კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ნიშნავს სამსაფეხურიანი საპენსიო სისტემა, შეუნარჩუნდება თუ არა, საპენსიო რეფორმით, მინიმალური პენსია ყველას და რაზე იქნება დამოკიდებული საბოლოო პენსიის სიდიდე

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში სიბერე კვლავაც სიღარიბის სინონიმია, რასაც არც სუბიექტური მიზეზები აკლია და არც ობიექტური. ამიტომაც დღის წესრიგში პენსიის დაგროვებითი სისტემის დანერგვის საკითხი დადგა. რას ითვალისწინებს დაგროვებითი საპენსიო სისტემა, რომელი ასაკობრივი ჯგუფის მოქალაქეები ისარგებლებენ ამ ინიციატივით და როდის შეძლებენ საქართველოს პენსიონერები სიბერის ღირსეულად გატარებას. თემას ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე განგვიმარტავს.

 

– რასაც ჩვენ დღეს პენსიას ვუწოდებთ, არ არის, კლასიკური გაგებთ, პენსია, ეს ერთგვარი სოციალური დახმარებაა ხანდაზმულებისთვის. რა არის მთავრობის მიერ შემოთავაზებული ახალი დაგროვებითი მოდელის არსი?

– ეს სუფთა ქართული ნოუ-ჰაუ არ არის. ეს არის მოდელი, რითაც სარგებლობს განვითარებული ქვეყნების უმრავლესობა.  იქ, სადაც საბაზრო ეკონომიკა უკვე დამკვიდრდა და, იმავდროულად, გარკვეული პრობლემებია დემოგრაფიული სტრუქტურის თვალსაზრისით: გაიზარდა შედარებით მაღალი ასაკობრივი ჯგუფის მოქალაქეების წილი და შემცირდა ბავშვების წილი. ეს ჩვენთან მოხდა და არა იმიტომ, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა, არამედ, მთავარი მიზეზი ისაა, რომ შობადობაა შემცირებული და ამან გამოიწვია მაღალი ასაკის მოსახლეობის რაოდენობის ზრდა. ოპტიმალური იქნებოდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა საპენსიო ასაკის ადამიანებზე 4-ჯერ მეტი ყოფილიყო. ჩვენთან სრულიად განსხვავებული სურათია და არა მარტო საქართველოში. ფრჩხილები რომ გავხსნათ, ჩვენთან გადასახადის გადამხდელთა რაოდენობა საგრძნობლად ჩამორჩება ამ გადასახადების იმედზე მყოფი ხანდაზმული ასაკის მოსახლეობის რაოდენობას. ამ ფონზე ძველი მოდელის შენარჩუნება ნიშნავს, რომ მაღალი ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობა გავწიროთ ცხოვრების ძალიან დაბალი დონისთვის.

– თუ არ მეშლება, ჩვენთან მილიონ 600 ათასია სამუშაო ძალის ოდენობა, საიდანაც დაქირავებით დასაქმებულია 600 000, ხოლო პენისონერთა რაოდენობა უახლოვდება 800 000-ს, რაც იმას ნიშნავს, სამუშაო ასაკის ყველა მოქალაქეც რომ იყოს დასაქმებული, მაინც გაგვიჭირდებოდა ჩვენი საპენსიო ასაკის მოქალაქეებისთვის ცხოვრების ღირსეული  პირობების შესაქმნელად.

– დიახ, ამ მხრივაც, ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ერთ პატარა „საიდუმლოს“ გავამხელ: დასაქმებულებს შორის არიან ის ადამიანებიც, რომლებიც გასცდნენ საპენსიო ასაკს, მაგრამ პენსიონერებს არ მიეკუთვნებიან იმის გამო, რომ განაგრძობენ მუშაობას. ისინი დე-ფაქტო აქტიური მოსახლეობაა, თუმცა, ასაკობრივი ნიშნით, დასაქმებულებს არ მიეკუთვნებიან. სხვა ფაქტორებსაც თუ დავამატებთ, კიდევ უფრო მძიმე სურათს მივიღებთ. გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობა ძალიან მონდომებულია, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემა დანერგოს. ეს არ არის ერთჯერადი აქტი, ამას გარკვეული მუშაობა დასჭირდება და ამით ისარგებლებენ, უპირველესად, ის ადამიანები, რომლებიც დღეს თავიანთი შრომისუნარიანობისა და ნიჭის გაფურჩქვნის ხანაში არიან. 

– თუ შეიძლება, ასაკი დავაკონკრეტოთ.

– დაახლოებით, 40 წლამდე ასაკის მოსახლეობა, იმიტომ რომ დაგროვებით საპენსიო სისტემას გარკვეული დროც სჭირდება და რესურსებიც. ვნახოთ, როგორია კლასიკური საპენსიო მოდელი: სახელმწიფო უარს არ ამბობს თავისი ხანდაზმული მოსახლეობის დახმარებაზე. სოციალურ დახმარებას თუ სოციალურ პენსიას მიიღებს ქვეყნის ყველა მოქალაქე, რომელიც საპენსიო ასაკის იქნება.

– დავაზუსტებ, ანუ იმ თანხას, რაც დღეს შეადგენს 150 ლარს?

– დაახლოებით, საარსებო მინიმუმის დონეზე სოციალურ პენსიას გარანტირებულად მიიღებს ქვეყნის თითოეული მცხოვრები, მიუხედავად მისი დამსახურებისა, შრომითი სტაჟისა და ამ პერიოდში მის მიერ გამომუშავებული თანხისა. მაგრამ, ამის გარდა, გვაქვს სტრატეგია: ვიყოთ განსხვავებულები სიმდიდრეში და არა მსგავსნი სიღარიბეში. ეს არის ჩვენი სამერმისო საქმიანობის სლოგანი და ითვალისწინებს, რომ ადამიანები თავიანთი კეთილდღეობის დონესა და ხარისხს უნდა განსაზღვრავდნენ თავიანთი შრომითი საქმიანობის დროს და ისინი დადგებიან არჩევნის წინაშე: დღევანდელი კვერცხი თუ ხვალინდელი ქათამი? ანუ მათ შეეძლებათ, გარკვეული თანხა შეიტანონ საპენსიო ფონდებში.

– რა განსხვავებაა ბანკში და საპენსიო ფონდში შენატანს შორის?

–  თქვენ თავისუფალი ხართ თქვენს არჩევანში.

– ის, რომ ბანკში ფულის შეტანა უფრო რისკიანია?

– საპენსიო ფონდი შეიძლება, იყოს სახელმწიფო ან კერძო, მსჯელობის პროცესშია ეს საკითხი. ბევრ ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო საპენსიო ფონდები. როდესაც თანხების აკუმულირება ხდება, 40 წლის ადამიანი, რომელიც საპენსიო ფონდში გადარიცხავს თანხას, იმის ილუზიით არ უნდა იკვებებოდეს, რომ ის თანხა იქნება უძრავად და უკან დაუბრუნებენ 20 თუ 25 წლის შემდეგ. რა თქმა უნდა, ის ფული არ არის გაჩერებული, მუშაობს და რაღაც ნაწილს გააჩნია საინვესტიციო დატვირთვა. მაგალითად, როდესაც 40 წლის ასაკში დაიწყებს ადამიანი თანხის შეტანას და 65 წლის ასაკში მოუწევს პენსიაზე გასვლა, ამ 25 წლის განმავლობაში მის მიერ შეტანილი თანხა ბრუნავს, იზრდება და ცივილიზებული ურთიერთობის პირობებში პენსიის სიდიდე განისაზღვრება არა მხოლოდ მოქალაქის მიერ შეტანილი თანხის სიდიდით, ინდექსირების გათვალისწინებით, არამედ, პლუს მოგების იმ ნაწილით, რაც ამ თანხის მეშვეობით  იქნა მიღებული ამ ხნის განმავლობაში.

– თუ დასავლეთის მაგალითს ავიღებთ, ჩვენ ვიცით, რომ იქ ანაბრებზეც დაბალი საპროცენტო განაკვეთია და სესხებზეც, ჩვენთან ორივე მაღალია, თუმცა კრედიტებზე  –  არაადეკვატურად მაღალი. საპენსიო ფონდის მიერ დარიცხული პროცენტი უფრო მაღალია თუ საბანკო ანაბარზე დარიცხული?

– საბანკო პროცენტი, მიუხედავად იმისა, რომ იქ უფრო დაბალია ჩვენთან შედარებით, მაინც უფრო მაღალია, ვიდრე იქაურ საპენსიო ფონდში არსებული. აქ ლაპარაკია მასშტაბებზე: რისკის ფაქტორი განაპირობებს საპროცენტო განაკვეთის სიდიდესაც.

– მესმის, მაგრამ დასავლეთში ანაბრები ხომ დაზღვეულია, მაშინ სად არის რისკი?

– დაზღვეულია ანაბარზე შეტანილი თანხის გარკვეული რაოდენობა. მაგალითად, ევროპაში ის გაზარდეს 100 000 ევრომდე; რუსეთში გაზარდეს 40 000 –  დოლარამდე. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა პოსტსოციალისტურ სივრცეში, რომელსაც არ აქვს ანაბრების დაზღვევა.

– იმას ამბობთ, რომ საპენსიო ფონდებს აქვს დაბალი რისკი და არიან უფრო სტაბილურები?

– დიახ და სახელმწიფო აწარმოებს მონიტორინგს და ცუღლუტობებს ნაკლებად უნდა ველოდოთ, ვიდრე ბანკების შემთხვევაში, რადგან ბანკები აბსოლუტურად დამოუკიდებელი სტრუქტურებია და გამორიცხულია სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა.

– ჩვენც იმ დაგროვებითი საპენსიო სისტემისკენ მივდივართ, რაზეც თქვენ ახლა ისაუბრეთ?

– ჩვენ ახლა ვდგავართ გზაჯვარედინზე, იყოს თუ არა ნებაყოფლობითი შენატანები საპენსიო ფონდში; მოხდეს თუ არა საშემოსავლო გადასახადის გადამისამართება საპენსიო ფონდში.

– ანუ შესაძლოა, 20-პროცენტიანი საშემოსავლოდან გადაირიცხოს თანხები საპენსიო ფონდში ან იმ 20 პროცენტს ზემოთ დამატებით გადარიცხოს თანხა დაქირავებულმა?

– ჯერჯერობით რიტორიკული კითხვებია, პასუხები არ არის. ბევრი ვარიანტია, მაგრამ ზუსტად არ ვიცით, რა გზით წავლენ და რა მეთოდებს შემოგვთავაზებენ; ვფიქრობ, ამაზე მხოლოდ მთავრობის ძალისხმევა არ იქნება საკმარისი, უნდა გაიმართოს საზოგადოებრივი მსჯელობა, მათ შორის, მეცნიერების, პრაქტიკოსების კომპეტენტური სიტყვის მონაწილეობით. ვფიქრობ, თუ ნორმალურად წავა ყველაფერი, 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებს  20-25 წლის შემდეგ შეიძლება, ჰქონდეთ ნორმალური საპენსიო სისტემა.

– თუმცა აქ არის ერთი აუცილებელი პირობა: მოქალაქე უნდა მუშაობდეს, თუ უმუშევარია, რას დააგროვებს?

– თუ ჩვენი დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოვალთ, მაშინ ამაზე ფიქრიც არ შეიძლება, მაგრამ წინ უნდა გავიხედოთ იმ პერსპექტივით, რომ სამუშაო ადგილები იქნება, ეკონომიკა გვექნება მდგრადი, განვითარებადი და მისი მასშტაბები იქნება გაცილებით მეტი. 

– უმუშევრები ყველა ქვეყანას ჰყავს, უმუშევრების პენსიის პრობლემა როგორ წყდება?

– უმუშევრებიც იღებენ დახმარებას, ჩვენთან 2008 წლის პირველი იანვრიდან გაუქმდა ეგრეთ წოდებული სოციალური გადასახადი, რომლის პარალელურადაც არსებობდა 12-პროცენტიანი საშემოსავლო გადასახადი. ისინი დაწყვილდა და ჯერ 25 პროცენტი შეადგინა, შემდეგ –  20-მდე შემცირდა. სოციალურ გადასახადს ბევრი ქვეყანა იხდის და ეს არის ერთ-ერთი მნივშენლოვანი წყარო საპენსიო უზრუნველყოფის სახსრების ფორმირებისთვის. ჩვენთან, ახალი საკონსტიტუციო ნორმით, გადასახდების შემოღება და, მით უმეტეს, მათი განაკვეთის ზრდა, რეფერენდუმით უნდა გადაწყდეს, ეს პოპულისტური ნაბიჯი ბევრ უსიამოვნებას შეგვახვედრებს.

– შევახსენოთ მკითხველს, რომ ეს გადაწყვეტილება წინა ხელისუფლებამ მიიღო. 

– ჩვენ ხელისუფლებას ვირჩევთ იმიტომ, რომ მან უფრო კომპეტენტურად მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ მტკივნეულ საკითხზე; ხომ არ ვაწყობთ რეფერენდუმს ომის დაწყების ან ზავის საკითხებზე? ეს უფლებები მთავრობას აქვს გადაცემული. ბუნებრივია, არავის არ აძლევს ხელს გადასახადების შემოღება, მაგრამ, რეალობიდან გამომდინარე, ხან უნდა შემოვიღოთ, ხან უნდა გავზარდოთ, ხან  –  შევამციროთ. ამდენად, რეფერენდუმზე ამ საკითხის გამოტანა არ იქნება მართებული.

– თუ იმაზე მეტ ხანს ვიცოცხლე, ვიდრე გათვალისწინებულია, პენსია მაინც იმავე ოდენობით მომეცემა?

– მოგებული რჩება ის, ვინც მეტ ხანს ცოცხლობს. ის იღებს იმაზე გაცილებით მეტს, ვიდრე შეიტანა და სტატისტიკურად იყო საშუალოდ გათვლილი. საფრანგეთში, მაგალითად, პენსიაზე გასვლის შემდეგ მამაკაცები საშუალოდ ცხოვრობენ 22 წელიწადს, ხოლო ქალები –  28 წელიწადს. ჩვენთან ეს ციფრი გაცილებით მოკრძალებულია: ქალებისთვის, დაახლოებით, 15 წელიწადია, მამაკაცებისთვის –  7 წელიწადი. ეკონომიკური განვითარება პირდაპირ კავშირშია სიცოცხლის ხანგრძლივობასთან.

– კონკრეტული მაგალითი რომ მოვიყვანოთ, რამდენი თანხა უნდა გადავიხადო ყოველთვიურად, რომ ამდენი და ამდენი პენსია მქონდეს? ეს როგორ ითვლება?

– წინასწარაა ცნობილი, ვინ რამდენს აიღებს საპენსიო ასაკის დადგომასთან ერთად. პირობითად ვთქვათ, თუ თვეში 100 ევროს გადაიხდით, მაშინ გექნებათ პენსია, ვთქვათ, 300 ევრო; თუ გადაიხდით 120 ევროს, გექნებათ 380 ევრო. კორელაციური ცხრილებია და თავად განსაზღვრავ, რამდენის მოკლება გიღირს დღეს, რომ შემდეგ პენსია მიიღო. ადამიანი არის თავისუფალი არჩევნის წინაშე. მას შეუძლია, ნაკლები გადაიხადოს და შესაბამისად, ნაკლები ექნება პენსია.

– ყველას ჯვარი სწერია, მეც, ვთქვათ, ვერ მივაღწიე საპენსიო ასაკამდე –  რა ემართება ჩემ მიერ საპენსიო ფონდში შეტანილ თანხას?

– ეს წინასწარ უნდა იყოს დათქმული. ოჯახის წევრებს მიეცემათ მაშინვე ან გარდაცვლილი პირის საპენსიო ვადის დადგომამდე. ყველაფერი დეტალურადაა გაწერილი. მაგალითად, ჩილე დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა საპენსიო სისტემის დაგროვების დიდ ნოვატორად. იქ, დაახლოებით, 11 განსხვავებული საპენსიო სისტემა და ფონდი მოქმედებს. ყველას აქვს განსხვავებული მიდგომა და ხედვა.

– გარდაცვლილის საპენსიო თანხა ოჯახს დანამატების გარეშე უბრუნდება?

– დიახ. ამასთანავე, იგულისხმება, რომ თქვენ უვლით საკუთარ ჯანმრთელობას და რამე მავნე თვისებებით ზიანს არ აყენებთ მას. დაზღვევაში ამას ჰქვია მორალური რისკის ცნება. ამერიკაში, მაგალითად, ვინც შემჩნეულია გადაჭარბუბული სიჩქარით მოძრაობაში, ალკოჰოლის გამოყენებაში, მათთვის დაზღვევის თანხა ავტომატურად უფრო მეტია, იმიტომ რომ მათ შემთხვევაში რისკის ფაქტორი გაცილებით მაღალია.

– ჩვენთან პარადოქსული რამ ხდება: სადაზღვევოები არ უზღვევენ ავტომანქანას 23 წლამდე ასაკის მძღოლს, იმიტომ რომ რისკი მაღალია; პარლამენტარს კი 21 წლის ასაკიდან ვირჩევთ. ანუ კანონების წერას ვანდობთ, მაგრამ მანქანას –  არა. 

– საზოგადოება უფრო მომატებული რისკის ქვეშაა.

– ზოგადად რომ ჩამოვაყალიბოთ, როგორია დაგროვებითი პენსიის სქემა?

– სქემა სამსაფეხურიანია: პირველი საფეხურია საბაზისო, ანუ სოციალური პენსია, რომელიც მიეცემა აბსოლუტურად ყველას, ვინც არის საპენსიო ასაკის; მეორე საფეხურია, როდესაც საშემოსავლო გადასახადიდან რაღაც პროცენტი მიდის საპენსიო ფონდში, იმისდა მიუხედავად, გაქვთ თუ არა თქვენ ამის სურვილი  და იქ დაგროვილი თანხა საპენსიო ასაკის დადგომასთან ერთად, ემატება საბაზისო პენსიას. მაგრამ, ამის პარალელურად, თუ თქვენ გინდათ, რომ თქვენი პენსია უფრო მეტი იყოს, შეგიძლიათ, გააფორმოთ ხელშეკრულება რომელიმე საპენსიო ფონდთან და შეიტანოთ შენატანები ყოველთვიურად.

 

скачать dle 11.3