კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მამაკაცური თვისება არ მოსწონს სოფო სებისკვერაძეს საკუთარ თავში და რატომ დაშორდა ის გიორგი ლიფონავას

სოფო სებისკვერაძე მაყურებელმა გაიცნო ფილმებიდან – „ჭამა და სექსი” და „მამაჩემის გერლფრენდი.” სულ პირველად სოფო ეკრანზე ერთ-ერთ სარეკლამო რგოლში გამოჩნდა, შემდეგ იყო ეპიზოდური როლი ნიკა ხომასურიძის ფილმში „დიდგორი” და სერიალი – „მესამე თაობა”. პატარა, ქერათმიანი, სინაზით გამორჩეული გოგო, რომელიც ძალიან ჰგავს მერლინ მონროს, ქმართან გაშორებულია და ჰყავს ერთი შვილი. „ჭამა და სექსმა” მას ახალი სიყვარული აპოვნინა, ფილმის რეჟისორი გიორგი ლიფონავა. წყვილი თავს ერთად ძალიან კარგად გრძნობდა. ეს ურთიერთობა გიორგისთვისაც სერიოზული და ხანგრძლივი იყო, მაგრამ, სულ ახლახან ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. სოფო პირად ცხოვრებაზე საუბარს ერიდება, მხოლოდ ის გვითხრა, რომ გიორგის ჰყავს გოგო,  რომელიც ყველაზე მეტად უყვარს – ეს მისი კინოა.

 

– სოფო, ვინაიდან ახალი წელი მოდის, საუბარიც ამით დავიწყოთ, შემდეგ კი ფილმებზე და შენს პირად ცხოვრებაზე ვისაუბროთ. გაიხსენე, რომელი ახალი წელი იყო შენთვის განსაკუთრებული?                     

– ახალი წელი განსაკუთრებულად მიყვარს, მაგრამ, ცოტა სევდიანიც არის ჩემთვის – მზადების დროს ვაანალიზებ ჩემს შეცდომებსა და წარმატებებს. განსაკუთრებული ახალი წელი არ მახსოვს, მაგრამ, გამოვარჩევდი 2012 წელს – ქუჩაში შევხვდით და კონცერტზე დერვიშებთან ერთად ვიმღერე „სულიკო” . არც მე და არც ჩემს შვილს, მარის, არ გვიყვარს შოპინგი, მაგრამ, საახალწლოდ გვიწევს საჩუქრებზე სიარული.

– ბოლო ორ ფილმში უხერხულ სცენებში ხარ გადაღებული. კომფორტული რომ არ იქნებოდა იქ არავისთვის თამაში, იუნა შაფათავას გარდა, რომელიც ცხოვრებაშიც ძალიან თამამია, ვიცი. საინტერესოა, შენ რა გიქმნიდა დისკომფორტს გადაღებებზე და ხათრით მიღებული გადაწყვეტილება იყო ეს თუ პოპულარობის სურვილმა გძლია?                

– გიოსთან მხოლოდ „ჭამა და სექსში” ვითამაშე.  დისკომფორტი არანაირად არ მქონია, ხათრიც არაფერ შუაშია. უბრალოდ, გავაკეთე ის, რაც საჭირო იყო ფილმისთვის. რაც შეეხება პირადად გიორგის, მასთან მუშაობა, შეიძლება ითქვას, დამავიწყდა კიდეც, რადგან, ჩვენ უკვე ერთად აღარ ვართ. საერთოდ, კომპლექსი მაქვს ცუდი სცენარისა და გამოუცდელი რეჟისორების მიმართ – ეს ძალიან აკნინებს მსახიობის შესაძლებლობებს. მერე არავინ ამბობს, სცენარი იყო სუსტი ან რეჟისორმა კარგად ვერ აუხსნა ამოცანაო და  ყველაფერი მსახიობს ბრალდება, მაგრამ, ამ ბოლო დროს ბევრი საინტერესო ქართული ფილმი გაჩნდა, რაც ძალიან მიხარია. ჩემი ნიჭი შეუმჩნეველია იმ ფონზე რაც მითამაშია. მინდა, ბოლომდე დავიხარჯო ამ სფეროში, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ ამის შესაძლებლობა არ მომეცა. იმედს არ ვკარგავ – მჯერა, რომ ბევრი საინტერესო როლი მელის.

– მამაკაცებს, ვინც  გადამღებ ჯგუფში არიან ხოლმე, ალბათ, ყველას ძალიან მოსწონხარ. ამაზე როგორი რეაქცია გაქვს?   

–  ამ შემთხვევაში ძალიან დაუკვირვებელი ვარ – ვინ რა თვალით მიყურებს, ვერ ვხვდები ხოლმე, ან, უბრალოდ, არ ვფიქრობ ამაზე, თუ არ მაგრძნობინა, არ მითხრა რამე. იმ შემთხვევაში კი, თუ თვალშისაცემი გახდა, უფრო ხშირად მგონია, რომ მომეჩვენა, ან, ვერ გავიგე კარგად.  

– გიორგისთან ყოფნა არ გენატრება?  

– ახლა ამ მოგონებებით არ ვცხოვრობ. ბევრი საერთო მეგობარი გვყავს და, ბუნებრივია, ჩვენი ურთიერთობაც გაგრძელდება, ოღონდ, სხვა ფორმით. გიოს ჰყავს „გოგო”, რომელიც ყველაზე მეტად უყვარს – ეს მისი კინოა. მეც მიყვარს გიოს შემოქმედება და ის კინოებიც, რომლებსაც გადაიღებს და რომლებიც გადაუღია. მომავალში არაფერს გამოვრიცხავ. ურთიერთობები მთავრდება მაშინ, როცა ვინმე კვდება. ჩვენ ცოცხლები ვართ და ერთმანეთი გვიყვარს კიდეც, უბრალოდ, ამ ეტაპზე ასე განვითარდა მოვლენები. მომავალაში, ალბათ, ვიქნებით კიდეც ერთად, ოღონდ, როგორც უკვე ვთქვი, სხვანაირად განვითარდება ჩვენი ურთიერთობა – ვიმეგობრებთ. ახლა ფილმის „ჩემი ცოლის დაქალების” გადაღებები აქვს და არ სცალია 

–   ისე, კარგი წყვილი იყავით. „ფეისბუქის“ სურათებიდანაც ჩანდა, რომ თავს ბედნიერად გრძნობდით.

– არც მე და არც გიოს არასდროს გვისაუბრია ურთიერთობის დაკანონებაზე, ასეთი რამ არ მახსოვს. ერთადაც არასოდეს გვიცხოვრია. უკეთესი ის იყო როგორც ვგრძნობდით თავს და მორჩა. რთულია, გამოამზეურო ის, რაც მარტო შენ გეხება. ამიტომ, ამაზე საუბარი აღარ მინდა. ჩემთის გიო დღემდე ჭკვიან, საინტერესო და მიმზიდველ მამაკაცად რჩება! 

– საკუთარ გარეგონობაში, ხასიათში რას შეცვლიდი?  

– მინდა, ხუთი სანტიმეტით მაღალი ვიყო  და, ჩემი სურვილი რომ იყოს, უფრო ნაკლებად მგრძნობიარე ვიქნებოდი.

– რატომ?  ხელს გიშლის რამეში შენი სენტიმენტალურობა?

– ქალს ცვლის მისი შინაგანი მდგომარეობა: თუ ხარ ბედნიერი – ანათებ, თუ არა –  ჩამქრალი ხარ. სიმშვიდე უხდება ქალს ყველაზე მეტად.  ჩემი ახალი იმიჯი იქნებოდა უფრო მშვიდი და გაწონასწორებული ქალის, მაგრამ, ალბათ, ვერ შევძლებ – ზედმეტად გიჟი ვარ ამისთვის. 

– ანუ, ძალიან ემოციური და გიჟი ხარ? ეგ უფრო კაცებს ახასიათებთ. 

–  არ ვიცი მაქვს თუ არა  მამაკაცური თვისებები, მაგრამ, შეიძლება, ითქვას, რომ დიდი ფიზიკური ძალა მაქვს, რას სულ არ მიხდება და, არ ვიცი, როგორ გამოვიყენო. კიდევ, ყურადღებიანი ვარ. დაპირისპირება კი არც ერთ სქესთან არ მეხერხება. 

– მოიცა, მოიცა... თუ ვიღაცამ რაღაც ისეთი გითხრა, რაც არ მოგეწონება, შეიძლება, მოსდო კიდეც?

–  მოვდო კი არა, შემიძლია, საერთოდ ავიღო და გადავდგა, მაგრამ, მაინც არ არის საჭირო აგრესია, ყველაფერს კოსმოსი აწონასწორებს. სხვათა შორის, ვისაც დიდი ფიზიკური ძალა აქვს, ისინი მშვიდები არიან. არ ვამბობ, რომ მაიკ ტაისონი ვარ, მაგრამ, ჩემს გარეგნობას არ შეესაბამება ჩემი ძალა. ასე რომ, ბოევიკშიც ვითამაშებდი სიამოვნებით, კასკადიორების დახმარების გარეშე – ჩემი ძმა ძიუდოზე დადიოდა და რაღაც ილეთები მეც მასწავლა. 

– ესე იგი, შენ ისეთი ნაზი და წყნარი გოგო არ ხარ, მე რომ მგონიხარ? არა, არ მჯერა! 

– ზუსტად მაგას ვამბობ. უფრო სწორად, ნაზიც ვარ და ძალაც მაქვს, მაგრამ, ჩხუბები არ მიყვარს.  არ არის აუცილებელი, ძალა აგრესიისთვის გამოიყენო. მარტო ვცხოვრობ და მადგება ხოლმე ჩემი ძალა. ოჯახში კაციც მე ვარ და ქალიც. ლურსმანიც დამიჭედებია და სიმძიმეებიც მითრევია, ანუ, კაცის საქმეები თავისუფლად მეხერხება, რა თქმა უნდა, კერძებსაც მშვენივრად ვამზადებ. 

 

скачать dle 11.3