კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (99)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

თოვლის ბაბუა – „ინტერნეშნლი“

მოქრის... მოფრინავს

 

ჩვენამდე რომ მოაღწიოს... დიდი გზა უნდა გამოიაროს... თუმცა, ყველა როდი ელოდება ღამის თორმეტ საათს... იაპონიაში ახალი წლის აღნიშვნა შუაღამისას კი არ არის მიღებული, როგორც ჩვენთან, არამედ – დილით, როცა ამომავალი მზის ქვეყანაში ჭეშმარიტად მზე ამოდის. პირველ სხივთან ერთად ახალი წელიც მოდის.

კუბაში ახალი წლის დადგომისას საათი თორმეტის მაგივრად 11-ჯერ რეკავს. მეთორმეტე ჩამოკვრაზე საათს აღარ „აწუხებენ“ – ახალი წელია...

ჩინეთში დღემდე, ერთხელ და სამუდამოდ, არ არის დაფიქსირებული ახალი წლის მობრძანების თარიღი. ის აუცილებლად ახალ მთვარეზე დგება – 17 იანვრიდან 19 თებერვლამდე. ამ დღეს ქუჩებში ხალხმრავალი პროცესები ეწყობა. ადამიანებს მიაქვთ განათებული, დიდი ფარნები და ახალ წელს გზას უნათებენ. მანამდე კი მჭიდროდ გმანავენ ფანჯრებს და კარებს, ახალი წლის მოსვლამდე, რომელიმე ბოროტი სული რომ არ შეიპაროს სახლში. 

ბალიზე ახალ წელს მარტში, თვის ბოლოს ზეიმობენ. კუნძულის მოსახლეობა სახლში ჩუმად ზის, არ ინძრევა და არც შუქს ანთებენ. მათ გულწრფელად სჯერათ, რომ ამ დროს ახალ წელთან ერთად, ბოროტი სულებიც ცდილობენ სახლში შეღწევას. სიჩუმე მათ შეცდომაში შეიყვანს. ბოროტ სულებს კუნძული უკაცრიელი ეგონებათ და შორს გადაიკარგებიან.

თოვლის ბაბუა – „ინტერნეშნლი“

უკვე დიდი ხანია, თითქმის მთელი მსოფლიოს საახალწლო და საშობაო კეთილ ჯადოქრად მიჩნეულია თოვლის ბაბუა. თოვლის ბაბუისთვის საახალწლო სურვილების ბარათის სახით მიწერის ტრადიცია ინგლისიდან და ამერიკიდან მოდის. ლეგენდის მიხედვით, წმინდა ნიკოლასი (რომელიც თოვლის ბაბუის პროტოტიპია) გაჭირვებული ოჯახის ბავშვებს ოქროს მონეტებით სავსე ტომსიკებს საკვამურიდან უყრიდა. ისინი ბუხრის ქონგურზე, გასაშრობად დაკიდებულ წინდებში ვარდებოდა. დღემდე ძალიან ბევრ პატარას სჯერა, რომ თუკი ახალი წლის ღამეს წინდებს ბუხართან დაკიდებს, დილით ისინი საჩუქრებით სავსე დახვდება. თუმცა, ინტერნეტის საუკუნეში თოვლის ბაბუასთან კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებები, ანუ ელექტრონული ფოსტაც არსებობს. მისი მისამართია: www.noradsanta.org.

* ინგლისის დედოფალი ელისაბედ პირველი ყოველწლიურად ადგენს სპეციალურ სიას, სადაც წერს წინა წელს ახლობლებიდან ვინ რა საჩუქარი მიუძღვნა მას და ცდილობს, იმის მიხედვით დაასაჩუქროს.

* ინდოეთში საჩუქრებს ქალღმერთ ლაკშმისგან ელოდებიან. ინდოეთი ყველაზე მეტად არის დღესასწაულების მიმართ განწყობილი. ჯერ ერთი, რომ 100-ზე მეტი ჯურის ადამიანი ცხოვრობს და ახალ წელს ყველა მათგანი საკუთარი ტრადიციების მიხედვით აღნიშნავს, ანუ, ინდოეთში ლამის ყოველი თვე ახალი წელია.

 

скачать dle 11.3