კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: როგორ გავახარო როზმარინი და რა სარგებლობა მოაქვს ამ მცენარეს?

პასუხი: როზმარინის სამშობლო ეგვიპტეა; ის, ასევე, მიჩნეულია სუბტროპიკულ მცენარედ, რომელიც ძალიან ლამაზია და მარადმწვანეთა ჯიშს განეკუთვნება. მას იყენებენ როგორც ჭრილობების მოსაშუშებლად, ისე შინაგანი დაავადებებისთვის;  აგრეთვე, კუჭ-ნაწლავისა და სისხლის გამწმენდ საშუალებად. როზმარინი ძალიან იოლი  მოსავლელია, რადგან ყინვებს ადვილად უძლებს. მას აქვს ძალიან ლამაზი ყვავილები, მისი ფოთლები კი გამოიყენება კერძებში, როგორც სანელებელი. მცენარე ხარობს, როგორც თესლით, ასევე კალმითაც, მაგრამ კალმები შეიძლება აიჭრას ადრე გაზაფხულზე და დაკალმდეს მცენარე, როდესაც დაფესვიანებას იწყებს. როდესაც შენიშნავთ ახალ ამონაყარს, მიხვდებით, რომ მცენარე მზად არის გადასარგავად. როზმარინს სჭირდება ფართო ქოთანი, სადაც ის ფესვებს კარგად გაუშვებს და თავისუფლად გაიზრდება. შეგიძლიათ, როზმარინი დატოვოთ გარე კლიმატში – მას გაყინვის საშიშროება არ დაემუქრება. 

კითხვა: ბინაში მაქვს ასპიდისტრა, რომელმაც დაიწყო გაყვითლება. იქნებ, მირჩიოთ, როგორ ვუშველო?

პასუხი: ასპიდისტრა ტროპიკული ქვეყნებიდანაა; ასევე, მისი სამშობლოა ავსტრალია. ეს მცენარე ძალიან ლამაზია. მას ხშირად პალმას ამსგავსებენ, მაგრამ, ის ბალახოვანია და პალმების ოჯახში არ შედის. მცენარე მარადმწვანეა და ძალიან იოლი მოსავლელია. არსებობს მცენარის ორი სახეობა: ჭრელი და მწვანე. მცენარე ყვითლდება მაშინ, როდესაც არ ყოფნის ადგილი. ასეთ დროს ფესვები იწყებს ლპობასა და გაყვითლებას. ამიტომ, გირჩევთ, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ მცენარე გადარგოთ დიდ ქოთანში. თუ გსურთ, შეგიძლიათ, ის გაყოთ რამდენიმე ნაწილად, რომ ახალი ამონაყრების ამოსვლა დაიწყოს. ასპიდისტრა ძალიან იოლი გასახარებელია როგორც ეზოში, ისე სახლის პირობებში. მას უყვარს ჩრდილიანი ადგილი, სადაც უპრეტენზიოდ გრძნობს თავს. ზაფხულში ირწყვება კვირაში ორჯერ, ზამთარში კი – 15 დღეში ერთხელ. ეზოს პირობებში მცენარეს ზამთარში მორწყვა არ სჭირდება.

კითხვა: სჭირდება თუ არა პილეას ბევრი წყალი?

პასუხი: აქტიური ზრდის პერიოდში მიწა მუდმივად ტენიანი უნდა ჰქონდეს. ზამთრის სიცივეში, როდესაც მცენარეს, ფაქტობრივად, სძინავს, მიწას შეშრობა უნდა აცადოთ და იშვიათად მორწყათ – მას ზედმეტი წყალი ვნებს. ზაფხულში ორ კვირაში ერთხელ მორწყეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით. ფორმის შესანარჩუნებლად მცენარე რეგულარულად გაკრიჭეთ.

კითხვა: როგორ სინათლესა და ტემპერატურაზე უნდა მოვათავსო ეონიუმი?

პასუხი: ამ მცენარეს მთელი წლის განმავლობაში სჭირდება სინათლე, ზამთარშიც კი ნათელ ადგილას უნდა დადგათ. რაც შეეხება ტემპერატურას, მას ამ დროს სიგრილე მოსწონს და შეგიშლიათ ამყოფოთ 8-11 გრადუსზე, ხოლო ზაფხულში მისთვის 18-24 გრადუსიც საკმარისია.

კითხვა: როდის ყვავის კლივია?

პასუხი: კლივია რეგულარულად ყვავის, თუკი ზამთრის დასაწყისში დაასვენებთ, ანუ, ორი თვის განმავლობაში დაახლოებით 7 გრადუს ტემპერატურაზე უნდა ამყოფოთ და იშვიათად მორწყათ. ეს ყველაფერი მცენარეს ხელს შეუწყობს, დროულად იყვავილოს. ზედმეტი სითბო მისთვის არ შეიძლება, რადგან ეს ყვავილობის პერიოდს შეამოკლებს.

 

 

скачать dle 11.3