კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი ქორწილი გადაუხადა დიმა სანაკოევმა უფროს შვილს და რატომ არ მიიწვია მან ქორწილში მინისტრები

მართალია, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმა სანაკოევი ქართულ პოლიტიკურ ორბიტაზე აქტიურად აღარ ჩანს, მაგრამ როგორც თავად ამბობს, პრობლემები  არც ახალ ხელისუფლებასთან აქვს და მათთან აქტიურად თანამშრომლობს.  მიშა სააკაშვილის მიერ „აღმოჩენილი” ლიდერი, რომელსაც ოს და ქართველ ხალხს შორის ურთიერთობის დათბობა  ერგო მისიად, ამაზე საკუთარ ოჯახშიც „ზრუნავს”. გასულ კვირას მისი შვილი ქართველ გოგონაზე დაქორწინდა, რასაც რესტორან „მონოპოლში“ ქართულ-ოსური ტრადიციული ქორწილი მოჰყვა. „თბილისელები” ულოცავს  გაბედნიერებას ახალდაქორწინებულებს და ქორწილის დეტალებზე მამამთილის ამპლუაში, დიმა სანაკოევს წარმოგიდგენთ.   

– ბატონო დიმა, ამ ბოლო დროს საერთოდ აღარ ჩანხართ. როგორ ხართ, რას საქმიანობთ?

–  მთავრობის პოზიციაა ასეთი და მეც წყნარად, მშვიდად  მირჩევნია მუშაობაც და ცხოვრებაც.  ურთიერთობები ცხინვალის მიმართულებით ახლა სხვა  ფორმატშია.   ჯერჯერობით  პოლიტიკური აქტივობები  აქტუალური არ არის, ჩვენი მთავარი საქმეა მივყვეთ იმ კურსს, რაც საქართველოს ახალმა პრეზიდენტმა გამოაცხადა ინაუგურაციაზე, სადაც მეც ვიყავი მიწვეული.  მე ვესწრებოდი პრეზიდენტის ინაუგურაციას, ისევე როგორც აფხაზეთის და აჭარის მთავრობების წარმომადგენლები. დღეს ჩვენი მიზანია აქტიურად ვიმუშაოთ ხალხთან სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, ვეხმარებით ადამიანებს, რომ გადმოვიდნენ აქეთ, იმკურნალონ. უკვე ძალიან ბევრი ხალხი ჩამოდის ცხინვალიდან თბილისში სამკურნალოდ, ნათესავებთან. „ხალხური დიპლომატია” მაინც ყველაზე კარგად მუშაობს.  მე კი დავფუძნდი თბილისში, ჩემი სამივე შვილი აქაა, მაგრამ ვფიქრობ, ეს მაინც  დროებითია – მინდა, ცხინვალში დავბრუნდე და წერეთლის ქუჩაზე ჩემს სახლში ვიცხოვრო, სადაც ახლა ჩემი მშობლები და და არიან.        

 – თქვენ წინა ხელისუფლების მიერ აღმოჩენილი სახე ხართ. როგორი ურთიერთობა გაქვთ ახალ პოლიტიკურ გუნდთან?

–  ჩემი თანამშრომლობა ახალ ხელისუფლებასთან ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს და არა მგონია, პრობლემები შეიქმნას. მათ ძალიან კარგად იციან, რომ თბილისში უნდა არსებობდეს ოფისი, რომელიც იმუშავებს ოს და ქართველ ხალხთან, ვინც იქით დარჩა და იმ ოსებთან, ვინც თბილისში არიან. სახელი როგორი ექნება ამ ოფისს, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, იყოს ოფისი, სადაც დახმარებას გაუწევენ ადამიანებს. მე ჯერ არ შევხვედრივარ ახალ პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს. თუმცა გიორგი მარგველაშვილს შევხვდი, როცა განათლების მინისტრი იყო. ამ ერთი წლის განმავლობაში მქონდა აქტიური თანამშრომლობა როგორც რეინტეგრაციის სამინისტროსთან, ასევე სხვა სამინისტროებთან.   

 – ამ შვიდი  წლის განმავლობაში, რაც თბილისში ხართ, არაერთი სკანდალი აგორდა  თქვენთან დაკავშირებით.  ამას წინათ, სახალხო პარტიამაც  მოგიწყოთ მიტინგი  ადმინისტრაციასთან.

 – ჰო, ნოდარ ნათაძე იყო მოსული თავისი პარტიის წევრებთან ერთად. საზოგადოებას აქვს უფლება, გამოხატოს თავისი აზრი და დამოკიდებულება.  ის ხალხი, ვინც  აქციაზე  მოვიდა ადმინისტრაციასთან, ძირითადად, კონსტიტუციაში სტატუსის განსაზღვრასთან დაკავირებით გამოხატავდნენ საკუთარ აზრს. მე სულ ვამბობ, რომ ამ წლებში შეიძლება ყველაფერი არ იყო სწორად, შეცდომებიც გვქონდა,  მაგრამ ის ნაბიჯები, რაც ჩვენ გადავდგით, რომელიც მიმართული იყო ხალხის შესარიგებლად, მართლაც სწორი იყო.  მე ყველაფერი გავაკეთე ქართველ და ოს ხალხს შორის ურთიერთობის დათბობისთვის.  

– როგორც  ჩანს, ამაზე საკუთარ  ოჯახშიც „ზრუნავთ”.  ცოტა ხნის წინ, თქვენი შვილი ქართველ გოგონაზე დაქორწინდა. 

–  ჩემი უფროსი შვილი – აღსარი დაქორწინდა.   ჩემი რძალია მშვენიერი გოგო – ნინო ჯანგირაშვილი. ამაზე თურმე წერდნენ,  რომ დათო აქუბარდიას ცოლიც ნინო ჯანგირაშვილი ყოფილა და უხუმრიათ ვიღაცეებს.  მაგრამ, მე არც კი ვიცოდი,   რომ ისიც   ნინო ჯანგირაშვილი იყო.  ჩემი შვილის ბედნიერება ჩემთვის ძალიან  დიდი სიხარული იყო. სიხარულით  ბევრი ვიტირე.  აღსარი და ნინო ერთად სწავლობდნენ სკოლაში,  მეთერთმეტე კლასი ერთად დაამთავრეს. მერე აღსარი უნგრეთში წავიდა სასწავლებლად, ნინომ თბილისში დაამთავრა ჭავჭავაძის უნივერსიტეტი. ვიცოდი, რომ ბავშვებს ერთმანეთი უყვარდათ, როცა გავიცანი, ძალიან მომეწონა ნინო.  ჩვენ ყველანაირად შევუწყვეთ ხელი. აღსარს ვუთხარი: თუ გიყვართ ერთმანეთი, მიდით და დაქორწინდით-მეთქი  და დღეს უკვე ბედნიერი  ოჯახი აქვთ. ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერეს. 

– ამბობენ, რესტორან „მონოპოლში” გრანდიოზული ქორწილი გადაუხადეთ.

– ეს იყო ჩემი საჩუქარი შვილის და რძლისთვის.  არ ვიცი, იყო თუ არა ქორწილი გრანდიოზული, მაგრამ ტრადიციული ქართულ-ოსური ქორწილი ნამდვილად გვქონდა. ქართული და ოსური ქორწილი ტრადიციებით ერთმანეთს ჰგავს. ადრე ოსურ ქორწილში საოცარი წესები იყო – სიძე ქორწილში არ ჩანდა და პასუხისმგებლობა ეკისრებოდა მეჯვარეს, რომელსაც პატარძალი უნდა ჩაებარებინა სიძისთვის. ახლა ოსურ ქორწილში ასე აღარაა, თუმცა  ჩრდილო ოსეთში მაინც არის შენარჩუნებული.  ჩვენ გვქონდა კარგი ქორწილი, აღსარს ეცვა ქართული ჩოხა, ნინოს – ოსური კაბა. სიძე-პატარძალმა ხანჯლების ქვეშ გაიარეს. ქორწილში გვქონდა როგორც ქართული კერძები, ასევე ოსური სამზარეულოც.  400-მდე სტუმარი გვეწვია – ქართველები, ოსები. ძალიან  ბევრი სტუმარი ჩამოგვივიდა ვლადიკავკაზიდან, მათ შორის იყვნენ როგორც ჩემი მეგობრები, ასევე ჩემი ბიჭის ფეხბურთელი მეგობრები. აღსარი ფეხბურთელია და ამ წრეში ბევრი მეგობარი ჰყავს.   

–  ქორწილში პოლიტიკური ელიტა გყავდათ მიწვეული?

– მინისტრის მოადგილეები იყვნენ,   მინისტრები არ  დავპატიჟე, მაინც   არ მოვიდოდნენ  (იცინის). ფეხბურთის ფედერაციიდან იყვნენ სტუმრები. თემურ ქეცბაიაც იყო. ვლადიკავკაზიდან სპეციალურად ჩამოვიდა იქ ძალიან ცნობილი მომღერალი ვალერა ხურიევი.  მან საგანგებოდ ამ ქორწილისთვის დაწერილი სიმღერები შეასრულა ქართულ-ოსურ მეგობრობაზე.  სუფრაზე გვყავდა ორი თამადა – ერთი ოსი, მეორე – ქართველი, შესაბამისად, სადღეგრძელოები ოსურადაც ითქვა და ქართულადაც. კარგი ღვინო მქონდა, ატენური. იმდენი ღვინო დაილია, ბოლოს დაგვაკლდა კიდეც.  სახლში უზარმაზარი  ყანწი მაქვს, რომელიც მეგობრების ხათრით წავიღე ქორწილში. მისი დალევა იოლი არაა – სამჯერ დაილია ეს ყანწი: მშვიდობის სადღეგრძელო ითქვა,  ქართულ-ოსური ურთიერთობის და სიძე-პატარძლის.  როცა დრო მოვა, ეს ყანწი  ცხინვალში უნდა წავიღო – ჩემი გოგო ჯერ პატარაა, მისი ქორწილი ცხინვალში უნდა გადავიხადო. წერეთლის ქუჩას დავკეტავ და ისეთ ქორწილს მოვაწყობ, არავის დაავიწყდეს. ეს ყანწი იქაც გამოგვადგება (იცინის).   

 

скачать dle 11.3