კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: რა არის საჭირო იმისთვის, რომ ძაღლმა ხანგრძლივად და ჯანმრთელად იცხოვროს?

პასუხი: იმისათვის, რომ თქვენმა ძაღლმა ხანგრძლივად და ჯანრთელად იცხოვროს, უკვე მოზრდილ ასაკში ის ყოველ 6 თვეში ერთხელ უნდა მიიყვანოთ ვეტერინართან. ეს უზრუნველყოფს ისეთი დაავადებების დროულ დიაგნოსტირებას, რაც დამახასიათებელია მისი ასაკისთვის. ასეთი დაავადებების ჯგუფს განეკუთვნება: გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები, გამრავლების სისტემის დაავადებები და სხვადასხვა ონკოლოგიური პროცესების განვითარება. ექიმთან მისვლამდე აუცილებლად უნდა მიაქციოს პატრონმა  ყურადღება ძაღლის მდგომარეობას, რადგან, ზემოთ ჩამოთვლილი პათოლოგიები ხასიათდება მკვეთრად გამოხატული სიმპტომებით: თუ ცხოველს კიბეზე ასვლისას ან ხანგრძლივი სეირნობისას აღენიშნება ქოშინი, ხანდახან წამოახველებს და ულურჯდება ენა, ეს მიუთითებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის  დაავდებებზე. ამ დროს აუცილებელია ვეტერინართან ვიზიტი, რადგან, აღნიშნული სიმპტომებით მიმდინარეობს გულის ბევრი დაავადება, მაგალითად, გულის სარქველოვანი აპარატის ენდოკარდიოზები, სხვადასხვა კარდიომიოპათია, გულის კუნთის გადაგვარება. უმრავლესობა აღნიშნული პათოლოგიებისა განეკუთვნება შეუქცევად პროცესებს და საჭიროებს მუდმივ მედიკამენტურ მკურნალობას, რაც  კორექტირებას უკეთებს გულის მუშაობას და ამცირებს დაავადების განვითარების ინტენსიურობას. კოჭლობის გამოვლინებისას, კიდურების სისუსტის დროს ან ბარბაცით სიარულისას, ადგილი აქვს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პათოლოგიებს და საჭიროა ვეტერინართან ვიზიტი, რომელიც დასვამს დიაგნოზს, თუ რისი ბრალია აღნიშნული პრობლემა და დანიშნავს სათანადო მკურნალობას. 

კითხვა: როგორც ვიცი, ზამთრის დადგომასთან ერთად, სასურველია, რომ ძაღლს მეტად ცხიმიანი საკვები მივცეთ, მაგრამ, იმ შემთხვევაში რა უნდა ვქნათ, თუ ცხოველის ორგანიზმი ამას ვერ ეგუება?

პასუხი: თუ ცხოველის ორგანიზმი დამატებით ცხიმს ვერ ეგუება, ამ შემთხვევაში, რაციონში გაუზარდეთ არა ცხიმის, არამედ, მთლიანი ულუფა. მაგალითად, თუ აჭმევდით დღეში ორჯერ და ნახევარ კილოგრამს, ზამთარში უნდა აჭამოთ 3-ჯერ და 700 გრამი. თუ ცხოველი სახლში გყავთ და გარემოსთან მისი კონტაქტი მხოლოდ სეირნობის დროს ხდება, ამ შემთხვევაში, ცხიმის გაზრდა საკვებში აუცილებელი არ არის. რაც შეეხება კვების სიხშირეს, ეს უკვე ძაღლის ჯიშზეა დამოკიდებული. თუ დიდი ჯიშის ძაღლი, მაგალითად, კავკასიური ნაგაზი, დღეში ერთხელ ან ორ დღეში ერთხელ ჭამს, ზამთარში მას უკვე დღეში ორჯერ სჭირდება გამოკვება, რადგან, საკუთარი სხეულის გასათბობად ის გაცილებით მეტ ენერგიას ხარჯავს. თუ ხორცის მიცემა გინდათ, მაშინ, აუცილებელია, 10-15 წუთი მაინც ადუღოთ, მეტი საჭირო არაა, რადგან, მერე უკვე ვიტამინები იშლება. ცხელი საკვების მიღება ძაღლისთვის სასურველი არ არის, ის დაახლოებით 20 გრადუსამდე უნდა იყოს გამთბარი. 

 

 

скачать dle 11.3