კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: სულ ვკითხულობ სახარებას, მაგრამ, ბევრ რამეს ჩემებურად განვმარტავ და ამის გამო ხშირად დავაც მომდის მრევლში. როგორ უნდა გავერკვიო მართებულად ბიბლიის საკითხებში?

პასუხი: ამის პასუხად გთავაზობთ ეგნატე ბრიანჩანინოვის შეგონებას: „ნუ გაკადნიერდები, თავად განმარტო სახარება და წმინდა წერილის სხვა წიგნები. სულიწმიდა განმარტავს მათ წმინდა მამების მეოხებით. ხოლო ღვთის სიტყვა, სიტყვა ხსნისა, კადნიერი განმმარტებლისთვის იქცევა მომაკვდინებლად, ორლესულ მახვილად, რითაც ისინი განიგმირავენ თავს მარადიული დაღუპვისთვის“.

კითხვა: მართლა ასვენია თუ არა სვეტიცხოველში წმიდა ილია წინასწარმეტყველის კვართი (ხალენი)?

პასუხი: დიახ, წმიდა ილია წინასწარმეტყველის ხალენი, რომელიც მისგან ელისე წინასწარმეტყველს ხვდა წილად, ნაბუქოდონოსორისგან დევნილმა ებრაელებმა ჩამოიტანეს მცხეთაში და ის სვეტიცხოველშია დავანებული.

კითხვა: შეუძლია თუ არა მოუნათლავ ადამიანს ეკლესიაში სანთლის დანთება?

პასუხი: მოუნათლავ ადამიანს შეუძლია ეკლესიაში სანთლის დანთება, მაგრამ, მას ეკრძალება საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობა.

კითხვა: სასარგებლოა თუ არა საერო პირისთვის ფსალმუნების ხშირად წაკითხვა?

პასუხი: ფსალმუნების კითხვა ბოროტ სულს განაგდებს თქვენგან და თქვენს სულში სულიწმინდას ჩაასახლებს. „ფსალმუნთა კითხვითა და მოწყალების გაღებით სული განიწმინდება ცოდვებისგან“, – ამბობდა გიორგი ზადონელი.

скачать dle 11.3