მოვრჩებოდით, ერთად გავდიოდით ხოლმე ტელევიზიიდან, გზად ლუდს ვიყიდდით და ერთად მივდიოდით სახლისკენ. ორივე მთაწმინდაზე ვცხოვრობთ და ფეხით მივბოდიალობდით ხოლმე. ვსაუბრობდით იმაზე, რაც ეთერში ვერ მოვასწარით. რაც ყველაზე მეტად მომწონდა მარგველაშვილის, იყო ის, რომ არ შეცვლილა არაფრით. როცა გავიცანი, „ჯიპას” რექტორი უკვე აღარ იყო. მასაც არ ულხინდა, მძიმე მდგომარეობა ჰქონდა. როგორიც იყო მაშინ, ასეთი იყო მინისტრობისასაც და მერეც. საპრეზიდენტო კანდიდატი იყო, როცა აქ მოვიდა. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე იყო ჩემთან ეთერში, არც დაცვა ახლდა, არც არავინ. წამოდი, მაღაზიაში ჩავიდეთ, ლუდი უნდა ვიყიდო-მეთქი – ვუთხარი ძველებურად.  აქ ყველას გვახსოვს ოპოზიციური პოლიტიკოსების სტუმრობა.  ისეთი ესკორტითაც  მოსულან, იფიქრებდით,  მარგარეტ ტეტჩერი მოვიდა ან ანგელა მერკელიო.  გიორგის ასეთი რამეები არასდროს სჭირდა. რა ვქნა, მოხდა ასე, რომ დავმეგობრდით, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისგან დავალებები და შეკვეთები მივიღო, ან რამე ისეთი ქნას და მე არ გავაკრიტიკო. მის ძველებურად რესპონდენტის როლში ყოფნას კი შეველიე და ეგ არის. არადა, იმას რა ჯობდა: მოვიყვანდი გიორგის, დავუსვამდი თავხელიძეს და კანფეტივით  გადაცემა გამოდიოდა. რა ვქნა, ჩემი საყვარელი რესპონდენტების უმეტესობა მთავრობაში წავიდა (იცინის). 

– როგორ შეცვალა ამ სამსახურმა შენი ცხოვრება?

– ჩემი ცხოვრება ამოტრიალდა 180 გრადუსით.  ის, რაც ყველაზე მეტად მეხმარება ამ ამბავში, არის ჩემი სამსახური „კავკასიაში”, სადაც მუდმივად მაქვს საშუალება, მქონდეს ურთიერთობა ხალხთან. ხომ ხედავთ, როგორი დემოკრატიული სივრცეა – კარს აღებ და პირდაპირ შემოდიხარ. მეცინება ხოლმე, როცა ვიღაც მირეკავს და მეკითხება: საშვი არის საჭიროო? ხალხი მოდის პირდაპირ და მესაუბრება, თუმცა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში,  ჩვენი საუბრის თემა სპეციალიზირებულია – შეწყალებებს ეხება. ადრე ეს თემა ფართო იყო: თბილისში არსებული უკანონო  მშენებლობები, იქ ვიღაცას ასახლებდნენ  ბინიდან, იქ ვიღაცას რაღაც სხვა უჭირდა. ახლა ინსტიტუციურად შემიძლია, დავაკვალიანო ეს ხალხი.  ვერ წარმოიდგენთ, რამდენი ზარი შემოდის ჩემს ტელეფონზე, რამდენი წერილი მომდის „ფეისბუქზე“, ბევრი მირეკავს ციხიდან.

– კაბინეტი არ გაქვს? ჯერ არ დაბანაკებულხარ კანცელარიაში?

–  დღეს მომცეს სამუშაო ოთახი.  მართლა უხერხული იყო – ხალხს ქუჩაში, აქ, სტელას ბაღში ვიღებდი.  ელენე თევდორაძის ოთახი დამიტოვეს. პატარა ოთახია, მაგრამ, მეტი რად მინდა.  გუშინ დავრეკე და ვუთხარი, ეს პრობლემა მომიგვარეთ-მეთქი. ამას წინათ, წვიმაში ვიღებდი ხალხს, ქუჩაში. თვითონ, ალბათ, არც გახსენებიათ ეს საკითხი და მე ხომ არ დავაჩქარებდი? ელენე თევდორაძესაც თავისი ნივთები ჰქონდა წასაღები. ასაკოვანი ქალია, ხომ ვერ ვეტყოდი, ჩქარა ოთახი დამიცალე-მეთქი. მე მასთან ეტიკეტი არ დამირღვევია. იმაში ვეთანხმები – ნამდვილად კარგი იქნებოდა, ეს ყველაფერი ტელევიზიით რომ არ გაეგო. მე ვერ დავურეკავდი, ჩემგან არ იქნებოდა სწორი საქციელი.  ჩვენ შევხვდით,  მან გადმომაბარა საქმეები, ისე კარგად დამაკვალიანა, მადლობის მეტი რა მეთქმის, იმიტომ რომ პირველ კვირას, სანამ საქმეებში გავერკვეოდი, ისე ვინერვიულე, ღამეები არ მეძინა, სტალინივით ბოლთას ვცემდი სახლში (იცინის). ისეთ მძიმე თემებთან მაქვს შეხება, ეს არაა იოლი,  მაგრამ, ვიღაცას ეს საქმე ხომ 

скачать dle 11.3