კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის სანტა კლაუსი

შობა-ახალი წლის დადგომა ამერიკისა და ევროპის ქრისტიანულ ქვეყნებში სანტა კლაუსის სახელს უკავშირდება, მაგრამ ბევრმა არც კი იცის, თუ ვინ არის სინამდვილეში სანტა კლაუსი ან რატომ დამკვიდრდა ის ამ სახით.

19 დეკემბერს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია დიდი სასწაულთმოქმედი წმიდანის, მირონლუკიის ეპისკოპოსის – წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღნიშნავს. ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული წმიდანია ქრისტიანულ სამყაროში.

განსაკუთრებული თაყვანისცემა წმიდა ნიკოლაუსისა გერმანიაში მეექვსე საუკუნიდან, რომში კი მერვე საუკუნიდან დამკვიდრდა.

როგორც ცნობილია, წმიდა ნიკოლოზი, განსაკუთრებული ქველმოქმედებითა და მოწყალებით გამოირჩევა. მისი ცხოვრება სასწაულებითაა აღსავსე. ყველასთვის ცნობილია, მაგალითად, თუ როგორ გადაარჩინა წმიდა ნიკოლოზმა ქალაქი მირონლუკია შიმშილისგან; როგორ დააცხრო ქარიშხალი ლოცვით და პალესტინაში მიმავალი გემი გარდაუვალი დაღუპვისგან იხსნა; თუ როგორ გადაარჩინა წმიდა ნიკოლოზმა სიკვდილით დასჯას სამი მხედართმთავარი, რომლებსაც ბოროტმოქმედებმა ცილი დასწამეს; დაბოლოს, საყოველთაოდ ცნობილი ერთი ეპიზოდი წმიდა ნიკოლოზის ცხოვრებიდან: იმხანად წმიდა ნიკოლოზი პატრაში მღვდლად მსახურობდა. მან შეიტყო, რომ ერთ გაღატაკებულ კაცს, რომელსაც სამი ქალიშვილი ჰყავდა და მათი გამზითვება, დაქორწინება არ შეეძლო,  განუზრახავს ისინი საროსკიპოში გაეგზავნა და ამ გზით გამდიდრებულიყო. ქალწულები ტირილით ევედრებოდნენ უფალს გამოხსნას ამ საშინელი ხვედრისგან. ყოვლადმოწყალე ღმერთმა მათ დასახმარებლად მღვდელი ნიკოლოზი გააგზავნა. სამგზის მივიდა მათ სახლთან წმიდა ნიკოლოზი და ყოველ მისვლაზე კარის ზღურბლთან ოქროთი სავსე ქისა დატოვა. ასე შეძლო მამამ თავისი სამივე ქალიშვილის გამზითვება. ამგვარად იხსნა წმიდა ნიკოლოზმა სამი ქალწული და მათი მამა საშინელი განსაცდელისგან.

სწორედ ამ ეპიზოდმა წმიდა ნიკოლოზის ცხოვრებიდან, განაპირობა სანტა კლაუსის დამკვიდრება დასავლურ ტრადიციაში. ასე, თანდათანობით იქცა ის დასავლეთ ევროპასა და ჩრდილო ამერიკაში შობა-ახალი წლის სიმბოლოდ – სანტა კლაუსად. შობა ღამეს, წმიდა ნიკოლოზის სასწაულის მოლოდინში, საჩუქრების დასატოვებლად, საგანგებოდ გამოფენენ ხოლმე წინდებს. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში შობის ღამეს წინდებსა და ფეხსაცმელს ბუხართან ტოვებენ, რადგან სწამთ, რომ საკვამურიდან სახლში სანტა კლაუსი ან მისი თანაშემწე შემოაღწევს და წინდებსა და ფეხსაცმელში საჩუქრებს ჩააწყობს.

ბავშვების საშობაოდ დასაჩუქრების ტრადიცია გერმანიაში მეათე საუკუნიდან იწყება. იმხანად სამონასტრო სკოლებში წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეს „საეპისკოპოსო“ თამაშობებს ატარებდნენ: ერთ-ერთი მოსწავლე მღვდელმთვრად იმოსებოდა და თავის თანატოლებს საჩუქრებს ურიგებდა. მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებში ეს ტრადიცია გერმანიაში საბოლოოდ დამკვიდრდა. ახლა უკვე „წმიდა ნიკოლოზი“ არამარტო დადის სახლებში ზურგზე მოკიდებული საჩუქრებით სავსე ტომრით, არამედ აუცილებლად ამოწმებს, იციან თუ არა ბავშვებმა კატეხიზმო; დაზეპირებული აქვთ თუ არა ლოცვები და მხოლოდ ამ „გამოცდის“ შემდეგ ასაჩუქრებს მათ. წმიდა ნიკოლოზობის დღესასწაულისთვის ბავშვები გულმოდგინედ ლოცულობენ; საღამოს კი კართან ფეხსაცმელებს ტოვებენ და მოელიან, რომ დილით მათში საჩუქრები დახვდებათ.

თუმცა, დასავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით, პროტესტანტულ რეგიონებში, წმიდა ნიკოლოზის რელიგიური არსი თანდათანობით უკანა პლანზე გადავიდა. სანტა კლაუსის პერსონაჟმა სახეცვლილება განიცადა – დღეს ის უკვე მოიაზრება, როგორც ჯადოქარი სინრეკლიასი ან სანტა კლაუსი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ეს პერსონაჟი თოვლის პაპად, ნოელემად ან ვაინახტსმანად ყოველთვის როდი აღიქმება.

მეოცე საუკუნის 30-იანი წლებიდან სანტა კლაუსი საზოგადოებრივ ცნობიერებაში დამკვიდრდა, როგორც კომპანია „კოკა-კოლას“ სარეკლამო სახე. მას შემდეგ სანტა კლაუსის პერსონაჟი საბოლოოდ მიიჩნიეს ცნობილ თოვლის ბაბუად. დამკვიდრდა ასევე „სანტას“ ტრადიციული ფორმაც: წითელი თეთრბეწვმოყოლებული ხიფთანი, შარვალი და ქუდი. თუმცა, წინა საუკუნეებში „საშობაო პაპა“ სრულიად სხვაგვარად იყო შემოსილი და ჩიბუხსაც კი აბოლებდა.

სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, თანამედროვე ბავშვების ცნობიერებაში ამჟამინდელი სანტა კლაუსი არანაირად არ უკავშირდება წმიდა ნიკოლოზს.

 

скачать dle 11.3