კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2017 (162)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)
აპრილი 2017 (220)

გოჩა კეკიშვილმა მესამე მსოფლიო რეკორდი დაამყარა

 

„ლიდერბეთის“ მხარდაჭერით 12 ნოემბერს თბილისში კიდევ ერთი საინტერესო ღონისძიება ჩატარდა. ქართული საზოგადოება ნიჭიერი ადამიანების სიმრავლითა და რეკორდსმენთა რაოდენობით უდაოდ განებივრებულია – ამჯერად, მსოფლიოს ორგზის რეკორდსმენმა, გოჩა კეკიშვილმა, მესამე მსოფლიო რეკორდი დაამყარა. 

ღონისძიება საკმაოდ დიდხანს იგეგმებოდა და რეკორდსმენიც სერიოზულად ემზადებოდა მესამე მსოფლიო რეკორდისთვის, თუმცა, როგორც თავად აღნიშნა, ცოტა არ იყოს, ნერვიულობდა ახალი გამოწვევისა და რეკორდის დამყარების წინ. სანახაობა კავკასიის რეკორდების ფედერაციის ეგიდითა და ორგანიზებით შედგა, რომელიც მრავალი საინტერესო ღონისძიების ხელშემწყობი და სულისჩამდგმელია. 

გოჩა კეკიშვილმა შეკრებილ საზოგადოებას საინტერესო სანახაობა შესთავაზა: საათნახევრის განმავლობაში, ორივე ხელით წოლბჯენში, 3 675 მიზიდვა შეასრულა და კიდევ ერთხელ შეძლო გინესის რეკორდების წიგნში საკუთარი სახელის ჩაწერა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სპორტული მიმომხილველები და ფედერაციის წარმომადგენლები, რომლებმაც მიულოცეს სამგზის რეკორდსმენს და დაჰპირდნენ საზოგადოებას, რომ მომავალშიც მრავალ სასიამოვნო სიურპრიზს შესთავაზებენ.

 

скачать dle 11.3