კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბიზნესიც ტკბილია

„როგორც ლერწამნი“

 

აქეთ – აღმასრულებელ ხელისუფლებაშია გადაადგილ-გადმოადგილებები (რაც წინასწარვე იყო მოსალოდნელი და კანონით გათვალისწინებულიც), იქით  – ჯერჯერობით მდორე, მაგრამ მაინც მოძრაობა შეიმჩნევა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში (ჩვენი დეპუტატები ისევე ირხევიან, „როგორც ლერწამნი ქართაგან ძლიერთა“).

ჰოდა, რაკი ირხევიან, გასულ კვირას თეთრი წყაროს რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით ბეჟუაშვილმა საპარლამენტო უმცირესობა დატოვა. 

ეს მათთვის არცთუ სახალისო ფაქტი უმცირესობამაც დაადასტურა. იმის გათვალისწინებით, რომ ბ-ნი ბეჟუაშვილი, ისევე, როგორც მისი ძმა, მჭიდროდ ასოცირდებოდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთი შეხედვით, იფიქრებდი, რომ მხოლოდ სიკვდილი თუ დააშორებდათ (პირი ქვისკენ მიქნია!).

შესაბამისად, რთულად დასაჯერებელია, რომ საქმე იდეების აცდენასთან გვქონდეს (ვინაიდან, „ნაცმოძრაობის“ იდეები, პოეტის თქმის არ იყოს: „არ სდევს ჟამთა ცვლას, იგივეა მარად და მარად“), მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ ბ-ნი ბეჟუაშვილის ბიზნესებზე ლეგენდები დადის, შესაძლოა, ძაღლის თავი მეტად მერკანტილურ ადგილას იყოს ჩამარხული: სკამი ხომ ტკბილია და ტკბილი, მაგრამ, სიტკბო არც ამდენი წლის ნალოლიავებ და ნანინანატრ ბიზნესს აკლია?! 

скачать dle 11.3