კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები

* კონსერვატორმა ინგლისელებმა მხოლოდ 1947 წელს გააუქმეს თანამდებობა, რომელზე დანიშნული პირიც ნაპოლეონ ბონაპარტის ინგლისში ჩასვლა-წამოსვლას ზარბაზნის სროლით ამცნობდა ხალხს.

* არამეული ენა, რომელზეც წმიდა მარიამი ლაპარაკობდა, დღევანდელი აისორების სალაპარაკო ენაა.

* დოსტოევსკის მუზეუმში არის დარბაზი, სადაც 74 სხვადასხვა ფორმის ნაჯახია გამოფენილი. ისინი გამოიყენებოდა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა თეატრში დადგმულ სპექტკალში – „დანაშაული და სასჯელი.“ 

* რომაელებს ჰქონდათ ფრაზა – AB OVO, რაც დაახლოებით ითარგმნება, როგორც „დაწყება“, „უპირველესად“, სიტყვასიტყვით კი ნიშნავს „კვერცხიდან“. საქმე ისაა, რომ ისინი სადილს ყოველთვის კვერცხით იწყებდნენ.

* ბუმერანგის გასროლის სიშორის რეკორდი – 130 მეტრი – ავსტრალიელ ფრენკ დონელინს ეკუთვნის.

* სიტყვა „ბარი“ „ბარიერისგან“ წარმოიშვა.

* ცნობილი ბელორუსული ხალხური ცეკვა „ბულბა,“ კარტოფილის აღებისას სრულდებოდა და, რადგან ამ დროს ხელები ძალიან ჭუჭყიანი ჰქონდათ, მოცეკვავეები მათ ზურგს უკან მალავდნენ. ეს ტრადიცია ამ მოდერნიზებურ ცეკვასაც შემორჩა.

* ავსტრალიელმა გამყიდველმა ფრედ ჯოუნსმა სამკილომეტრიანი მოგზაურობა ჩაატარა გაბერილი ბუშტებით და თავის საქონელს ასე გაუკეთა რეკლამა.

* ჯამახირია არაბულად იგივეა, რაც რეჩ პოსპოლიტა, ანუ – რესპუბლიკა.

* იაპონიის ქალაქ მაცუსიროში სტუმრებს მიწისძვრის შემთხვევაში კომპენსაციის სახით ლუდს ურიგებენ; სამადგილიან ნომრებში მყოფებს – ნახევარ ფასს ახდევინებენ, ხოლო ოთხ და მეტადგილიანში მობინადრეები გადასახადიდან სრულიად თავისუფლდებიან. 

* კასპიის ზღვიდან ჩრდილო-დასავლეთით მქროლავ ქარს ადგილობრივი მცხოვრებლები ივანს ეძახიან, სამხრეთ აღმოსავლეთისას კი – მუჰამედს.

* ბირმაში არის მიაუს ტომი, რომელშიც შედის თეთრი, წითელი, ლურჯი, შავი და ჭრელი მიაუები – ისინი ამგვარად ტანსაცმლის ფერის მიხედვით იყოფიან.

* იქ, სადაც ნიანგებია, ბეჰემოტები არ ბინადრობენ, რადგან, ნიანგები პატარა ბეჰემოტებს ჭამენ, ხოლო ბეჰემოტები ნაპირზე გამოდიან და ნიანგების კვერცხებს თელავენ.

* ძველი რომაელები კბილის ჯაგრისისა და პასტის ნაცვლად ზეთისხილის რტოს იყენებდნენ.

скачать dle 11.3