კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2017 (159)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)

დევიდ დათუნასა და “გუგლის„ ახალი არტ-პროექტი

დეკემბრის დასაწყისში, მაიამიში, პრესტიჟულ გამოფენაზე „კივი არტს გრუპისა” და „გალერეა შუკინის” თანადგომით, ინოვაციური, ინტერაქტიური და სოციალური ახალი არტ-პროექტის პრეზენტაცია შედგება, რომლის შემოქმედები არიან ნიუ-იორკში მცხოვრები, წარმოშობიოთ ქართველი მხატვარი დევიდ დათუნა და კომპანია „გუგლი.” პროექტის სახელწოდებაა Viewpoint of Billions და ეს არის „გუგლის” ახალი პროდუქტის „გუგლის სათვალისა” და დევიდ დათუნას თანამშრომლობის პირველი ეტაპი. სპეციალურად პროექტისთვის დევიდ დათუნამ, თავის ჩვეულ სტილში, ოპტიკური ლინზების გამოყენებით შექმნა ამერიკის შეერთებული შტატების დროშა, რომელიც შეიცავს პოზიტიურ და ნეგატიურ ელემენტებს, ხოლო „გუგლის სათვალის” საშუალებით შესაძლებელი გახდება დროშაში მხატვრის ხედვის და, ასევე, ვიდეო და ინტერაქტიური გამოსახულებების დანახვა. დათუნას დროშა, ასევე, კონტაქტში შევა აუდიტორიასთან და „გუგლის სათვალის” მეშვეობით კითხვების დასმისკენ უბიძგებს. მხატვართან ერთად პროექტზე „გუგლის” ახალი პროდუქტის – „გუგლის სათვალის” შემქმნელები მუშაობდნენ და, კომპანიის მტკიცებით, ეს თანამშრომლობა არის ახალი სიტყვა თანამედროვე ხელოვნებაში.

скачать dle 11.3