კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა:  სახლში ტელევიზორი სულ ჩართული გვაქვს. შესაბამაისად, ბავშვებიც უყურებენ, თან იმავე ოთახში სძინავთ. საშიშია ეს ჯანმრთელობისათვის? გამოსხივება დიდი აქვს? 

პასუხი: ტელევიზორები, მობილურები და კომპიუტერები ელექტრომაგნიტური გამოსხივების წყაროა, რაც უარყოფითად მოქმედებს ჩვენს და მით უმეტეს, ბავშვების ნერვულ სისტემაზე, განსაკუთრებით საძინებელ ოთახში. ამიტომ, ეცადეთ, ძილის წინ ოთახი გაანიავოთ. უკეთესია, ბავშვი სუფთა ჰაერზე ასეირნოთ, შინ მშვიდი, მყუდრო გარემო შეუქმნათ. 

კითხვა: ასუქებს თუ არა წყალი მისი დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში? 

პასუხი: წყალს კალორია არ აქვს. ბევრს ჰგონია,  რომ წყალი ჭარბი წონის დაგროვებას უწყობს ხელს. სინამდვილეში წყალი ბუნებრივი შარდმდენია. დიდი ოდენობით წყლის სმა წონის დაკლების საუკეთესო საშუალებაა. უფრო მეტიც: თუ შემაწუხებელ შიმშილს ვეღარ უძლებთ, გირჩევთ, ხშირად სვათ წყალი. ის მადას დაგიქვეითებთ.

კითხვა: მაინტერესებს, სასარგებლოა თუ არა სტაფილოს ყოველდღიური მიღება? 

პასუხი: ზოგადად, სტაფილო სასარგებლო ბოსტნეულია, მდიდარია ვიტამინებით (განსაკუთრებით A პროვიტამინით) და სხვა ბიოაქტიური ნივთიერებებით. თუ ყოველდღიურად სტაფილოს ზომიერი რაოდენობით მიიღებთ, თქვენი ჯანმრთელობისთვის ეს სასარგებლო იქნება. მაგრამ საჭიროა, ზომიერების დაცვა, რადგან სტაფილოში შემავალი პიგმენტი ზოგჯერ კანის ჰიპერპიგმენტაციას იწვევს. 

კითხვა: შესაძლებელია თუ არა, რომ ნაცხის ანალიზში ტრიქომონა არ გამოჩნდეს? ზღვიდან თუ გადადის?

პასუხი: ტრიქომონა ნაცხში უნდა გამოჩნდეს. დაავადება ვრცელდება მხოლოდ სექსუალური კონტაქტით და მას ადამიანის გარდა, სხვა რეზერვუარი არ ჰყავს, საერთო აბაზანა-ტუალეტის ხმარებით, ზღვიდან, პირსახოცით და ასე შემდეგ. ტრიქომონიაზი არ გადადის.

კითხვა: ვარ 14 წლის, იდაყვები მაქვს ყოველთვის შავი, ჩვეულებრივად კი კანის ფერი თეთრი მაქვს. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? 

პასუხი: უნდა მიმართოთ დერმატოლოგს ფსორიაზის გამოსარიცხად. თუ ეს არ დადგინდა, მაშინ უნდა მიმართოთ ენდოკრინოლოგს ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციის გამოსარიცხად. თუ ფარისებრი ჯირკვალიც წესრიგში აღმოჩნდა, მაშინ იდაყვების გაუხეშების მიზეზი იქნება ხახუნი.

 

скачать dle 11.3