კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (105)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

როგორ გახდა ბრიგადის გენერალ ვახტანგ კაპანაძის 22 წლის ქალიშვილი თავდაცვის სამინისტროს სამმართველოს უფროსის მოადგილე

აწ უკვე გაერთიანებული შტაბის უფროსი ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე, 1960 წელსაა დაბადებული. თავდაპირველი განათლება თსუ-ს გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე მიიღო და სპეციალობით ოკეანოლოგია. 1996 -1997 წლებში გერმანიაში სწავლობდა, მარშალის სახელობის სამხედრო ბიუჯეტის დაგეგმარებისა და უსაფრთხოების კოლეჯში; 1998 წელს – უკრაინის ეროვნული სამხედრო აკადემიის ოპერატიულ-ტაქტიკურ ფაკულტეტზე, რომელიც 1999 წელს ოქროს მედლით დაამთავრა; 2002-2003 წლებში კი – აშშ-ის სახმელეთო ძალების ომის წარმოების კოლეჯში გაიღრმავა განათლება.

თავდაპირველი პროფესიიდან გამომდინარე, მისი სამუშაო გამოცდილება 1983 წელს იწყება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში; სადაც 1990 წლამდე კასტროლოგია – სპელეოლოგიის ლაბორატორიის მეცნიერ-მუშაკი იყო. 1990 წელს, რატომღაც, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გახდა (რატომღაც. რადგან სამხედრო განათლება ჯერ არ ჰქონდა მიღებული) და პოსტზე 1991 წლამდე მუშაობდა, 1991-1992 წლებში ავღანეთის ვეტერანთა ბატალიონის შტაბის უფროსი გახდა, 1992-ში – სპეციალური დაზვერვის ბატალიონის მეთაური; 1993-1995 წლებში – საქართველოს გენერალური შტაბის საჯარისო დაზვევრის სამმართველოს განყოფილების უფროსი; 1995-დან 1999-მდე კი დაზვერვის მთავარი სამმართველოს საჯარისო დაზვერვის სამმართველოს უფროსი იყო; 1999 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-11 მოტომსროლელი ბრიგადის მეთაურად დაინიშნა. 2001 წლიდან გენერალურ შტაბში სხვადასხვა თანამდებობა მოიარა, თუმცა 2004 წელს გენერალური შტაბის უფროსად  დაინიშნა, 2005 წელს – საქართველოს პრეზიდენტის სამხედრო მრჩევლად, 2006 წელს აფხაზეთის მთავრობის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსად გადაიყვანეს და იმავე წელს აფხაზეთის მთავრობის მინისტრის მოადგილედაც იმუშავა. 2007-ში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი გახდა, იმავე წელს სრულუფლებიან და საგანგებო დესპანად გადაიყვანეს პოლონეთის რესპუბლიკაში; 2008 წლიდან 2012 წლის ოქტომბრამდე კი საგარეო დაზვევრის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე იყო, რის შემდეგაც დღემდე გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

მიუხედავად იმისა, რომ გასული საუკუნის 90-ანი წლებიდან მოყოლებული სახელმწიფო თანამდებობებზეა, საჯარო სამსახურის ბიუროში ბ-ნი კაპანაძის ერთადერთი საფინანსო და ქონებრივი  დეკლარაცია იძებნება – 2013 წლის 18 ოქტომბერს შევსებული, რომლიდანაც ვიგებთ, რომ მას ჰყავს მეუღლე – ინგა ნებიერიძე და ორი ქალიშვილი: 1990 წელს დაბადებული ანა და 1994 წელს დაბადებული ქეთევანი.

ვახტანგ კაპანაძის საკუთრებაა: ბინა თბილისში, დგებუაძის ქუჩაზე (70 კვ. მ. ფართობის),  მიწის ნაკვეთი დაბა კოჯორში (1 000 კვ. მ. ფართობის), მიწის ნაკვეთი სამცხე-ჯავახეთში (600 კვ. მ. ფართობის), მიწის ნაკვეთი ასურეთში (600 კვ. მ.), მიწის ნაკვეთი გლდანში (600 კვ. მ. ფართობის) და საცხოვრებელი სახლი კოჯორში (130 კვ. მ. ფართობის). ინგა ნებიერიძის საკუთრებაა ბინა თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე – 115 კვ. მ. ფართობის და ბინა თბილისში, კრწანისის ქუჩაზე (60 კვ. მ. ფართობის).

ვახტანგ კაპანაძის სახელზე გაფორმებულია ორი პისტოლეტი – glock-30 და bereta, ხოლო ინგა ნებიერიძეს ჰყავს ორი ავტომანქანა – mersedes ML და mersedes CLK.

2012 წლის განმავლობაში ბ-ნმა კაპანაძემ, როგორც საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილემ, 20 000 ლარი მიიღო, როგორც გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ კი – 11 240 ლარი. ინგა ნებიერიძემ, როგორც საქართველოს იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელმა მდივანმა – 16 000 ლარი, ხოლო ანა კაპანაძემ, რომელიც 22 წლის ასაკში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამართველოს უფროსის მოადგილე გახლდათ – 11 000 ლარი.

ბ-ნ კაპანაძეს გასულ წელს შვილის სწავლის საფასური 6 000 ლარი დაუჯდა, 2 000 აშშ დოლარი კი ავტომანქანის გასხვისებით მიიღო, სამაგიეროდ, მის მეუღლეს შეუძენია ავტომანქანა 5 500 აშშ დოლარად.

 

скачать dle 11.3