კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (99)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: ჩემს ავტომობილს „ენ” და „ერ” რიჩაგის ჩაგდებისას პატარა ხმა აქვს, თითქოს დგაფუნებს. რამდენად სახიფათოა ეს, როგორ შეიძლება ამ გაუმართაობის გამოსწორება? საერთოდ რა სიხშირით გამოვცვალო ზეთი კოლოფში, როგორ უნდა დადგინდეს გამოსაცვლელია თუ არა ის?

პასუხი: პოზიციებში გატანისას, თუ ხმა აქვს და იმავდროულად, ალბათ, ბიძგიც იგრძნობა ძარაზე, მაშინ, აქ უკვე ტრანსმისიის გაუმართაობასთან გვაქვს საქმე. თუმცა, კონკრეტულად რა პრობლემაა ცოტა ძნელი სათქმელია. უმჯობესია, ხელოსანს აჩვენოთ. რაც შეეხება კოლოფში ზეთის შეცვლას, ის გარკვეული გარბენის შემდეგ უნდა შეცვალოთ – დაახლოებით, ყოველ 50 000 კილომეტრზეა საჭირო. რა მდგომარეობაშია დონე ამის დადგენაც არ არის რთული, ადვილად შესამჩნევია რადგან ავტომატური კოლოფი სიჩქარეების გადართვას აგვიანებს, ანუ, სიჩქარეებს დიდი ინტერვალებით რთავს. გარდა ამისა, შესაძლებელია შუქზეც ნახოთ, თუ რა მდგომარეობაშია ზეთი.

კითხვა: მსურს, შევიძინო „ნისან ალტიმა”. გთხოვთ, დამიხასითოთ მისი ტექნიკურ-ეკონომიკური მახასიათებლები, საწვავის ხარჯი, გამძლეობა და რაც მთავარია, შეეგუება თუ არა ის  ჩვენი გზების პირობებს. მაინტერესებს ისიც, რა ღირს „ნისან ალტიმას” ახალი და მეორადი მოდელები?

პასუხი: თქვენ, ალბათ, „ნისან ალტიმას” უკვე მესამე თაობის მოდელს გულისხმობთ, რომელიც 2002 წლიდან გამოდის. ეს გახლავთ საშუალო კლასის „სედანი“, რომელიც სახელდება „ჰონდა აკორდის”, „ტოიოტა ქამრისა” და „პასატის” კონკურენტად. „ალტიმა” საკმაოდ კარგი ავტომობილია, რომლის წარმოება ამერიკაში მხოლოდ ამერიკის ბაზრისთვის ხდება. თუმცა, აქვე დავძენ, რომ მისი შეძენა ჩვენს პირობებშიც გამართლებულია. მისი ტექნიკური მახასიათებლებია: არსებობს „ალტიმას” 2 ტიპის ძრავა – 2.5-ლიტრიანი, ოთხცილინდრიანი და 3.5-ლიტრიანი – ექვსცილინდრიანი. გადაცემათა კოლოფი, როგორც მექანიკური, ასევე ავტომატურიცაა. ორივე ძრავა საკმაოდ მძლავრი და განსაკუთრებით ეკონომიურია. 2.5-ლიტრიანის წვა ქალაქის პირობებში 10-11 ლიტრია და 3.5-ლიტრიანი ძრავის წვა – 12-13 ლიტრი. „ნისანი” 92-ოქტანიან ბენზინზე მუშაობს, რაც ძალიან დიდი პლუსია ეკონიმიის მიზნით. ამ ოქტანობის საწვავი ყველაზე იაფია ქართულ ბაზარზე. ეს მოდელები კარგი გამძლეობით ხასიათდება, უსაფრთხოებაც მაღალ დონეზეა. ყველა კომპლექტაციაში წარმოდგენილია თანამედროვე მართვის უსაფრთხოების ელექტრონული სისტემები, როგორიცაა: „აბეესი”, მოცურების საწინააღმდეგო და სხვა. სულ ახალი, 2009 წლის მოდელის ფასი მერყეობს 19-26 ათასი დოლარის ფარგლებში (კომპლექტაციის მიხედვით), ხოლო ნახმარის (2002-2008) შეძენა შეგიძლიათ, 8-17 ათასი დოლარის ფარგლებში. 

კითხვა: მყავს ავტომობილი „ფორდ მონდეო”. როგორ შეიძლება, გამოსწორდეს ავტომატურ კოლოფთან დაკავშირებული პრობლემები?

პასუხი: გააჩნია, კონკრეტულად, რა პრობლემები აქვს კოლოფს. აჩვენეთ ხელოსანს და გეტყვით. თუმცა, აქვე დავძენ, რომ „მონდეოს” გადაცემათა ავტომატური კოლოფი საკმაოდ სუსტია და ხშირად გამოდის მწყობრიდან. ძირითადად, მისი რემონტი საკმაოდ ძვირი ჯდება, რის გამოც მძღოლები, ხშირ შემთხვევაში, მექანიკურ კოლოფებს აყენებენ მასზე, ანუ საერთოდ ცვლიან.

კითხვა: ახლახან შევიძინე მართვის ავტომატური კოლოფით აღჭურვილი ავტომობილი. თითქოს, სველ აღმართზე მას უფრო უჭირს ასვლა, ვიდრე მექანიკური კოლოფით აღჭურვილ მანქანას, მიუხედავად იმისა, რომ წინა მანქანა მსუბუქი იყო და ეს კი „ჯიპია“. ეს, ზოგადად, „ავტომატიკების” პრობლემა ხომ არ არის?

პასუხი: პირიქით. სველ აღმართზე მართვის ავტომატური კოლოფით აღჭურვილი ავტომობილი, გაცილებით იოლად და უკეთესად ადის, ვიდრე მექანიკა. ის უფრო ადვილად პოულობს მოდების წერტილს, რომელიც იდეალურია იმ კონკრეტული მონაკვეთისა და გზის საფარისთვის და ამასთანავე, ძალიან ნაზად იძვრება – ისე, რომ ავტომობილი არც ბუქსაობს და არც წვალდება. მექანიკურზე კი, ამისგან განსხვავებით, ყველაფერი ჩვენს ფეხსა და შეგრძნებებზეა დამოკიდებული. თუ გაზი, განსაკუთრებით, სველ აღმართზე ოდნავ მეტი მოგივიდათ, ავტომობილი ბუქსაობას იწყებს და ვერ იძვრება. 

კითხვა: შესაძლებელია თუ არა საწვავის ჩასხმა დაქოქილ ავტომობილში. განსაკუთრებით ეს ზამთარშია აქტუალური, როცა მანქანა ჩაქრება თუ არა, სალონში სიცივეა. აზიანებს თუ არა ეს რაიმე დეტალს?

პასუხი: თუ მანქანა გამართულია, არ აქვს რაიმე პრობლემა, მაშინ დაქოქილ ავტომობილში საწვავის ჩასხმა შეიძლება, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, მანქანას პრობლემები მანამ აქვს, სანამ ამას თქვენ შეამჩნევთ და ამიტომ, რისკის გაწევა არ ღირს. ყველაფერს თავისი წესი აქვს და კარგია თუ არა, წესს უნდა დამორჩილდეთ. გაზით გასამართ სადგურზე მძღოლს და მგზავრებსაც კი, ჩამოსვამენ ხოლმე ავტომობილიდან. ჩასხმისას ავზიდან საწვავის ორთქლი ამოედინება და მისი აალება უფრო მეტად მაღალ ტემპერატურაზეა საშიში. განსაკუთრებით საშიშია სამგზავრო მიკროავტობუსები და ტვირთამწეები, რომელთაც სავალდებულო ტესტირება არ უტარდებათ და ძალიან დიდი ალბათობაა, დაზიანებული ჰქონდეთ მაყუჩი. სწორედ იქ ხდება ცეცხლის ალის გამოსროლა და ნაპერწკალის წარმომშობი სხვა გაუმართაობები. რაც შეეხება დეტალების დაზიანებას, ამის საფრთხე ნამდვილად არ არსებობს. 

კითხვა: რამ შეიძლება, გამოიწვიოს ახალგამოცვლილი სამუხრუჭე ხუნდების წრიპინი. მთელი დღის განმავლობაში ეს ხმა აქვს და სულ მგონია, არ დაამუხრუჭებს. უხარისხო ხუნდები დავაყენე თუ თვითონ სამუხრუჭე სისტემაში დაზიანდა რამე?

პასუხი: თუკი ხუნდები შეცვალეთ და ის აწივლდა, ნიშნავს, რომ ნაკლებად ხარისხიანია. ხუნდები არ უნდა ხმაურობდეს; იოლად არ უნდა ცხელდებოდეს და კარგად უნდა იჭერდეს. თუ ამ სამიდან რომელიმე დარღვეულია, ეს ნიშნავს, რომ უკვე პრობლემები გაქვთ. ყველაზე მნიშვნელოვანი და ყურადსაღები, რა თქმა უნდა, მესამე მონაცემია. თუ ხუნდები არ იჭერს, ის სასწრაფოდ გამოსაცვლელია. მეორეა, რომ ხუნდები არ უნდა ხურდებოდეს. ასე რომ, თუ თქვენი ხუნდები პირველ ორ თვისებას აკმაყოფილებს, მაშინ მისი მოხმარება შეგიძლიათ. მაგრამ, რადგან წივილის ხმას გამოსცემს, სათუოა, რომ სხვა დანარჩენ ფუნქციასაც კარგად ასრულებდეს. თუმცა, არსებობს ხუნდები, რომელიც არ ხმაურობს, მაგრამ მთელ სისტემას ჭამს, ყველაფერს ცვეთს. ამიტომ, შეიძინეთ ნორმალური, ცნობილი ბრენდის ხუნდები.  

 

скачать dle 11.3