კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ფილარმონიის პაროდისტი ტრუსიკიანი „მკვდარი“

1999 წელია. ფილარმონიის პაროდისტი, მსახიობი დათო მამაცაშვილი ჯგუფთან ერთად სამტრედიაშია გასტროლებზე.

კონცერტის შემდეგ „მაგარი“ ბანკეტი გამართეს ამათ პატივსაცემად და ბევრი რომ არ გავაგრძელო, დათო ჭუკივით გამოთვრა. სასტუმრო რემონტში იყო და ყველა მსახიობს ადგილობრივი მოსახლეები მასპინძლობდნენ ვაკე მიდამოზე ჩამწკრივებულ, ერთნაირჭიშკრიან სახლებში.

მოკლედ, დათომ სუფრა ბოდიშის მოხდით მიატოვა და თავისი საცხოვრებლისკენ გაემართა შუაღამეზე, ბანცალ-ბანცალით, „ჭიშკარ-ჭიშკარ, შარა-შარა“... აერია მისამართი, ან როგორ არ აერეოდა, როცა ერთმანეთის მიბაძვით, ყველას ერთნაირი ჭიშკრები ჩაემწკრივებინათ „მტრის ჯინაზე“.

ერთი მიამგვანასავით (აქააო...) და შეაბიჯა მხნედ. ეზოში შუქი ენთო და კიბით მხნედვე ავიდა გრძელ „ბალკონზე“. იქვე ტახტი დალანდა. „აკურატნად“ გაიხადა ჯინსი და „საროჩკა“ და გაწვა ტახტზე დანდობილად.

ის იყო, გვარიანი ხვრინვა ამოუშვა (ხვრინვაა – კაცს რომ ღუპავს ხშირად) და წივილ-კივილიც ჩაესმა:

– უი, უი, უი! შე საზიზღარო ტიტლიკანა, უნამუსო მამაკაცო! ადექი, ადექი, შე გათახსირებულო!

დაფეთებული დათო წამოხტა და კიბისკენ „დაგაზა“ ტრუსიკისამარამ.

... თურმე სულ სხვა სახლში მოხვედრილა. იმ ოჯახის უფროსი მძღოლი ყოფილა  („დალნი რეისის“) და თურმე იმ ღამეს ბრუნდება.

ცოლი ყვიროდა...

იყვირებდა, აბა, რა ჭირს იზამდა? აშკარა შარი ეჭირა ხელში.

დათო ძუნძულით გავარდა და „მეოთხე“ სიჩქარით გარბის დაფეთებული, – ვაიმე, დედა, მიშველეო!..

უკან რომ ხმაური შენელდა, ცოტა შეისვენა და უკუნ სიბნელეში ერთი განათებული ნათურა დალანდა. დალანდა და დარჩენილი ძალით იქით გაბანცალდა, დაჩაგრული „ადინოჩკა ვოლკივით“.

... სასაფლაოზე აღმოჩნდა. განათებულ „ქოხში“ შევიდა და იქვე, სახელდახელოდ მოწყობილ ნარზე წამოწოლილ კაცს დაადგა თავზე.

„ოთახი“ პატარა იყო. მობინადრე ხმამაღლა და მონოტონურად ხვრინავდა. პატარა ჯორკო იდგა პატარა მაგიდასთან და ამ ჯორკოზე ჩამოისვენა აქოშინებულმა. შუბლზე არ ეწერა, მაგრამ დათო მიხვდა, რომ მძინარე სასაფლაოს დარაჯი იყო.

ცოტა რომ დამშვიდდა, მაგიდაზე გამჭვირვალე სითხიანი ბოთლი შეამჩნია, ჭიქაც იქვე იდო, ყველაფერი „მოწვა“. დაისხა და გადაჰკრა. გააჟრჟოლა და ტვინიც ამუშავდა. „დარაჯია ეს... ოტკაა ეს... ამას დალევა ნაყვარება... მეც...“ დაისხა კიდევ და დალია. მთლიანად დაუბრუნდა განსჯის უნარი... ცოტაც მოწრუპა ბოთლიდან და მაგარ კაიფშია... მძინარე კაცს დაადგა და უყურებს... უყურებს და ფიქრობს.

ამ დროს კაცმა ერთიც ამოიხროტინა და თვალები დააჭყიტა. დათო ადგას თავზე.

– ე.. ეე... რამხელა თავი გაქვს... იყო პირველი რეაქცია გაღვიძებულისგან, – ვინ ხარ, კაცო, შენ?!

– დათო ვარ მე, მამაცაშვილი, – ალალად გაუღიმა ამან – დათომ.

– მოიცა შენ! მოიცა... დათო... დათო... – ჩაფიქრდა კაცი, – რომ არ მახსოვხარ? ლოთიანად, გამახსენე ერთი, როდის მოკვდი შენ?

– არა, ბატონო, მე მკვდარი კი არა, დათო ვარ, მამაცაშვილი.

 – ააა... გასაგებია, მკვდრებთან მოგივიდა „ხიპიში“, გაცოცხლდი და ახლა მე გინდა გამხვიო შარში? მე შემომეკედლე არა?! მაინც გიპოვიან!

– აუ! არა, არა, ბიძია დარაჯო, მე გზა ამებნა...

– გზააბნეული მკვდარი ხარ, კაცო? – შევიდა მდგომარეობაში დარაჯი.

– არა, ცოცხალი ვარ მე... ცოცხალი... 

– აუ, ჩემი... ახლა მკვდრებმაც თუ დამიწყეს, ბიძია, ვოტკაში „წილები“, კარქათ ყოფილა ჩემი საქმე! ჩაძვერი ახლავე მიწაში, შე ტიტლიკანა მკვდარო, შენ! შე უპატრონო, გამოსვენების დროს შარვალ-კოსტუმის ჩაცმა დაავიწყდათ შენ ჭირისუფლებს?! ჩაძვერი შენ საფლავში, გელაპარაკები მე შენ!

დაფეთებულმა დათომ ბოთლს ხელი გაჰკრა და რომ უნდა წამოხტეს, დარაჯი საბოლოოდ გამოფხიზლდა და გაასწრო. გარბის დარაჯი და უკან ტრუსიკ-მაიკიანი დათო მისდევს.

... გათენებულა... მხარზე თოხგადადებული ყარამანა ბლიაძე ყანისკენ მიდის ღიღინ-ღიღინით, „ვსტრეჩნი“ დარაჯი დაინახა და შეცბა.

– საით გარბიხარ, თეოდოს, საით? – გაჩუმდი, კაცო, მკვდარი მომდევს, ტრუსიკით! – „დაუბარა“ დარაჯმა და გაშპა... დათო რომ დაინახა, ყარამანმა, – უი, უიო! – დააგდო თოხი და თეოდოსს „დაუაბგონა“... მგონი, ახლაც გარბიან.

დათო მამაცაშვილი კი ისევ ფილარმონიის პაროდისტია.

 

скачать dle 11.3