კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: რამდენჯერ არის რეკომენდებული ძაღლის დაბანა ერთი თვის განმავლობაში?

პასუხი: ეს კითხვა ძაღლის პატრონებს ხშირად აინტერესებთ. აუცილებელია, გაითვალისწინოთ ის გარემოება, რომ ძაღლის კანი და ბეწვი არა მხოლოდ მექანიკურად, არამედ სხვადასხვა ქიმიური მექანიზმებით უზრუნველყოფს ორგანიზმის დაცვას მიკრობების მავნე ზემოქმედებისგან. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ცხიმოვან ჯირკვლებს. ხშირი დაბანის შემთხვევაში, დამცავი ცხიმოვანი ფენის განლევა ხდება, რის გამოც ცხიმის გამომყოფი ჯირკვლები იწყებს დაძაბულ მუშაობას. ეს კი ჰიპერტროფირებას და საბოლოო ჯამში, სებორეული დერმატიტის განვითარებას იწვევს.

კითხვა: შეიძლება თუ არა, ძაღლს ვაჭამოთ რძის პროდუქტები? თუ შეიძლება, მაშინ რა რაოდენობით?

პასუხი: ძაღლისთვის უმარილო ყველის მიცემა დასაშვებია, მხოლოდ მცირე რაოდენობით. ასევე, შეგიძლიათ, რძის პროდუქტებიდან აჭამოთ ხაჭო და მაწონი. რაც შეხება სხვა სახის რძის პროდუქტებს, დაუშვებელია მათი მიცემა, რადგან ეს გამოიწვევს სხვადასხვა სახის გართულებას. ასე რომ, იმედია, გაითვალისწინებთ ამ რჩევას და გაუფრთხილდებით თქვენი ოთხფეხა მეგობრის ჯანმრთელობას.

კითხვა: მყავს 6 წლის სტაფი. ძალიან ალერსიანი ძაღლი იყო, მაგრამ უკვე რამდენიმე თვეა, საგრძნობლად გაავდა. ეს ასაკობრივია თუ სხვა მიზეზი შეიძლება იყოს.

პასუხი: არ არის გამორიცხული, ეს პრობლემა ასაკობრივი იყოს, ან რაიმე ფაქტორი აღიზიანებდეს ძაღლს. უმჯობესია თუ ძაღლს კინოლოგს უჩვენებთ, რომელიც დაგეხმარებათ აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში. ზეპირად ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა შეუძლებელია.

კითხვა: შეიძლება თუ არა ძაღლის დაბანა ადამიანისთვის განკუთვნილი შამპუნით?

პასუხი: დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა სიხშირით და რა საშუალებებით ხდება ცხოველის დაბანა, გაწმენდა და დავარცხნა. დღევანდელ პირობებში არსებობს ბეწვის მოვლისა და დამუშავების ძალიან ბევრი საშუალება, მაგრამ მათგან უნდა შეირჩეს ისეთი, რომელიც ხარისხიანია და არ გამოიწვევს ალერგიულ რეაქციებს, კანის გამოშრობას და ბეწვის დაზიანებას. გახსოვდეთ და არასდროს დაივიწყოთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ადამიანის შამპუნის გამოყენება.

კითხვა: ანტიბიოტიკების მიღება თუ არის რეკომენდებული ძაღლებისთვის? 

პასუხი: დაუშვებელია ანტიბიოტიკების თვითნებურად გამოყენება. ლაბორატორიული გამოკვლევის გარეშე, მათი თვითნებური დანიშვნა ან ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის ხანგრძლიობის თვითნებური შეწყვეტა აუარესებს ძაღლის შემდგომ მდგომარეობას. განსაკუთრებით სიფრთხილეა საჭირო გენტამიცინისა და ბისეპტოლის თვითნებური გამოყენების დროს. აღნიშნული პრეპარატები ხასიათდება მაღალი ნეფროტოქსიკურობით და იწვევს ჰიპერსალივაციას და ღებინებას. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ზოგი სახის ვეტერინარული პრეპარატის გამოყენება, დაუშვებელია თვითნებურად, დიაგნოზის დაზუსტების გარეშე მათი ტოქსიკურობისა და ზოგიერთი ჯიშის გენეტიკური თავისებურებების გამო. 

 

 

скачать dle 11.3