კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მიხო ეზოში ზის და ჩონგურზე უკრავს. პატარა შვილი შეშას ჩეხავს‚ ცოლი ვედროებით წყალს ეზიდება. ჩამოიარა მიტუამ.

– მიხო‚ არა გრცხვენია?

– მრცხვენია‚ მაგრამა‚ რა ვქნა‚ ამათ არც დაკვრა იციან და არც სიმღერა...

***

ამოვიდა ყელში ქმრის ეჭვიანობა! დავუტოვე ბავშვი‚ პამპერსები‚ კოლოფი ბავშვის საჭმლით და ბოთლი‚ ჩამოვუწერე სია‚ რა უნდა გააკეთოს სახლში....

სცადოს‚ ღალატს მოახერხებს თუ არა...

***

– გელა ბიძია‚ მადლობა‚ საყვირი რომ მაჩუქე....

– რა მადლობა‚ 80 თეთრი ღირდა...

– სამაგიეროდ‚ ყოველდღე დედა და მამა მაძლევენ ლარს‚ რომ არ დავუკრა...

***

– გოგონი‚ თქვენ ერთ ფრანგ მსახიობს ჰგავხართ...

– რომელს?

– დარტანიანის ცხენს...

***

ავიამზიდი ექვსი თვის ზღვაში ყოფნის შემდეგ მშობლიურ პორტში ბრუნდება და ერთმა მეზღვაურმა ცოლს გამოუგზავნა რადიოგრამა:

„ექვსი თვე – უსექსოდ. შენს ინტერესებშია‚ პირდაპირ ტრაპთან შემხვდე“.

„ექვსი თვე – უსექსოდ. შენს ინტერესებშია‚ ტრაპიდან პირველი გადმოხვიდე“.

***

– იცი‚ მე შენს ცოლთან ვიწექი‚ დაფეხმძიმდა... გამოდის‚ ახლა ჩვენ ნათესავები ვართ?!

– არა‚ ბარი-ბარში ვართ...

***

შუა ატლანტის ოკეანეში გემი იძირება. კაპიტანს უკვე არაფრის გაკეთება არ შეუძლია და უცბად ერთი ეუბნება‚ რომ მგზავრებს შორის რაბინია‚ რომელსაც საოცრების მოხდენა შეუძლია. მიიყვანეს.

– რაბინო‚ რის გაკეთება შეიძლება?

– ინტერნეტი გაქვთ?

– კი.

– მაშინ‚ სასწრაფოდ გაყიდეთ ხომალდი...

***

ორი ებრაელი ქუჩაში მიდის‚ ხედავენ‚ მათხოვარი ზის. დანაძლევდნენ‚ ვინ უფრო ნაკლებ მოწყალებას გაიღებს. დაასწრო ერთმა‚ ამოიღო ერთთეთრიანი‚ გამოშვერილ ხელში ჩაუდო და ამაყად გადახედა მეორეს.

– ეგ ორივესგან‚ – სწრაფად დაამატა მეორემ.

***

პილოტებმა ინფორმაცია გადმოსცეს‚ მაგრამ მიკროფონის გამორთვა დაავიწყდათ და მთელი ლაპარაკი თვითმფრინავის სალონში ისმის. ახლა ჩაი დავლიოთ და მერე სტიუარდესას მივხედოთ... დაჯდომამდე ორივე მოვასწრებთ... სტიუარდესა კაბინისკენ გაიქცა‚ მაგრამ ერთმა მგზავრმა შეაჩერა:

– არ იჩქარო‚ შვილო‚ ხომ თქვეს‚ ჯერ ჩაის დავლევთო...

***

ძილის წინ ვალერიანის წვეთები დავლიე და მთელი ღამე მესიზმრებოდა‚ რომ ვიღაც ულვაშიანი კაცი მკოცნიდა... სხვა დროს კატას გარეთ გავუშვებ...

***

საჰარაში მიდის ქარავანი. მამაკაცები აქლემებზე სხედან. ქალები გვერდით მიჰყვებიან‚ ცხელ ქვიშაზე მირბიან. ტურისტები შემოხვდათ და ერთმა ხმამაღლა ჩაილაპარაკა:

– აქ სუსტ სქესს ნამდვილად არ სცემენ პატივს‚ არავინ ზრუნავს მათზე.

– პირიქით‚ – გააპროტესტა ერთმა ქალმა‚ – ღამით სულაც არ გვჭირდება დაღლილი კაცი...

***

სამსახურში მოწყობა ყველაზე ძნელი ქალისთვისაა – ყველას უნდა თვრამეტი წლის გოგონა‚ ოცდაათწლიანი სამუშაო გამოცდილებით‚ ორუმაღლესდამთავრებული და მოზრდილი შვილებით.

 

***

– დაეხმარა თქვენს ქმარს ის აღმგზნები აბები‚ წინა კვირას რომ გამოგიწერეთ?

– ექიმო‚ იცით‚ სალათაზე მოვუყარე, შუა ჭამაში მეცა და პირდაპირ მაგიდაზე....

– ესე იგი, კმაყოფილი ხართ...

– როგორ გითხრათ‚ პრინციპში კი... თუმცა ის რესტორანი‚ ჩვენს სახლთან ძალიან ახლოსაა... 

скачать dle 11.3