კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა კალიფორნიაში, სილამაზის კონკურსზე თამი ადამია „მის საქართველო“ და რატომ ჩააცვეს მას ნიკოლ კიდმანის 10 000-დოლარიანი კაბა

თამი ადამია, იგივე თამი ადამსი, დიდი ხანია, ამერიკაში ცხოვრობს, თუმცა, მანამდე ძალიან ბევრ ქვეყანაში ცხოვრობდა და, შესაბამისად, მისი კარიერაც ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდებოდა. თამის ბავშვობის ოცნება – ჰოლივუდში წასულიყოლო, უკვე აუხდა, თუმცა, როგორც მსახიობი, მომავალში კიდევ უფრო მეტ კარიერულ წინსვლას გეგმავს. გარდა ამისა, თამი აქტიურად ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას და ქართველი ბავშვებისთვის დასახმარებლად სერიოზული პროექტების დაწყებას აპირებს. თამისთან ერთად განსაკუთრებულად პოპულარულია მისი ძაღლი – ვივალდი, რომელიც წითელ ხალიჩაზეც მუდმივად პატრონის გვერდით არის.

 

თამი ადამსი: ადამსი – ეს არის ჩემი ამერიკული ფსევდონიმი, ისე ადამია ვარ, მაგრამ, ყველა ასე მიცნობს. საქართველოში ვარ დაბადებული, ძალიან მინდოდა მსახიობობა და სულ ვფიქრობდი, როდის წავიდოდი ჰოლივუდში. ამას უკვე მივაღწიე, მაგრამ, წარმატების მისაღწევად კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი. სხვათა შორის, ლოს-ანჯელესში ქართული კაფეს გახსნას ვგეგმავ. კარდაშიანების ოჯახს კარგად ვიცნობ, მათივე  მოწყობილ ერთ-ერთ წვეულებაზე გავიცანი. მართალია, ისინი არიან ჩემი ბესტ ფრენდები, მაგრამ, ბიზნესის გაპიარების კუთხით, ალბათ, დამეხმარებიან. 

– მოდი, სანამ მიამბობ იმაზე, თუ რას საქმიანობ ამჟამად, მანამდე მომიყევი, რა გზა გაიარე ამერიკაში ჩასვლამდე. 

– 8 წლის ვიყავი, როდესაც მშობლებთან ერთად საცხოვრებლად ჰოლანდიაში გადავედი. 10 წლის ასაკში მოსკოვში ჩავედით, იქ 4 წელი ვცხოვრობდით, მასწავლებლები სახლში მოდიოდნენ, მამეცადინებდნენ. შემდეგ შვეიცარიაში გადავედით საცხოვრებლად, იქ 5 წლის განმავლობაში ვსწავლობდი საუკეთესო სკოლაში – „ლე როზეში“, რომელიც პრეზიდენტებსა და მათ შვილებს აქვთ დამთავრებული. მშობლებს ისეთი ბიზნესი ჰქონდათ, სულ დაფრინავდნენ და, უნდოდათ, მეც მათთან ერთად ვყოფილიყავი, მესწავლა ბევრი ენა, მენახა ბევრი რამ. ამიტომ, ძალიან ბევრგან ვიცხოვრე. შვეიცარიის შემდეგ უკვე მონტე-კარლოში გადავედით და იქ ყველაზე დიდხანს დავრჩით – 10 წელი. მონაკოს ინტერნაციონალური სკოლაც დავამთავრე. ჩემი ამხანაგების უმეტესობაც სწორედ იქიდან მყავს. რაც მთავარია, გავხდი მონაკოს პრინცესას ნათლია. პრინცი ალბერი მამაჩემის ამხანაგია, მეც პრინცესასთან ერთად ვიზრდებოდი – დებივით ვიყავით. მათი დახმარებით შევედი მონაკოს ელიტაში, დავდიოდი წვეულებებზე, კარნავალებზე. ძალიან კარგი, ნორმალური ოჯახი აქვთ. უსაყვარლესი ხალხია, უყვართ დაპატიჟება, თავადაც მოსვლა სტუმრად. ძირითადად ჩვენთან იყვნენ ხოლმე. პრინც ალბერს ძალიან უყვარს გართობა, წვეულებები. ამერიკელი ვარსკვლავები ჩამოჰყავდა ხშირად და იქ გავიცანი პამელა ანდერსონი. მოკლედ, ბავშვობიდან ვარსკვლავების გვერდით ვიზრდებოდი. მაგრამ დედა ყოველთვის მასწავლიდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ჩავრთულიყავი ისეთ საქმეში, როგორიც ქველმოქმედებაა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, მონაწილეობა მიმეღო ერთ-ერთ საქველმოქმედო პროექტში – „მსოფლიო დედოფალი“ და გავხდი  „მის საქართველო“.  დაახლოებით 30 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა ამ კონკურსში და თითოეული მონაწილე ძალიან ნიჭიერი იყო, ყველას რაღაც ჰქონდა გაკეთებული. იქ მხოლოდ სილამაზეს არ აფასებენ, დიდი რეზიუმე უნდა შეავსო: ვინ ხარ, რა ხარ და რა გაგიკეთებია. ამ კონკურსის პრეზიდენტი ჯენიფერ ლოპესის დაქალი და ყოფილი „მის პუერტო-რიკოა“. ჩემ გარდა სამი ქართველი გოგონა მონაწილეობდა, მაგრამ, მე ამირჩიეს, რადგან, სერიოზული რეზიუმე მქონდა. ის, რაც კონკურსზე სპონსორებისგან შემოვიდა, ყველაფერი ქველმოქმედებას მოხმარდა, ბავშვებთან დავდიოდით საავადმყოფოებში, ვნახულობდით, ვეხმარებოდით. ეს იყო ჩემთვის პირველი კონკურსი და, ალბათ, უკანასკნელიც, რადგან, ძალიან რთული იყო – ნახევარ წელიწადში „კუკლა“ გავხდი, სერიოზულ სტრესს გავუძელი. ჩვენ უნდა გვეპოვა სპონსორები, ვის უნდოდა, რომ მე გავმხდარიყავი „მის საქართველო“ და შემდეგ დებდნენ ამ ყველაფერში ფულს. ჯერ მხოლოდ კაბა მეცვა 10 000-დოლარიანი – ეს კაბა ნიკოლ კიდმანს ეცვა „ოსკარების“ ცერემონიალზე და მე დამასპონსორეს. როცა ხდები ამ კონკურსის გამარჯვებული, ტიტულს გაძლევენ და უკვე მთელ მსოფლიოში გაქვს სტატუსი. არადგან „მის საქართველო“ ვარ, ქართველი ვარ, ამიტომ, მინდა, ქართველ ბავშვებს დავეხმარო. რაც მთავარია, ამ კონკურსის წყალობით, ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიგო, სად არის საქართველო. ყველგან დაიბეჭდა ჩემი სახელი და გვარი, ინტერვიუები და ის, რომ საქართველოდან ვარ. 

– მოდი, გავაგრძელოთ საუბარი იმაზე, თუ რას აკეთებდი მონაკოში სკოლის დამთავრების შემდეგ. 

– მონაკოში სკოლის დამთავრების შემდეგ მოსკოვში დავბრუნდით. იქ ჩავაბარე რუსეთის თეატრალური ხელოვნების აკადემიაში „გიტის“, სამსახიობო ფაკულტეტზე და ფრიადებზე დავამთავრე. პარალელურად, ვმონაწილებოდი სერიალში, რომელიც ერთი გოგონას ნამდვილ ისტორიაზე იყო აგებული. ის შეყვარებულს ცოლად უნდა მოეყვანა, მაგრამ, არ მოვიდა, რის გამოც გოგონა ჭკუიდან შეიშალა. ამ გოგონას დედა მორწმუნე იყო, სახლში ძალიან ბევრი ხატი ჰქონდა, მაგრამ, ეს გოგონა და მისი მეგობრები ურწმუნოები იყვნენ და ხატებზე ბევრს იცინოდნენ. ერთ დღესაც, გოგონამ აიღო წმიდა ნიკოლოზის ხატი, ეცეკვებოდა და უცებ გაშეშდა, თან თქვა: თუ არსებობს წმიდა ნიკოლოზი და ის მოვა, მხოლოდ მაშინ გამოვალ ამ სიტუაციიდანო. ასე იყო 40 დღის განმავლობაში. ერთ დღესაც, მათი მეზობელი მოვიდა, რომელიც წმიდა ნიკოლოზს ჰგავდა. როგორც კი  გოგონამ დაინახა, მაშინვე ხატი დააგდო ძირს და მოკვდა – გამოცდა ჰქონდა. ამ გოგონას როლი ვითამაშე – რთული, მაგრამ, საინტერესო. ყველა არხზე გადიოდა და ძალიან რეიტინგული გახდა. გარდა ამისა, ვმონაწილეობდი სხვადასხვა რეკლამაში. „გიტის“ დამთავრების შემდეგ მუსიკალურ აკადემიაში ჩავაბარე. ალბომი გავუკეთე პატარა ინდუს ბიჭს, ექვსი თვე ვამეცადინებდი, რეპერი გავხადე. მისი ალბომი ახლა ნიუ-იორკში ერთ-ერთმა სერიოზულმა მუსიკალურმა კომპანიამ აიღო. მეც ძალიან ბევრი კონცერტი მაქვს ჩატარებული, ვმღერი არენბს, ჰიპ-ჰოპს, რეპსა და ჯაზს. მაგრამ, ახლა უფრო კონოზე და სერიოზულ საქმეებზე ვარ გადართული... მოსკოვიდან პირდაპირ ლოს-ანჯელესში წავედი. ამერიკაში რომ ჩავედი, ორ უნივერსიტეტში მოვეწყვე: ერთი იყო „ლი სტრასბერგი“ და მეორე – მუსიკალური ინსტიტუტი, სადაც ცნობილი მომღერლები სწავლობდნენ. საბოლოოდ, მაინც მსახიობობა ავირჩიე. ლი სტრასბერგი იყო მერლინ მონროს პირადი მასწავლებელი. ის გარდაიცვალა, მაგრამ ახლა იქ მისი შვილი – დევიდია, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ. სწავლის პერიოდში ვითამაშე ტენესი ვიალიამსის სპექტაკლში „Tჭòóèðîâჭííჭÿ ðîçჭ” – ქვრივის როლი ისე შევასრულე, რომ დევიდი და სხვებიც ათი წუთის განმავლობაში ფეხზე ამდგარი მიკრავდნენ ტაშს, ხალხი ტიროდა. სწორედ მაშინ გამიკეთეს „მწვანე ბარათი“ და ასე დავრჩი ამერიკაში. ამ სკოლაში გავიცანი რობერტ დე ნირო, ალ პაჩინო, ისინი გვიტარებდნენ ზოგჯერ მასტერკლასებს, გვესაუბრებოდნენ. ტომ კრუზსაც ვიცნობ, ჯულია რობერტსაც, ბრუკ შილდსსაც, რომელიც ხშირად არის „ლი სტრასბერგში“, გვესაუბრება. რომ მეუბნებიან, საქართველოში ჩამოდი, აქ იცხოვრეო, კი მინდა, მაგრამ, ეს ყველაფერი, ანუ, დილით „ბულოჩკებს“ რომ ყიდულობ დი კაპრიოსთან ერთად – შუადღეს კი ალ პაჩინოსთან ერთად – წიგნებს, ჩამოსვლაში როგორ გავცვალო?! თუმცა, საქართველო ძალიან მიყვარს და, მინდა, ჩამოვიდე, სხვადასხვა პროექტი გავაკეთო. ამ სპექტაკლით  დაიწყო ქასთინგები. ხან სერიალებში ვთამაშობ, ხან რეკლამებში ვარ, უფრო და უფრო წინ მივდივარ, უკვე მპატიჟებენ წითელ ხალიჩაზე და ცოტა დამრჩა ოცნების ასრულებამდე. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის ფილმია, სადაც ჯეიმს ფრანკო თამაშობდა მთავარ როლს და დიდი მოგება მოიტანა. უკვე გამოვჩნდი დიდ ეკრანზე, ვილაპარაკე. რეჟისორებმა ნახეს: „აა, უკვე ჩანს კინოში“ – და ახლა ველოდები ახალ პროექტებს. კიდევ, მაქვს შემოთავაზება ფილმიდან „ოსტატი და მარგარიტა“, რომელშიც მთავარ როლს ძალიან ცნობილი მსახიობი ასრულებს. 

– რის რეკლამებში ხარ გადაღებული? 

– ძირითადად, უფრო სპორტული ფირმები მიღებენ რეკლამებში, მაგალითად, „ნაიკი“, „ადიდასი“. ვაკეთებ ჩემს მუსიკალურ პროექტს ძალიან ნიჭიერ ახალგაზრდა კომპოზიტორთან ერთად. ლოს-ანჯელესში არის ასეთი ადგილი – რივიერა 31, სადაც იმართება ჯაზის საღამოები და მოდის ხალხი, ვისაც ევროპა ენატრება. ახალ ალბომს ვწერთ, რომელიც იქნება უფრო ჯაზის სტილში და აქ ვიმღერებთ ხოლმე. ასე რომ, წინ ძალიან ბევრი გეგმა და საქმე მაქვს.

 

скачать dle 11.3