კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2018 (55)
ნოემბერი 2018 (226)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)

გინესის რეკორდსმენი მსჯავრდებულები

„სამი გუმანნი სუდ“

 

მართალია, ჩვენი სასამართლო ხელისუფლების მამამთავრებსა და მესვეურებს ღრმად სწამთ, რომ  ქართული მართლმსაჯულების ოქროს ხანაა (პათოსით, „ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი“, ანუ, სასამართლო – ასეთი ობიექტური და სამართლიანი), მაგრამ, ამ ჩვენს დალოცვილ თუ დასაწყევლ თემიდას ისეთი განაჩენები აქვს გამოტანილი, თვით ნერონს აატირებდა ცხარე კურცხლებით.

იმ გახმაურებულ ფაქტზე აღარ შევჩერდები, მოქალაქე მკვლელობისთვის რომ გაასამართლეს, ხოლო, როდესაც „მოკლული“ ცოცხალი აღმოჩნდა, შემდეგ უკვე ცრუ ჩვენებისთვის გამოკეტეს ციხეში. 

მაგალითად, 2007 წელს დედოფლისწყაროელი, თანაც, 84 წლის, გიორგი მჭედლიშვილი ამ ჩვენმა მთაწმინდის მთვარესავით უმწიკვლო და მიუკერძოებელმა სასამართლომ 5-ტონიანი ავზის ქურდობისთვის გაასამართლა. მოხუცმა, რაკი დაპატიმრებას უფრთხოდა, დანაშაული აღიარა, ამიტომაც, ქართულმა თემიდამ გულმოწყალება გამოიჩინა და მხოლოდ 2-წლიანი პირობითი სასჯელი აკმარა (პათოსით: „სოვეტსკი სუდ სამი გუმანნი სუდ ვ მირე“).

განაჩენის თანახმად, 84 წლის მოხუცმა დანაშაული ინდივიდუალურად ჩაიდინა და 5-ტონიანი ავზი მარტოდმარტომ მოიპარა. რაც მთავარია, განაჩენი გასაჩივრებას არ დაექვემდებარა – საბოლოო და ერთადერთიაო.

ამიტომაც, 84 წლის მოქალაქე მჭედლიშვილმა გინესის რეკორდსმენად აღიარება მოითხოვა – სავსებით სამართლიანად!

ზემოთქმულის გათვალისწინებით და ამ ჩვენი – „ოქროს ხანაში“ გაბრწყინებული – სასამართლო გადაწყვეტილებებით, თუ მთლად გინესების რეკორდსმენებს ვერ გავიმრავლებთ და ვერც დასავლურ დემოკრატიას დავუყენებთ თვალს, რეალური ანეკდოტებით ხომ მაინც გავუხანგრძლივებთ ცხოვრებას დედამიწელებს?!

скачать dle 11.3