კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რუსეთის ტახტის მემკვიდრე დედით ქართველია, მის შვილს კი პაპის, გიორგი ბაგრატიონის პატივსაცემად დაარქვეს სახელი

 საუკუნეების განმავლობაში ბაგრატიონები დანათესავებულნი იყვნენ ძველი დინასტიების წარმომადგენლებთან, ბიზანტიელ იმპერატორებთან – პალეოლოგოსებთან, კომნენებთან, დუკებთან, ბოტინაიტებთან და სხვებთან. აგრეთვე, არმენთა, ოვსთა, შარვანელთა, ყივჩაღთა, მონღოლთა, ჩერქეზთა, დაღესტნელთა, ყაბარდოელთა, ერაყელთა, ოსმალოთა და ირანის დინასტიებთან.

 1801-1810 წლებში ქართული სამეფოების ანექსიის შემდგომ ბაგრატიონები რომანოვების ქვეშევრდომებად იქცნენ. ამრიგად, რომანოვების საიმპერატორო დინასტიის წარმომადგენლებს ბაგრატიონების საგვარეულოს წარმომადგენლებთან ქორწინება სასურველად არ მიაჩნდათ. ასეთი პრეცედენტი კი მოხდა, მაგრამ ის არ ჩაითვალა დინასტიურ ქორწინებად და აი რატომ. 

რუსეთის იმპერიაში ტახტის მემკვიდრეობის ძალიან მკაცრი კანონები იყო ყოველთვის.

ტახტის მემკვიდრეს დიდი მთავარი (გåëèìêèé კíÿçü) და „ცესარევიჩი“ (უåñჭðåìâè÷) ეწოდებოდა, მის ძმებს – დიდი მთავრები და „ცარევიჩები“ (უჭðåâè÷), დებს – „ცარევნები“.

ამ შემთხვევაში რუსული ტერმინი კíÿçü უნდა ვთარგმნოთ მთავრად და არა თავადად, ასე უფრო სწორად გადმოიცემა ის შინაარსი, რაც იგულისხმებოდა საიმპერატორო ოჯახის წევრების უმაღლეს ტიტულში.

დიდ მთავრებად მოიხსენიებოდნენ იმპერატორის შვილები და შვილიშვილები, ხოლო შვილთაშვილები კი იწოდებდნენ „საიმპერატორო სისხლის მთავრებად“ (კíÿçü èìïåðჭòîðñêîé êðîâè). ყველა მათგანს ეწოდებოდა „მისი საიმპერატორო უმაღლესობა“.

ასეთი ტიტული მათ აძლევდა საშუალებას, ტახტის სამემკვიდრეო სიაში ყოფილიყვნენ, მიეღოთ სხვადასხვა პრივილეგია და ასე შემდეგ. მაგრამ, თუ რომელიმე მათგანი იქორწინებდა არათანაბარი (მორგანატული) ქორწინებით, ის კარგავდა ტახტის მემკვიდრეობის უფლებას. მისი შთამომავლობა დიდი მთავრისა და საიმპერატორო სისხლის მთავრის ტიტულს ვეღარ იღებდა. მეტიც, ამგვარი მორგანატული ქორწინებიდან შობილ შვილებს რომანოვის გვარის ტარების უფლებაც არ ჰქონდათ და მათ სხვა გვარს აძლევდნენ.  

მაშასადამე, დიდ მთავრებსა და საიმპერატორო სისხლის მთავრებს ეკრძალებოდათ ქვეშევრდომების, – თუნდაც უგანათლებულესი თავადების შვილებზე ქორწინება, რაც ყველაზე მაღალი რანგი იყო იმპერიაში რომანოვების შემდეგ.  რუსეთის იმპერიაში რომანოვებს არც ერთი გვარი არ მიაჩნდათ თავისი ღირსების შესაბამისად, რადგან ისინი მათი ქვეშევრდომები და ჩვეულებრივი თავადები იყვნენ, მათ შორის არა მარტო პირველი ხარისხის თავადები, არამედ მეფეთა და მთავართა შთამომავლებიც კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ.

რომანოვებისთვის თანაბარ ქორწინებად ითვლებოდა მხოლოდ მეფური და მთავრული ოჯახის შვილზე ქორწინება. ამგვარ ადამიანებს კი მხოლოდ რუსეთის იმპერიის გარეთ ეძებდნენ, ანუ არა თავიანთ ქვეშევრდომთა შორის.

ამ თემას ქვემოთ კიდევ მივუბრუნდებით, სადაც გამოჩნდება, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს რომანოვებისთვის რუსულ სამეფო ლეგიტიმიზმის პრინციპებს ახალ ეპოქაშიც. 

1917 წლის რევოლუციების მერე რომანოვების საიმპერატორო ოჯახმა დაკარგა ტახტი, იმპერია, სამეფო ოჯახი ამოწყვიტეს, დინასტიის წარმომადგენლები კი ემიგრაციაში აღმოჩნდნენ.

ბაგრატიონების სამეფო ღირსებას, მართალია, რომანოვები იმპერიაში არ აღიარებდნენ, მაგრამ ევროპაში, ლეგიტიმიზმის მიმდევრების თვალში, რუსების ამგვარი დამოკიდებულება ბაგრატიონებისადმი მაინც არ ითვლებოდა მთლად სამართლიან მოვლენად.

არც ბაგრატიონები და არც ქართველი პატრიოტები, განსაკუთრებით მონარქისტები, გულხელდაკრეფილი არ ისხდნენ. 

  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამხობას და ჩვენი სამშობლოს ანექსიას საბჭოთა რუსული იმპერიის მიერ, არ ურიგდებოდნენ ქართველი მამულიშვილები. მთავრობის წევრების, პოლიტიკოსების, სამხედროების, საზოგადო მოღვაწეების დიდი ნაწილი იძულებით ემიგრაციაში განაგრძობდა ბრძოლას საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მიზნით.

1930-იანი წლებიდან ემიგრანტებს შორის გახლდათ მუხრანის ბაგრატიონთა შტოს მეთაური – გიორგი ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონი (1884–1957) თავის მეუღლესთან, ელენე ზლოტნიცკა-ბაგრატიონ-მუხრანელთან (1886–1979) და შვილებთან, ირაკლი, ლეონიდა და მარიამთან ერთად. 

ბაგრატიონთა ამ შტოს წარმომადგენლები ერეკლე მეორის შთამომავლებიც არიან. ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე მეორის ასული, ქეთევანი ცოლად ჰყავდა ივანე მუხრანბატონს (1755-1801). მათ შვილს ერქვა კონსტანტინე (1782-1842), კონსტანტინეს ვაჟს – ერეკლე (1813-1890), ერეკლეს ძეს კი – ალექსანდრე (1853-1918). ალექსანდრე მუხრანბატონი გახლდათ გიორგის მამა. გიორგი ბაგრატიონის მეუღლის ელენე სიგიზმუნდის ასულ ზლოტნიცკას დედა, მარიამი, ასევე იყო ერეკლე მეფის შთამომავლის, ელიზბარ ერისთავის ასული.

ლეონიდა ბაგრატიონი დაიბადა 1914 წლის 23 სექტემბერს (ახალი სტილით 6 ოქტომბერს) ტფილისში. 1934 წლის 6 ნოემბერს ის ცოლად გაჰყვა შოტლანდიური წარმოშობის ამერიკელ ბიზნესმენს სამნერ მურ კორბის. 1935 წელს მათ შეეძინათ ქალიშვილი ელენე კორბი. თუმცა, 1937 წელს ლეონიდა ბაგრატიონი და კორბი ერთმანეთს დაშორდნენ. ლეონიდა ბაგრატიონის ყოფილი ქმარი 1944 წელს გარდაიცვალა.

ირაკლი ბაგრატიონი დაიბადა 1909 წლის 21 მარტს ტფილისში (გარდაიცვალა 1977 წელს მადრიდში).

1940 წელს ირაკლი გიორგის ძე ბაგრატიონმა იქორწინა იტალიელი გრაფის უგო პასკვინის ასულ მარია-ანტუანეტაზე (1911-1944). 1944 წლის 22 თებერვალს მათ შეეძინათ ვაჟი – გიორგი (ხორხე. გარდაიცვალა 2008 წელს თბილისში). დედა, მარია-ანტუანეტა მშობიარობას გადაჰყვა. 

მეორე მსოფლიო ომის გამო ბაგრატიონები დასახლდნენ ესპანეთში, რომელიც, გენერალ ფრანკოს დამსახურებით, არ იყო ჩაბმული ომში და აიცილა ნგრევა.

ირაკლი ბაგრატიონმა ესპანეთში გაიცნო ესპანეთის სამეფო ოჯახის წევრი, ინფანტა მერსედესი (1911-1953), ესპანეთის მეფის ალფონსო მეცამეტის (მეფობდა 1886-1931 წლებში) დისშვილი. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და გადაწყვიტეს დაქორწინება. ინფანტა მერსედესის მამა, ინფანტი დონ ფერნანდო (პრინცი ფერდინანდი) დედის მხრიდან გახლდათ შთამომავალი ესპანეთის სამეფო ოჯახისა, ხოლო მამის მხრიდან – ბავარიის სამეფო ოჯახის წევრი, გვარად ვიტელსბახი (1884-1958). ის ასევე, იყო ესპანეთის მეფის დის ქმარი. პრინცმა ფერდინანდმა კითხვით მიმართა რუსეთის ტახტის მემკვიდრეს, ვლადიმირ კირილეს ძეს, ჩაითვლებოდა თუ არა მისი ქალიშვილის ქორწინება ირაკლი ბაგრატიონთან თანასწორუფლებიანად.

ვლადიმირ რომანოვმა შეისწავლა საკითხი, რჩევა ჰკითხა ბიძამისს, განათლებით იურისტს, დიდ მთავარ ანდრეი ვლადიმირის ძეს, რომელიც ყველაზე დიდ ავტორიტეტად ითვლებოდა ტახტის მემკვიდრეობის საკითხებში. აგრეთვე დაეკითხა  თავის მრჩევლებს, წერილობით დაუკავშირდა უცხოეთში მოღვაწე ქართველ ისტორიკოს, პროფესორ მიხეილ მუსხელიშვილს. ამის შემდეგ, ვლადიმირ კირილეს ძემ დადებითი პასუხი შეუთვალა ბავარიის პრინცს, იგივე ესპანეთის ინფანტს.   

იმავე 1946 წლის 5 დეკემბერს, რუსეთის საიმპერატორო ოჯახის მეთაურმა, დიდმა მთავარმა ვლადიმირ კირილის ძემ გამოსცა აქტი „ბაგრატიონთა სახლს სამეფო ღირსება“ (öჭðñòâåííîå  ჰîñòîèíñòâî ეîìჭ ბჭჯðჭòèîíîâ), რომელშიც ნათქვამია, რომ მას სამართლიანად და სასარგებლოდ მიაჩნია ბაგრატიონთა სამეფო ღირსების აღიარება. ხოლო მისმა კანცელარიამ რუსეთის მხრიდან გეორგიევსკის ტრაქტატის დარღვევა და საქართველოს დამოუკიდებლობის გაუქმება უარყოფითად შეაფასა („ვერაგობასთან მიახლოებული ნაბიჯი“).

 რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მეორის (მეფობდა 1855-1881 წლებში)  მესამე ვაჟს ერქვა ვლადიმირი (1847-1909), მის უფროს ძეს – კირილი (1876-1938). დიდმა მთავარმა კირილმა 1922 წელს ემიგრაციაში  თავი გამოაცხადა „რუსეთის იმპერიის ტახტის მცველად”. შემდგომში, როცა ნამდვილად დადასტურდა ბოლშევიკების მიერ ნიკოლოზ მეორის ძის ალექსის (1904-1918) და ალექსანდრე მეორის ძის მიხეილის (1878-1918) მკვლელობის ფაქტები, კირილ ვლადიმირის ძე რომანოვმა, 1924 წლის 31 აგვისტოს მანიფესტით – თავი რუსეთის დე იურე იმპერატორად, ხოლო შვილი – ვლადიმირი (1917-1992) მემკვიდრედ და „ცესარევიჩად” გამოაცხადა. 

1938 წელს კირილ ვლადიმირის ძე გარდაიცვალა და საიმპერატორო სახლის მეთაურად მისი ვაჟი, ვლადიმირ კირილის ძე გამოცხადდა. ვლადიმირ კირილის ძე დაიბადა 1917 წლის 17 (30) აგვისტოს ფინეთში, როცა რუსეთში დროებითი მთავრობა იყო. სულ მალე ფინეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

ვლადიმირის დედა გახლდათ საქს-კობურგ-გოთას პრინცესა ვიქტორია (1876-1936), ბრიტანეთის დედოფლის ვიქტორიას (მეფობდა 1837-1877 წლებში) შვილიშვილი. პრინცესა ვიქტორია დაქორწინების წინ მონათლეს მართლმადიდებლურად და უწოდეს ვიქტორია თეოდორის ასული (გèêòîðèÿ ტ¸ჰîðîâíჭ). აქვე გავიხსენოთ, რომ რუსეთის სამეფო ოჯახის წევრი ვერავინ გახდება, თუ მართლმადიდებელი არ არის. ასეთი წესი მიღებული და აუცილებელია ყველა სამეფო ოჯახში. მაგალითად, ვერავინ გახდება დიდი ბრიტანეთის დედოფლის სიძე ან რძალი, ვინც არ აღიარებს ანგლიკანურ პროტესტანტულ სარწმუნოებას.

1947 წელს ვლადიმირ კირილის ძემ გაიცნო ლეონიდა ბაგრატიონი, მათ ერთმანეთი შეუყვარდათ. 1948 წლის 13 აგვისტოს, ლოზანაში, წმიდა გერასიმეს სახელობის მართლმადიდებლურ ეკლესიაში, რუსეთის იმპერიის ტახტის მემკვიდრემ, ვლადიმირ კირილის ძე რომანოვმა და ლეონიდა გიორგის ასულმა ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილმა ჯვარი დაიწერეს. 

1953 წლის 23 დეკემბერს ლეონიდა ბაგრატიონს და ვლადიმირ რომანოვს შეეძინათ ერთადერთი ქალიშვილი მარია. მარია დაიბადა მადრიდში. რადგან რომანოვებს აღარ ჰყავდათ მამრობითი სქესის წარმომადგენელი, რომელიც დედითაც და მამითაც სამეფო საგვარეულოს წარმომავლობის იქნებოდა, ამიტომ მარია ვლადიმირის ასული გამოცხადდა რუსეთის საიმპერატორო ტახტის მემკვიდრედ.

1976 წლის 22 სექტემბერს, მარია ვლადიმირის ასული ცოლად გაჰყვა პრუსიელ პრინცს, ფრანც ვილჰელმ ჰოჰენცოლერნს. მარიას მეუღლემ ქორწინების წინ, ხელშეკრულების თანახმად, მიიღო მართლმადიდებლობა, მას უწოდეს დიდი მთავარი მიხეილ პავლეს ძე. ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ მარია ვლადიმირის ასული, მამის გარდაცვალების შემდგომ, უნდა ჩასდგომოდა სათავეში რომანოვების დინასტიას და ამიტომ მას სჭირდებოდა ისეთი მეუღლე, რომელიც მისი თანასწორი ღირსების იქნებოდა და დათანხმდებოდა, რომ მათ შვილებს მისცემოდა რომანოვის გვარი და არა ჰოჰენცოლერნის.

მარია რომანოვას და მიხეილ პავლეს ძეს მადრიდში, 1981 წლის 13 მარტს, შეეძინათ ვაჟიშვილი გიორგი, რუსეთის ცესარევიჩი. სახელი მას შეურჩიეს დიდი პაპის, გიორგი ბაგრატიონ-მუხრანბატონის პატივსაცემად. სახელის დარქმევის ინიციატორი გახლდათ გიორგი (ხორხე) ბაგრატიონი. 

შემდეგში მარია რომანოვა და მიხეილ პავლეს ძე ჰოჰენცოლერნი დაშორდნენ. მიხეილ პავლეს ძე რუსეთის დიდი მთავრის ტიტულს ფლობდა 1776-1985 წლებში. შემდეგ დაიბრუნა თავისი ძველი ტიტული – პრუსიის პრინცი ფრანც ვილჰელმი. 

1992 წლის 21 აპრილს მაიამიში, ამერიკაში, გარდაიცვალა ვლადიმირ კირილის ძე რომანოვი და ტახტის მემკვიდრე გახდა მისი ასული მარია რომანოვა.

მარია რომანოვას რუსეთის ტახტის მემკვიდრედ აღიარებს რუსეთის ეკლესია და რუსი მონარქისტების აბსოლუტური უმრავლესობა. თუმცა, რუსეთში არიან ადამიანები, რომელთაც უნდათ გამოაცხადონ, თითქოს „ვლადიმირ კირილის ძის ქორწინება ლეონიდა გიორგის ასულზე იყო მორგანატული (არათანაბარი), ვინაიდან საქართველოს მფლობელობა შედის რუსი იმპერატორების ტიტულში და რა უფლება ჰქონდა ვლადიმირ რომანოვს გაეცა სისხლით მოპოვებული ტერიტორია – საქართველოო“... და სხვა ამგვარები. თუმცა, ისინი ამინდს ვერ ქმნიან მონარქისტულ სამყაროში, ვერც რუსეთში და მით უმეტეს, ვერც ევროპაში...

ლეონიდა ბაგრატიონი გარდაიცვალა 2010 წლის 23 მაისს მადრიდში. ის დაკრძალეს პეტერბურგში, პეტრე-პავლეს ციხესიმაგრის ტაძრის საძვალეში, თავისი მეუღლის, ვლადიმირ კირილის ძე რომანოვის გვერდით. 

 

скачать dle 11.3