კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2018 (55)
ნოემბერი 2018 (226)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)

„უდიპლომო სასიძო“

რიგ მიზეზთა გამო, ძირითადად, უფრო ხშირად დედაქალაქის საკრებულოში დატრიალებული მოვლენები ხვდება ხოლმე ჩვენი ყურადღების ცენტრში, თუმცა, ბუნებრივია, ნაკლები ორომტრიალი არც საქართველოს სხვა ქალაქების მუნიციპალიტეტებშია. 

8 ნოემბერს გორის საკრებულომ გადაწყვეტილება მიიღო ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ და იქვე დაადგინა, რომ ამ კონკრეტული ტერიტორიული ორგანოს აპარატში დასაქმების მსურველებს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა ევალებათ.

თუმცა, 19 ნოემბერს 8 ნოემბრის დადგენილებაში ცვლილება შევიდა, ვინაიდან, გორელმა კანონმდებლებმა დაასკვნეს, რომ ზემოხსენებულ ადგილებზე დასაქმების მსურველებს აღარ დაევალებათ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი საბუთის წარდგენა. 

ცვლილება, ღვთის შეწევნით, მთლად ერთხმადაც არ მიუღიათ: 25 დეპუტატიდან ხმა უდიპლომობას მხოლოდ 13-მა მისცა. ერთი ისაა, რომ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა ქალაქის ტერიტორიულ ორგანოს რწმუნებულების ვალდებულებად მაინც დარჩა.

ჩვენ არ ვიცით, რატომ აითვალწუნეს დიპლომი გორელმა კანონმდებლებმა, მაგრამ, თუ უახლოეს წარსულს გადავხედავთ, იმის გათვალისწინებით, რომ დიპლომიანებს მაინცდამაინც არ გაუბრწყინებიათ ჩვენი სამშობლო, იქნებ, უდიპლომოთა მმართველობამ მაინც გაჭრას?! ოღონდ, არც ისაა გამორიცხული, გორელი კანონშემოქმედნი ნერონის გზას დადსგომოდნენ – სენატში რომ თავისი საყვარელი ცხენი აირჩია – და დიპლომის ჩაჩოჩება ამ გზის მხოლოდ დასაწყისიც იყოს. 

скачать dle 11.3