კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ჩემს უიმედო სიყვარულს ვერ ვერევი

არ ვაპირებდი თქვენთვის მოწერას, რადგან, ვიცი, რომ, ჩემს პრობლემას ვერავინ უშველის და ვერც რჩევას მომცემს ვინმე, მაგრამ, მაინც გწერთ, იმიტომ რომ, გულში ვეღარ ვიტევ ამდენ ტკივილს და განცდებს. ვერც ვერავის ვუმხელ ჩემს მდგომარეობას, უახლოეს მეგობრებსაც კი (ოჯახის წევრებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია), რადგან, ვიცი, რომ ვერავინ გამიგებს. ყველა ჭკუის დარიგებას დამიწყებს, გამამტყუნებს და, რაც მთავარია, მსჯელობის საგანი გავხდები ყველასთვის. უფრო სწორად კი, ათას ჭორს შეთხზავენ. ათას კუდს გამოაბამენ და კარგა ხანს გაერთობიან ამით. ამიტომ, გადავწყვიტე, თქვენ გაგანდოთ ჩემი გულის ნადები, იქნებ ოდნავ მაინც ვიგრძნო შვება.

საქმე ისაა, რომ მიყვარს ჩემი ბავშვობის მეგობარი. ვგრძნობ, რომ მასაც აქვს ჩემ მიმართ გარკვეული გრძნობა, მაგრამ, ამას სიყვარულს ვერ დავარქმევ, უფრო ფიზიკურ ლტოლვას განიცდის და ისე არ ვუყვარვარ, მე რომ მინდა და არც სერიოზულად ფიქრობს ჩემზე. მე კი სულ მასზე ვფიქრობ და ველოდები, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. თუმცა, ვიცი, რომ ეს არასდროს მოხდება, რადგან ჩვენ ერთმანეთისთვის შორეული, მაგრამ, მაინც ნათესავები ვართ და სიყვარულის უფლება არ გვაქვს. ეს ყველაფერი გაცნობიერებული მაქვს, მაგრამ მაინც ველი რაღაც სასწაულს, თუმცა, რისი იმედით, ვერ გეტყვით, რადგან ჩემი სიყვარული თავიდანვე განწირულია. ამის მიუხედავად, თავს ვერ ვერევი, ვერც ვერავის ვუყვები ჩემს ამბავს და ვარ ასეთ საშინელ მდგომარეობაში. ამას წინათ კი გამოჩნდა ადამიანი, რომელსაც ძალიან ვუყვარვარ და ჩემ გამო ყველაფრისთვის მზადაა. ვხვდები, რომ ეს ერთადერთი გამოსავალია ჩემთვის, მაგრამ, რა ვქნა, რომ მისი შეყვარება არ შემიძლია?! ხანდახან ისიც კი მიფიქრია, რომ გავყვები ცოლად და მერე შემიყვარდება-მეთქი, მაგრამ, იმდენად წესიერი ადამიანია და ისე ძალიან ვუყვარვარ, რომ, არ შემიძლია, მოვატყუო – ის ჩემგან ამას არ იმსახურებს. მან არ იცის, რომ სხვა მიყვარს, თანაც – უიმედოდ. იქნებ, ჯობია, სწორედ მას გავენდო? ხომ შეიძლება, სწორედ მან მომცეს ყველაზე სწორი რჩევა?

ნინიკო, 21 წლის.

ლიკუნა, მაპატიე და შემირიგდი

მართალია, ჩემი ეს წერილი დეპეშას უფრო ჰგავს, ისე მოკლეა, მაგრამ, ძალიან გთხოვთ, დამიბეჭდოთ, რადგან ამაზეა დამოკიდებული ჩემი მომავალი და, საერთოდ, მთელი ჩემი ცხოვრება. ვიცი, რომ ჩემი შეყვარებული ყოველთვის კითხულობს თქვენს რუბრიკას და ამიტომ, მინდა, „თბილისელების“ მეშვეობით მივმართო მთელ დედამიწაზე ჩემს უსაყვარლეს ადამიანს:

ჩემო ლიკუნა! მუხლებზე დაჩოქილი გიხდი ბოდიშს, რადგან, მართლა დაუმსახურებლად გაწყენინე და, თუ ოდნავ მაინც გჯერა ჩემი, გევედრები, მაპატიო და შემირიგდე, ხომ იცი, რომ უშენოდ მოვკვდები. ისე მიყვარხარ, როგორც არავის არავინ არასდროს ჰყვარებია და, თუ დამიბრუნდები, ამას დაგიმტკიცებ.

თუ მაპატიე, ამ წერილის წაკითხვისთანავე დამირეკე. გელი.

ავთო, 23 წლის.

скачать dle 11.3