კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: რა იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას და როგორ უნდა ავიცილოთ ის თავიდან?

პასუხი: როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, დაბერებას იწვევს ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილის მოლეკულებისა და ოქსიდანტების ურთიერთქმედება, რის შედეგადაც იწყება ჯაჭვური რეაქცია; ეს ხელს უწყობს სხეულის შიგნიდან რღვევას და აჩქარებს დაბერების პროცესს, რაც თანდათან „ამოტივტივდება“ ზემოთ და ვრცელდება კანზეც. ანუ, ამ ყველაფრის მიზეზი არის ანტიოქსიდანტების ნაკლებობა. მის თავიდან ასაცილებლად, სისტემატურად მიიღეთ ის პროდუქტები, რომლებიც ჭარბად შეიცავს A, C და E ვიტამინებს, მიკროელემენტებს – სელენსა და თუთიას, თუმცა, სპეციალური პრეპარატების დახმარებაც იქნება საჭირო, რასაც ექიმი-კოსმეტოლოგი დაგინიშნავთ. ამასთან, მაქსიმალურად მოერიდეთ მზეზე დიდხანს ყოფნას, სოლარიუმებს და მიირთვით მხოლოდ ეკოლოგიური პროდუქტი.

კითხვა: მაქვს ძალიან ხვეული თმა, რომელიც, პრინციპში, მომწონს, მაგრამ, ხანდახან მომინდება ხოლმე რაღაცის შეცვლა, ვთქვათ – გასწორება, თუმცა, სალონში წასვლის საშუალება ყოველთვის არ მაქვს. რას მირჩევთ?

პასუხი: საერთოდ, ხვეული თმა უფრო მშრალია (მთელ სიგრძეზე), ვიდრე სწორი ან ტალღოვანი. ამიტომ, აუცილებელია მისი სისტემატური დატენიანება სპეციალური საშუალებებით – ეს თმას გააჯანსაღებს კიდეც და უფრო მორჩილსაც გახდის ვარცხნილობის შეცვლის დროს. გასწორებისას, უთოს გამოყენების წინ, აუცილებლად დაიმუშავეთ თმა თერმოდამცავი სპრეით, რომ ღერები არ დაზიანდეს.

კითხვა: დიეტის დროს ყოველთვის ვჭამდი უმ სტაფილოს, მაგრამ, ახლობელმა მითხრა, რომ მოხარშული სტაფილო უფრო სასარგებლოა. მართალია თუ არა ეს?

პასუხი: დიახ, ეს სიმართლეა. ბეტა-კაროტინი, რომლითაც ასე მდიდარია სტაფილო, მიეკუთვნება თერმოსტაბილური ვიტამინების ჯგუფს და, თერმული დამუშავების დროს, არათუ არ ხდება მისი დაშლა, არამედ, იღებს ორგანიზმისთვის ადვილად ასათვისებელ ფორმას.

 

скачать dle 11.3