კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

“პოპულარული კომპოზიტორი„ – ნანა დაუშვილი

სულ ცოტა ხნის წინ თბილისში მუსიკალური დაჯილდოების – „მეგას“ რიგით მეთოთხმეტე ცერემონიალი გაიმართა და, შესაბამისად, სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ. ნომინაციაში „პოპულარული კომპოზიტორი“ გაიმარჯვა ნანა დაუშვილმა. ქალბატონი ნანა არაერთი პოპულარული და ყველასათვის საყვარელი სიმღერის ავტორია; გარდა ამისა, ის პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწევა და მისი მოსწავლეები დღეს საქართველოში ცნობილი, წარმატებული მომღერლები არიან. 

ნანა დაუშვილი: დაჯილდოებაზე სტუმრის სტატუსით ვიყავი, ამიტომ, ჩემთვის მოულოდნელი იყო ამ ნომინაციაში გამარჯვება. ბესო  ჩუბინიძემ ნომინაციაში გამარჯვებულის ვინაობის გასაჟღერებლად ჩემი მეგობარი, კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი მიიწვია, რომელმაც დიდი სიხარულით გამოაცხადა ჩემი სახელი და გვარი. ეს ჩემთვის ძალიან მოულოდნელი და სასიხარულო იყო, რადგან, დამიფასდა საქმისადმი სიყვარული და შრომა. ამისთვის კი, უპირველეს ყოვლისა, მადლობას ვუხდი ჩემს ხალხს, მსმენელებსა და შემსრულებლებს; სიმღერის ტექსტების ავტორებს: ზურა გოშაძეს, ნანა ცინცაძეს, ტერეზა ჯოჯუას  და ბევრ სხვას, ასევე, რადიოს, ტელევიზიებს, რომლებმაც გააჟღერეს ჩემი სიმღერები და ხელი შეუწყვეს მათ გაჰიტებას. დიდ მადლობას ვუხდი „მეგას“ უცვლელ ორგანიზატორს – ბესო ჩუბინიძეს. აქვე, მინდა, შევეხო  წლის საუკეთესო ტელეპროექტს – „ახალ ხმას“, სადაც წარმატებით მონაწილეობდნენ ჩემი აღზრდილები. ერთ-ერთი მათგანი, თიკო მოსემღვდლიშვილი, მაოს გუნდიდან, შოუს ფინალისტია და მასზე დიდ იმედებს ამყარებენ  – თიკო ნამდვილი ფავორიტია  და მე მისით ვამაყობ. იმედი მაქვს, გაიმარჯვებს. ჩემი არტ-სტუდია „ნანა“ მარჯანიშვილზე, ლელა მესხის აკადემიის შენობაში მდებარეობს, სადაც უამრავი ნიჭიერი მომღერალი იზრდება. მიხარია, რომ ისინი მალე აუცილებლად დაამშვენებენ ქართულ სცენას.

скачать dle 11.3