კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (105)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

რატომ აჩვენებენ ასდოლარიანებს უცხოელები ქართველ გოგონებს და რატომ მოითხოვენ ქართველი მეძავები ღამის კლუბებში ქართველი მამაკაცების შეშვების აკრძალვას

ორიოდე კვირის წინათ, თავდაპირველად, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველ მამაკაცებს უცხოურ ღამის კლუბებში ეთნიკური ნიშნით არ უშვებდნენ. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეორგოლი საქართველოში ქართველთა დისკრიმინაციით აღშფოთებულებმა სოციალურ ქსელში კიდეც გაავრცელეს და სპონტანურად საპროტესტო აქციაც დაგეგმეს იმ ღამის კლუბებთან, რომლებშიც, მათი თქმით, მხოლოდ ქართველ ქალებს უშვებენ, ოღონდ არა – ქართველ მამაკაცებს.

თუმცა იმ ღამით ქართველთა დისკრიმინაციაში შემჩნეული ღამის კლუბი არ მუშაობდა. თავის მხრივ, ღამის კლუბების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ეთნიკური ნიშნით არავის ბლოკავენ. საპროტესტო აქციას ირაკლი წერეთელიც შეუერთდა და დისკრმინაციის შეჩერებასთან ერთად, სხვა მოთხოვნებიც წამოაყენა. თუ რა, ამის შესახებ თავად მოგვიყვება.

 

– თქვენ როგორ აღმოჩნდით ჩართული ამ პროცესში?

– რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობდა აქცია ხუდონჰესისა და გიგანტური ჰესების აშენების დაუშვებლობის შესახებ, მოვიდნენ ახალგაზრდები და მითხრეს, რაც ხდებოდა, რაც აშკარა დისკრიმინაციაა და დაუშვებელია, ღია დაწესებულებაში ადამიანის არშეშვება ეროვნული და სქესის ნიშნით, იმიტომ რომ ქალს უშვებენ, კაცს –  არა. ეს ძალიან შეურაცხმყოფელია, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ჩვენ პრინიციპულად ვართ წინააღმდეგნი ანტიქართული და ანტიეროვნული კანონმდებლობის მოქალაქეობის მიღების, საიმიგრაციო და სავიზო საკითხებში. მიგვაჩნია, რომ ეს კანონმდებლობა უნდა გამკაცრდეს ეროვნული ინტერესების შესაბამისად და საქართველოს მოქალაქეობის მიღება ადვილი არ უნდა იყოს უცხოელებისთვის. მოქალაქეობის მიღება უნდა ხდებოდეს მხოლოდ დაბადებით და ნატურალიზაციით. არც ერთ თანამდებობის პირს: დაწყებული პრეზიდენტით და დამთავრებული კათოლიკოს-პატრიარქით, არ უნდა ჰქონდეს მოქალაქეობის მინიჭების უფლება. რაც სააკაშვილმა გააკეთა, ეს იყო სამშობლოს ღალატი, როდესაც ერთ დღეში ათასზე მეტ ადამიანს მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობას, რასაც მათ აუცილებლად ჩამოვართმევთ. ერთი სიტყვით, ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, გამკაცრდეს საიმიგრაციო და სავიზო პოლიტიკა და მოქალაქეობის მიღების პროცედურა.

– რამდენად ესადაგება თქვენი მოთხოვნები დასავლურ მოთხოვნებს?

– ჩვენ ამოვდივართ იქიდან, რომ ქართველი არის არასწრაფგამრავლებადი, მცირერიცხოვანი ერი და მე არ მეშინია იმის თქმის, რომ მინდა, საქართველოში 88 პროცენტი იყოს ეთნიკურად ქართველი. იტალიაში 96 პროცენტი იტალიელები არიან, პოლონეთში –  92 პროცენტი პოლონელები და არ მინდა, რომ საქართველოში ქართველს გაუტოლდეს ან რაოდენობით გადაუსწროს რომელიმე ენთიკურმა ჯგუფმა. ეს დანაშაულია?! უამრავი ქვეყნიდან, განსაკუთრებით აზიიდან ჩამოსულმა სხვა მოდგმისა და ჯიშის, სხვა კანის ფერის ხალხმა აავსო ქვეყანა. საქართველო რას ნიშნავს?  ქართველთა ქვეყანას. კი ბატონო, ჩამოვიდნენ სტუმრად, დარჩნენ, ისწავლონ ქართული ენა, მიიღონ ქართული ცნობიერება, გაქართველდნენ და, თუ აქ გაატარებენ მთელ ცხოვრებას, მათი შვილი, ალბათ, გახდება მოქალაქე. მაგრამ ისე არ გამოვა, რომ, ვისაც კი მოუნდება, გახდეს საქართველოს მოქალაქე.

– ჩვენ ვიცით გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, რა ფასად დაგვიჯდა ნაციონალიზმი, დღემდე გვიყენებენ ბრალად, რომ დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე თითქოს გვქონდა ლოზუნგი: „საქართველო –  ქართველებისთვის“. ეს გაბუქებულია, ჩვენ არასდროს გვქონია ასეთი სახელმწიფო პოლიტიკა, მაგრამ ამის მწვავე შედეგები მაინც ვიწვნიეთ.

– რა მწვავე შედეგები ვიწვნიეთ?! ამის გამო ჩვენ რა დაგვაკლეს?! დამოუკიდებლობისთვის რომ ვიბრძოდით და „ნატოსკენ“ და ევროპისკენ რომ ვიქაჩებოდით, ამიტომ გადაგვემტერა რუსეთი, თორემ სხვა რამ არ აღელვებდა რუსეთს, სხვათა შორის.

– მაგრამ დღეს პოლემიკისას ჩვენ წინააღმდეგ აქტიურად იყენებენ ერთ-ერთ არგუმენტად საიმისოდ, თუ რატომ დაეხმარნენ ოსებსა და აფხაზებს.

– გასაგებია, მაგრამ, თუ იტალიაში მოსახლეობის 96 პროცენტი იტალიელია, რატომ უნდა იყოს საქართველოში ამაზე ნაკლები ქართველი?! მე, მაგალითად, ძალიან კმაყოფილი ვარ საქართველოში 2002 წლის აღწერის შედეგებით, რომ საქართველოში 88 პროცენტი ქართველია და არ მინდა, ნაკლები იყოს. მცირე ტერიტორია გვაქვს, თან, ოკუპირებული, არ ვმრავლდებით და ამ ფონზე გვაქვს იმის ფუფუნება, რომ განსაკუთრებით აზიიდან და აფრიკიდან ჩამოსული ხალხი, რომლებიც კატასტროფულად მრავლდებიან, უპრაგონოდ შემოვუშვათ?!

– ამ შემთხვევაში უბრალოდ აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა გამოიყენა ეს უფლება და პირდაპირ მიანიჭა უცხოელებს მოქალაქეობა. 

– ამიტომ უნდა ჩამოერთვას პრეზიდენტს ამის უფლება. გაკეთდეს ისე, როგორც ამერიკაშია: დაბადებით და ნატურალიზაციით, თუ ქართველი კაცი ცოლად მოიყვანს უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე დაქორწინდება ქართველ ქალზე, რასაც მაინცდამაინც არ მივესალმები, მაშინ წინ ვერ აღუდგები ასეთი ადამიანისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას. მაგრამ სად არის ისე, რომ ჩამოვა თუ არა, ერთ დღეში გახადო საქართველოს მოქალაქე?! ამერიკაში მოქალაქეობის მიღების პროცედურა გულისხმობს გამოცდების ჩაბარებას: უნდა იცოდე ენა, ამერიკის ისტორია და ცნობიერება უნდა გქონდეს ამერიკული. ჩვენ რომ 150 მილიონი ვიყოთ და ინდოეთის სიდიდის ტერიტორია მაინც გვქონდეს, მაშინ არ იქნებოდა პრობლემა, მაგრამ ნორმალურია ამ პატარა ქვეყანაში ამდენი უცხო ტომის მოძალება, თან ტრადიციულად არაკეთილგანწყობილი ერების?! ირანელები თუ თურქები რომელი ჩვენი მეგობრები იყვნენ?! მე პირდაპირი ლაპარაკი მიყვარს: გასაგებია, რომ მეზობელთან ნორმალური ურთიერთობები უნდა გვქონდეს, მაგრამ ირანთან და თურქეთთან ისტორიულად კარგი ურთიერთობა გვქონდა?! ნახეთ, რა ხდება აღმაშენებლისს გამზირზე?! ქართულად ლაპარკს ვერ გაიგონებ აღმაშენებლის გამზირზე. ჩვენ იმას ვითხოვთ, რომ ყველა დაწესებულებაზე იყოს ქართულენოვანი წარწერა. 

– ეს სახელმწიფოს პრობლემაა, მან უნდა დაარეგულიროს და არა იმის, ვინც აქ შემოდის და ბიზნესს იწყებს.

– ამიტომაც ჩვენ პრეტენზია გვაქვს სახელმწიფოსთან. ჩვენ არ შევსულვარათ ბარებში და არ გვიჭიდავია თურქებთან, ირანელებთან და არაბებთან, მაგრამ, თუ სახელმწიფო არ მოაგვარებს ამ პრობლემას და ქართველები ჩავთვლით, რომ დამოუკიდებელ საქართველოში უფრო ვიქნებით შევიწროებულები, ვიდრე რუსეთის იმპერიის მიერ ოკუპირებულ და ანექსირებულ საქართველოში ვიყავით, მაშინ თავმოყვარე ქართველები გავერთიანდებით და შემდეგ ვეღარ უშველით ვერც ქართული პოლიცია და ვერც ქართული ჯარი.

ძალიან ცუდი ხმები მოდის, რომ კარგი გარეგნობის ქართველ გოგონებს ქუჩაში აჩვენებენ ასდოლარიანებს და თავხედურად ექცევიან. უფრო თავხედურად იქცევიან, ვიდრე იტალიაში, გერმანიაში. ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას, რაც საფრანგეთში ხდება, სადაც არის კვარტლები, რომლებშიც ვერ შედის პოლიცია.

– ევროპაში მიგრანტები იმიტომ მიდიან, რომ იქ ცხოვრების უფრო მაღალი დონეა, ჩვენთან რატომ მოდიან?

– ძალიან ბევრ არაბულ ქვეყანაში, სადაც რევოლუციები მოხდა, ბევრი ადამიანია, რომლებსაც რევოლუციამდე ძალაუფლებაც ჰქონდათ და ფულიც. რადგან იქ არ დაედგომებოდათ, აქ წამოვიდნენ. აქ შედარებით იაფია ცხოვრება. ევროპაში თუ ცხოვრების უფრო მაღალი დონეა, იქ ცხოვრებაც უფრო ძვირი ღირს. აქ ყველაფერი უფრო იაფია და სამწუხაროდ, ქალიც უფრო იაფია. საქართველო კარგი ქვეყანაა საცხოვრებლად, მით უმეტეს, თუ ფული გაქვს.

– როდესაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველ მამაკაცებს ეთნიკური ნიშნით არ უშვებდნენ ღამის კლუბებში, მაშინვე გამახსენდა…

– იცით, რა არის ამის მიზეზი?! ის ბარები გადაქცეულია არალეგალური პროსტიტუციის ბუდეებად, სადაც ბევრი ქართველი მეძავი მუშაობს, მაგრამ არ უნდათ, რომ უბანში, სანათესაოში ჰქონდეთ მეძავის სახელი. თურქთან, არაბთან და ირანელთან კი, რომლებიც ფულსაც უხდიან, იმალება მისი ვინაობა. თურქმა სად უნდა თქვას, ესა და ეს იყოო?! მე კი არ ვამართლებ ამას, მაგრამ ძალიან ბევრ ოჯახში მშობლები აღარ არიან ფულის შემომტანები, ზოგს დედა არ ჰყავს, ზოგს –  მამა. ზოგს ორივე ჰყავს, მაგრამ სიღატაკეში ცხოვრობენ. სამუშაო არ აქვთ, შემოსავალი არ აქვთ და აი, ამ მალულ პროსტიტუციას ეწევიან. იმ ქართველი გოგონებისთვის არ არის ხელსაყრელი, ქართველმა ბიჭმა დაინახოს ისინი და იცნოს. პირადად მე,  არასდროს დამჭირდება იქ შესვლა, სულ ერთხელ ვიყავი თურქების ბარში, სადაც არანაირი დისკრიმინაცია არ ყოფილა, მაგრამ მეორედ შესვლის არანაირი სურვილი არ მაქვს. თურქებს ძალიან ბევრი დაწესებულება აქვთ, სადაც არანაირი დისკრიმინაცია არ ხდება, მაღალი დონის რესტორნებია და ვერც მიხვდები, რომ თურქულია. ჩვენ ვაპროტესტებთ პროსტიტუციის ბუდეებს. ვინაიდან საქართველოში პროსტიტუცია არ არის ლეგალიზებული, შეუშვან მაშინ ყველა, რატომ ეშინიათ?! თუ რესტორნაში ან ბარში შესული ქართველი ჩაიდენს კანონით გათვალისწინებულ დანაშაულს, მადლობა ღმერთს, პოლიცია ძლიერია საქართველოში, მოჰკიდონ ხელი და აგებინონ პასუხი. ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ რესტორანში ან ბარში შესულმა ქართველმა თურქი და ქართველი მეძავი გალახოს და არ დაიჭირონ. შეუშვან და, თუ დანაშაულს ჩაიდენენ, ამის შემდეგ მოჰკითხონ პასუხი.

– თუმცა ღამის დაწესებულებების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქართველებს არ ვუშვებთ, რადგან არიან ნასვამები და ფულის გადახდა არ უნდათო.

– თუ ვინმე არ იხდის ფულს და ნასვამია, მათთვის არსებობს კანონი და კანონით აგებინონ პასუხი. იმ დაწესებულებებში დაცვა უფრო მეტია, ვიდრე კლიენტი –  ვერ მოკიდებენ ხელს და ვერ ჩააბარებენ პოლიციას?! პირადად მე, მაწუხებს მიგრაციის მოძალება და მინდა, რომ საქართველოში დაცული იყოს ეროვნული ბალანსი და საქართველოს მოქალაქეობა არ იყოს ასე ადვილად მოსაპოვებელი. თორემ არ ვარ იმის წინააღმდეგი, უცხოელებმა აქ ბარი გახსნან, მაგრამ აუცილებელია, ვინც აქ ბარს გახსნის, ყველა საქართველოს მოქალაქე გახდეს?! ჩემი აზრით, ორმაგი მოქალაქეობა საერთოდ უნდა გაუქმდეს, როგორც ეს არის 1921 წლის კონსტიტუციაში. ჩემი პოლიტიკის მთავარი მიმართულებაა, რომ საქართველოში გაბატონებული იყოს ქართველი ერი: ბიზნესში, პოლიტიკაშიც და ყველგან.

– ალბათ, საქართველოს მოქალაქეებს გულისხმობთ?

– საქართველოს მოქალაქე არის ქართველი და ამას ნიშნავს ევროპული მიდგომა: მაგალითად, რომ დაიწყოს ომი, ღმერთმა არ ქნას, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, აქაურმა აზერბაიჯანელმა, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, უნდა იბრძოლოს აზერბაიჯანელების წინააღმდეგ, საქართველოს გვერდით. ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში, –  ეს არის დაუწერელი კანონი. მაგრამ მე მაინც დაინტერესებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეებში ეთნიკურად ქართველი იყოს ყველაზე მეტი. ეს გაუგებარია?! 

– თქვენი აზრი გასაგებია, მაგრამ ეს მიუღებელია ევროპული ცნობიერებისთვის.

– მე არ ვაპირებ ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობის გაგრძელებას ევროპაში.

– მაგრამ ჩვენს ქვეყანას უნდა, რომ გახდეს ევროკავშირისა და „ნატოს“ წევრი.

– მე მინდა, რომ საქართველო გახდეს „ნატოს“ წევრი, მაგრამ არა –  ევროკავშირის. „ნატოსთვის“ მთავარია, მათი სამხედრო მოკავშირე იყო და მათი სამხედრო სტანდარტები არ დაარღვიო. როდესაც თავის დროზე თურქეთი მიიღეს „ნატოში“, დემოკრატიის თაიგული იყო?! სამხრეთ იტალიაში, ვერც ერთი არაიტალიელი ვერ გაჭაჭანდება, მაგრამ ამის გამო რა, იტალიელებს „ნატოდან“ ყრიან? გერმანელები არაგერმანელებს სრულფასოვან ადამიანებად აღიქვამენ?! ისე აქვთ საქმე დაყენებული, რომ, თუ არ ხართ გერმანელი, წინ ვერ წახვალთ.

– ის ჩემი შეკითხვა ვერ დავასრულე: ქართველმა ახალგაზრდებმა, რომლებიც ეთნიკური ნიშნით არ შეუშვეს ღამის კლუბში, მოაწყვეს საპროტესტო აქცია, არადა, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სწორედ ეთნიკური ნიშნით არ გვიშვებენ. ცოტა არ იყოს გამაღიზიანა, იმიტომ რომ იქ არ აპროტესტებენ და აქ გააპროტესტეს, იმიტომ რომ ბარის მეპატრონე ადვილად მოსარევია?

– ბოლო ორი თვის განმავლობაში დვანსა და დიცში, საოკუპაციო ხაზთან, ოთხჯერ ჩავატარე ანტისაოკუპაციო აქცია.

– მე თქვენ არ მიგულისხმიხართ, იმ ახალგაზრდებს ვგულისხმობ, ბარში არშეშვებით აღშფოთებულებს.

– უიარაღო ქართველი ახალგაზრდა ჭიდაობას ხომ არ დაუწყებს რუს ოკუპანტს?!

– ჭიდაობა არც მიგულისხმია, უბრალოდ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ვიგულისხმე. 

– ეს ეჭვები რომ არ იყოს, ამიტომ პირველ დეკემბერს დავნიშნეთ აქცია და მას არ მოვაწყობთ ბარების წინ, რომ არ გაჩნდეს მოსაზრება, მაინცდამაინც თურქს და არაბს ვერჩით. ეს იქნება ქართველ ერისკაცთა შეკრება და დავაყენებთ ერთად  აღებულ ყველა ეროვნულ მოთხოვნას.

 

скачать dle 11.3