კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2018 (115)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)
თებერვალი 2018 (208)

კარლოს „გენიალური გამოგონება“ და ქუთაისური ახალი წელი

– ჩვენს გაჭირვებულ ცხოვრებას რა ვუთხარი! – იწივლა ლელამ, – მაგრამ ახალი წელი მოდის და ხელცარიელი როგორ შევხვდეთ. ჩვენი პატარა სუფრა ჩვენც გავაწყოთ – ან მტერი შემოაბიჯებს ან მოყვარე. ცოტ-ცოტა ყველაფერი გვაქვს. ბაჟეც გავაკეთე... საცივიც... უი, ლიმონათი, ლიმონათი არ გვაქვს... უი, თონის პურიც გვინდა... ვინ იცის, ვინ მოვა... ადექი, კაცო, ადექი, რა დროს ძილია, ამაღამ 31 დეკემბერია – წლები ემშვიდობებიან ერთმანეთს.

კარლო ზლაზვნით წამოდგა. გემრიელად დაამთქნარა და პიჟამას შარვალი ამოიცვა. ამოიცვა და ინსტინქტურად ფანჯარაში გაიხედა. ახალი წელი უახლოვდებოდა „ქუთეისს“...

ხვავრიელად თოვდა, უხვად და თავგამეტებით. სიცივეც გვარიანად დასტყობოდა ამინდს. მუდამ მეოცნებეს და „ნოვატორს“ თავში უიდეალურესმა აზრმა გაუელვა.

– მომეცი, ქალო შალვარი!

– აგერაა.

– „გრელკა”?

– რა „გრელკა”?

– ქალო, წყალი გააცხელე, „გრელკაში” ჩაასხი. მე კი ამასობაში ჩავიცვამ და წავალ პურზე და ლიმონათზე.

„შეკვეთა“ შესრულდა – ცხელწყლიანი „გრელკა“ კარლომ ჯინსის შარვალში ჩაიდო, „წინა მუცელს“ ქვემოთ და წავიდა...

არადა, გენიალური აზრია. გარეთ თოვს, ყინავს. შენ გრელკა გიდევს „იქინე“ და სულ კისერზე გკიდია, რამდენით მეტი ფანტელი ჩამოვარდება ბავშვების გულის გასახარად. მოკლედ, გამოვიდა „გრელკით“ და ლექსიც მოაწვა მის მოპოეტო თავს:

„დიდება გრელკას – ყინული ვერ მკლავს“ და თან დააყოლა – „იავო, უავო, ლიმონათზე მივდივარ“...

ყველა გასტრონომი დაკეტილი იყო. პურზე ხომ ახალ წელს ისეთი ამბავია...

ამას „გრელკა” უდევს და თოვს... თოვოს, რა... თბილადაა.

მაშინ ტროლეიბუსები (ეჰ, ნეტავ, იმ დროს) მუშაობდნენ და ცვითა თავი ტროლეიბუსში – მეორე ქუჩაზე იქნება, აბა, რა ჯანდაბა მოუვათო.

როგორც ახალი წლისწინა პერიპეტიებს სჩვევია, ტროლეიბუსში ხალვათობა იყო, იჯდა ჰა-ჰა – 6-7 ადამიანი.

უკანა სკამის წინა სკამზე მიუსკუპდა მდიდრულ ქურქში „ჩაზმანულ“ ქერათმიან ქალს.

ტროლეიბუსი ნარნარად მიირწევა ნება-ნება... აშკარად საახალწლო განწყობაა. „შუბაში“ გამოკვართულმა ქალმა კაცს ამრეზით გადმოხედა და უფრო მჭიდროდ შემოიკრა სამოსი და აქ მოხდააა...

„გრელკიდან“ ყრუ, მაგრამ აშკარად მოულოდნელმა წვეთებმა კაცს გაახსენა, რომ მისი „გამოგონება“ საფრთხის წინაშეა. მტარვალმა ცხელმა წყალმა ნელ-ნელა. იწყო სვლა. კაცი უხერხულად დაიწმაწნა, რაც გვერდით მჯდომ ქალბატონს არ გამოჰპარვია.

წყალი არ ხუმრობდა და კაცს მარცხენა ბარძაყი აეწვა. ჯერ არ იმჩნევდა, მაგრამ, ჯინაზე, ტროლეიბუსიც მგზავრებს ეძებდა, ნელა მიდიოდა. ქალს ამღვრეული თვალებით გადახედა და ალალად თქვა.

– ვიწვები, მე მგონი, – მარჯვენა ხელი ქამრის ქვეშ შეაცურა კარლომ და „გრელკის“ გასწორება მოინდომა.

ქალმა სხვანაირად გაიგო.

– მაიმუნობის დროა ახლა? ახალი წელი მოდის და თქვენ კარგა 60 წლის ბრძანდებით!

ცხელმა წყალმა ბარძაყის მიდამოები ჩაათავა და კოჭთან მივიდა...

– ნამდვილად ვიწვი, ქალბატონო.

– ჩემი ეშხით ვინ არ დამწვარა?! – გაიკეკლუცა ქალმა და თმა შეისწორა, მაგრამ კარლოს ძალიან გაუჭირდა. წვეთი წვეთს მიჰყვა და... უღალატა „გრელკამ“.

– მეტი... მეტი აღარ შემიძლია, ვიწვი! – ამოიკივლა დაგუდულად კარლომ.

– შენს ცოლ-შვილს მიხედო, ჯობია! – გაკაპასდა ქალი და ხელი ამოიღე იქედან, სადაც გიდევს ამ ვითარებაში, უზრდელო კაცო, შენ!

– ვიწვი! – გაგიჟდა კარლო და ხელები ქამრის ქვეშ მიიჭირა.

– ვაი! – იკივლა ქალმა და წინა გასასვლელისკენ მოცოცხა... გიჟია ეს! „გრელკიდან“ ჭავლმა იმძლავრა.

– უი! – იკივლა კარლომაც, ქალს გამოეკიდა და შოფერთან მისვლამდე „დაუაბგონა“.

– შოფერ, გააჩერე! 

ტროლეიბუსი დამუხრუჭდა, ქალი კისრისტეხით გადავარდა ვაგონიდან და კარლოც მიჰყვა. გარბის ქალი და მისდევს ორთქლავარდნილი კარლო.

ქუთაისში მაგას გამოაპარებ ვინმეს?! ხელად შეჯგუფდნენ ბიჭები.

– ვაიმე, სიმონ, უცხოპლანეტელი მევიდა, სიმონ,  საფიჩხიაზე, აქანა!

კარლომ „გრელკა“ ამოიდღლიზა და ახლად დაფიფქულ თოვლში ისროლა.

– ვაიმე, სიმონ, უცხოპლანეტელმა ღვირძლი ამეითხარა, სიმონ, და გადააგდო, სიმონ! მაგენი კუჭებს და ღვირძლებს ისე ამოითხრიან, გაგიკვირდება.

გაზონში გადავარდნილმა „გრელკამ“ თოვლი ვერ იგუა და ორთქლი ავარდა:

– ა, სიმონ, იგია ეგი აქანა... გადაირევიენ ქუთეისლები. ნიუტონას კანონია, სიმონ, ორთქლი ადის აქანა... სიმ...

– ლიმონათი არსადაა, ბიჭებო? – ამოიძახა კარლომ.

– ა, ბუჯო, რა ვთქვი ახლა მე – ლიმონათი არ იციენ ამგნებმა და ახლა უნდათ, რო გეიგონ...

და მოდიოდა ახალი, ახალი (მაინც ძველი) ახალი წელი...

 

 

скачать dle 11.3