კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისგან ელოდება „შემოლაწუნებას” გია ნიკოლაძე და რა კავშირი აქვს მას მარიხუანასთან

გია ნიკოლაძე ის ადამიანია, ვისთანაც ვერ მოიწყენ, განსაკუთრებით კი ჟურნალისტებისთვის არის ის საინტერესო. ჩვენი ინტერვიუ ყოველთვის მეგობრულ ხუმრობა-ხარხარში იწერება – როგორც არ უნდა ვეცადოთ, სერიოზული არასდროს გამოგვდის. 

 

– დიდი ხანია, აღარ ჩანს „ნიკოლშოუ”, არც კონცერტებზე გამოდიხართ, არც ტელეეკრანზე... რა ხდება თქვენს ცხოვრებაში, თქვენ  ზარმაცობთ თუ ვიღაცეებს ეზარებათ ყურადღების გამოჩენა?

–  არა, არ ვზარმაცობ, ატომურ ბომბს (ხელოვნების დარგში) ვამზადებ და დრო მჭირდება!  თან, ხელსაყრელ მომენტს ველოდები, რომ მეცხრე ტალღას გავყვე! რაც შეეხება ტელევიზიებს, მე და ერთი ძალიან ნიჭიერი და სახელგანთქმული ხელოვანი ერთ ისეთ სატელევიზიო პროექტზე ვმუშაობთ, რომ, დარწმუნებული ვარ, მერე ყველა ტელევიზიას მოუნდება ჩვენთან თანამშრომლობა! ამასთან დაკავშირებით მეტს ვერაფერს გეტყვი.  

–  სულ წინააღმდეგობებს აწყდები, პრობლემები აღარ გელევა. ყველაფერი სულ მაგ „მეცხრე ტალღის” ბრალია, რომ იცოდე!               

– ხელის შემშლელი არაფერია, უბრალოდ, ახლა სხვების შემოქმედების დროა! მე იმათ რიცხვს არ მივეკუთვნები, ვინც ნაწარმოებების სიგრძე-სიგანესა და რაოდენობაში ხედავს ნიჭიერებას! მე უფლება არ მაქვს, ბუნებას ვუღალატო და რამე წავახალტურო; მირჩევნია, ცოტა შევქმნა და ჟრუანტელს გგვრიდეს! ჩემთვის მთავარი შემფასებელი და ჟიური ჟრუანტელია, თან, ორივე „ჟ”-თი იწყება! თან, ისედაც და ასედაც, რაც გავაკეთე, ყველაფერი უფულოდ გავაკეთე. ასე რომ, შემდგომშიც ეგრე მომიწევს, ალბათ. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩემთვის დაბრკოლება არ არსებობს! მაგარი ჯინიანი ვარ და დაბრკოლება მხოლოდ სტიმულს მაძლევს! თუ ვინმეს ჩემთვის წინააღმდეგობის შექმნა უნდა, მაშინ, რამე „უსაქმური” საქმე უნდა ჩამაბაროს, დიდი ხელფასი დამინიშნოს და გამაზარმაცოს, თორემ, ისე ვერავინ შემაჩერებს! ამბობენ, რომ, ვსვამ და ამიტომ ვარ ასე; მე კიდევ, ვამბობ – იმიტომ ვსვამ, რომ არსად მიღებენ. ამჯერად სულ საქველმოქმედო კონცერტებზე დავდივარ, იმათ შემოევლოთ ჩემი თავი. ეს გასვლითი საქველმოქმედო კონცერტები ხომ საერთოდ მანგრევს – სულ ვსვამ, მაგრამ, ისე ვერ ვმღერი – კომპლექსი მაქვს, ჰოდა, აი, ესე ვარ, რა! მთხოვენ, წამოგვყევიო, ჰოდა, მეც დავყვები – აბა, რა ვქნა, ხალხს ჩემზე მაგრად უჭირს! 

თუ სახელმწიფოს მეფობა უნდა, 

მაშინ, იყიდოს სულ ყველას რთველი! 

ყველას ურჩიოს, ვინ რა დათესოს, 

გლეხისთვის იყოს მეფე ქართველი!

–  ჩემი აზრით, საინტერესო რაღაცეებს წერ. არ გიცდია, პროფილი შეგეცვალა და ჟურნალ-გაზეთებში მიგეტანა შენი ნაწერები? 

–  კი, ვფიქრობ მაგაზე! თან, აღარ შემიძლია ეს სმა და სმა! არადა, ისე ვერ ვმღერი, თუ არ დავლიე, დალევა კიდევ, მანგრევს, უკვე ვეღარ ვუძლებ! თან, პოემაც მზად მაქვს. ასე რომ, ყველანაირად მაქეთ მიდის ჩემი საქმე, რომ ამპლუა შევიცვალო!

– მამაშენი (მსახიობი ლალი ნიკოლაძე – ზურაბა ფილმიდან „ზოგი ჭირი მარგებელია“) უკვე ათეული წლებია, თურქეთში ცხოვრობს და საქმიანობს. იქ წადი.

–  არა, რა წასვლა, პირიქით, მამაჩემის აქეთ ჩამოყვანა უფრო მინდა, ვიდრე სადმე წასვლა! მიწის ყივილი არ გამიშვებს არსად! მე ამ ბუნების კაცი ვარ, სხვაგან ვერ გავძლებ – „ვერ გავცვლი სალსა კლდეებსა”... თან, ვიცი, რომ გარდავიცვლები, მაშინ მიხვდება ახალი თაობა, რაც დავუტოვე. 

– აუჰ, შენ, მგონი, მაგარი ნაწყენი ან შეყვარებული ხარ.    

–  არა, მე ვინ ვარ, რომ  გავნაწყენდე! მაგას ჯობია, ფიროსმანის საფლავი ვეძებოთ, ვიდრე ხალხს, ქვეყანასა და დროს გავუნაწყენდეთ! შეცვლით კი, იმას შევცვლიდი, თუ ვინმეს რამე არასწორად ვაწყენინე, აღარ ვაწყენინებდი!  სიყვარულს რაც შეეხება, მე სიკვდილის დამმარცხებელი ქრისტე უფრო მიყვარს, ვიდრე სხვადასხვა კერპები! მიყვარს ღვთისმშობელი მარიამი და, რა თქმა უნდა, დედამიწა, როგორც ვაჟით ორსული ქალწული! მოგეხსენებათ, დედამიწაში პლატინის ბირთვია,  ის ბირთვი კი მამრია. 

– არ ჰგავხარ შენ ტიპურ ქართველ კაცებს. მართალია,  ქალწულების თემა იმათთვისაც აქტუალურია, მაგრამ აი, პლატინისა და ბირთვისა რა მოგახსენო...                

– ტიპურ ქართველ მამაკაცს ვგავარ თუ არა, ალბათ, ეს კითხვა მათ უნდა დაუსვა, ვისთანაც ფიზიკური შეხლა-შემოხლა მქონია! კაცს ხელის მოხვედრის არ უნდა ეშინოდეს და უკან ამ მიზეზით არ უნდა იხევდეს, თორემ, მერე ისვრის (ორი გაგებით, რა თქმა უნდა). მგონია, რომ მათ ნამდვილ ქართველ  მამაკაცად და ძმაკაცად მივაჩნივარ, ისევე, როგორც მე – ისინი!

– ეგ – კი, მაგრამ, არაორდინარული ტიპი ხარ შენი აზროვნებით, ზოგჯერ გიჟობებისაც სჩადიხარ.   

–  ჩემი გიჟური საქციელი არც ერთი არ მახსოვს, რადგან, გიჟივით მთვრალს მაქვს ჩადენილი, ჩემო კარგო. რასაც მიყვებიან, იმას გეტყვი: 2011 წელს, 6 მაისს, ბათუმში ყოფილ პრეზიდენტთან ერთად ერთ სუფრაზე მოვხვდი შემთხვევით. ფეხზე წამოვმდგარვარ, ყველა გამიჩუმებია და ასეთი რამ მითქვამს: ვიდრე ქართველებს ჰოლანდიელი რძალი გვყავს,  მარიხუანის ლეგალიზაციას გაუმარჯოს-მეთქი!  მიშა და ვანო გვერდიგვერდ მსხდარან, ერთმანეთისთვის გადაუხედავთ და გაუცინიათ – ეს ვინაა,  გიჟი მართლა თავისუფალიაო! საერთოდ, ჩემი გიჟური საქციელი არც ერთი არ მახსოვს, რადგან, გიჟივით მთვრალს მაქვს ჩადენილი, ჩემო კარგო!  

– ახალ წელს? 

– ახალ წელს არ მახსოვს, მაგრამ, თავი ბევრჯერ მომისულელებია, ანუ, ვითომ გამოუსწორებელი ლოთი ვარ, ისე მოვქცეულვარ.

– როდის დასერიოზულდები, გია ნიკოლაძე?  რომ გკითხო, მგონი, აზრი არ აქვს – კი ხარ უკვე 50 წელს მიტანებული.       

–  მე მზად ვარ და ჩემებური სტრატეგიაც და გეგმაც მაქვს, მაგრამ, ასე მგონია, ჯერ დედამიწამ კარგად უნდა „შემოგვარტყას”, რომ ეგ დრო დადგეს.

– ვაა, ხედავ შენ?! და, ეგ როდის მოხდება? 

–  როდესაც ხალხს ეშმაკები ვეღარ მოერევიან, ანუ, როცა კასკიანი კაენები ბებია-ბაბუა-შვილიშვილ აბელებს ხელკეტებით ვეღარ სცემენ და ხალხი მიხვდება, საით უნდა იაროს! 

– სახლში როგორ ხართ? ანუ, მინდოდა, მეკითხა, შენ და შენი ცოლი ისევ ცალ-ცალკე ცხოვრობთ?       

–  არა, რა ცალ-ცალკე,  ეგ ხუთი წლის წინ იყო – ცოტა ხანს ეგრე გადავწყვიტეთ, რადგან, შემოსავალი საერთოდ არ გვქონდა. ერთად ვცხოვრობთ უკვე 25 წელია.  ვგიჟდები ჩემს ნატულიკოზე! ჩვენ სიკვდილამდე ერთად ვიქნებით!

 

скачать dle 11.3